საბურთალო VS არარატ-არმენია - ვის წარუძღვება "მიმინო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში?

AutoSharing Option
დღეს, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „საბურთალო“ ერევნის „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ წარმოადგენს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ერევანში თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

თბილისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მოლდოვურ "შერიფს" სძლია, მეორე ეტაპზე კი ზაგრების "დინამოს" ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა და ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გადაერთო.

„საბურთალოს“ სადებიუტო ევროტურნირებზე ჯერ შინ თამაში არ მოუგია. დღეს "წითელი არწივები" შეეცდებიან, ეს ნავსი გატეხონ და ევროპა ლიგის პლეი-ოფის
საგზური მოიპოვონ, სადაც ლუქსემბურგის „დუდელანჟი“ ელოდებათ.

კლუბების ბოლო აქტივობები

თბილისელთა გადაწყვეტილებით, მატჩის ბილეთები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდება, რაც ნებისმიერ გულშემატკივარს აძლევს შანსს, უქომაგოს ქართულ კლუბს და დაეხმაროს საერთო მიზნისთვის ბრძოლას - რასაც ევროპა ლიგაზე მოხვედრა ჰქვია. შესაბამისად, თითოეული ქომაგის მოვალეობაა, გახდეს მეთორმეტე მოთამაშე და აჩუქოს დედაქალაქს განსხვავებული შემოდგომა.

„საბურთალომ“ დაცვის გაძლიერებას მიჰყო ხელი. კლუბს 25 წლის ნიკა სანდოხაძე შეუერთდა, რომელიც ბოლოს ლატვიურ „რიგასში“ ირჯებოდა.

სიახლეა ვაგნერ გონსალვეშთან დაკავშირებითაც, არ არის გამორიცხული, მან დღევანდელ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხებათ სომხებს, ისინი წინა მატჩის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში „განძასარს“ დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს. კლუბში შეთამაშების პრობლემაა, რის გამოც ჩემპიონატის მატჩებსაც თამაშობენ და არ ტოვებენ, რათა ფორმაში შესვლა მოახერხონ.

მწვრთნელთა მატჩისწინა კომენტარები

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, ძალიან წაგვადგება მომავალში. ვერ ვიტყვი, რომ "შერიფთან" რამე დავაკელით. უბრალოდ, მალე გავუშვით გოლები და ავირიეთ. ფეხბურთელებს "შერიფის" მატჩი კარგად ახსოვთ. არ მგონია, რომ მსგავსი სურათი განმეორდეს.

თუ შეიძლებოდა კენჭისყრა გვესურვა, ეს სწორედ საუკეთესო ვარიანტი იყო. თუმცა, ჯერ სომხური ბარიერია დასაძლევი, შემდეგ კიდევ ერთი მეტოქეა. "დუდელანჟი" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი - შარშან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. არ მსურს წინასწარ არაფრის თქმა.

მეტოქე კარგი კლუბია, ლეგიონერებით დაკომპლექტებული. შეთამაშება აკლია. ერევანში რამდენიმე ეპიზოდში გაგვიმართლა. მიხარია, რომ მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ. იოლი შეხვედრა არ იქნება, ყველაფერს გააკეთებენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ".


ვარდან მინასიანი: "ჩვენ სათამაშოდ მზად ვართ - მთლიანობაში გუნდიც და ყველა ფეხბურთელიც. განწყობა ძალიან კარგია, რადგან სომხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი მოვიგეთ. მართალია, ძალიან რთულად, მაგრამ ჩვენ ეს მაინც შევძელით

ვიმედოვნებთ, შემდეგ თამაშში არ გვექნება შეყოვნება, ანუ ჩვენ შევძლებთ მაღალი ტემპის შენარჩუნებას 90 წუთის განმავლობაში. ვეცდებით, ვაჩვენოთ დაბალანსებული ფეხბურთი და ვნახოთ, თამაში როგორ წარიმართება. თამაშის სცენარი ყველამ უნდა დაიცვას და ამასთან, შესაბამისი ცვლილებებიც განახორციელოს".

არბიტრი

შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

მთავარი მსაჯი - მიკოლა ბალაკინი

დამხმარე მსაჯები - ანდრი სკრიპკა, იგორ ალოხინი.

მეოთხე მსაჯი - ალექსანდ დერდო

სავარაუდო შემადგენლობა

საბურთალო (4-3-3): კუპატაძე, მალი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, ტერა, ალთუნაშვილი, დიასამიძე, გაბედავა, კოხრეიძე, როლოვიჩი.


alt"საბურთალო" "არარატ-არმენიას" "მიმინოს" ვიდეოკადრებით მიესალმა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს საბურთალო წესით უნდა გავიდეს იმედია მეორე შერიფს არ იზამენ. აი დინამოს კი რა მოგახსენოთ :DDDDD
ეს ჩვენი მეორე ვიდეოა თუ როგორ მოვიდნენ ქართული გუნდები მესამე საკვალიფიკაციო რაუნდამდე :)

https://www.youtube.com/watch?v=3qRbONeO8yI&list=PLU3pdF9mnR2a6iv6qmGJv51oF2Bbdtydt&index=4&t=142s
თოკო-ეკე
18:56 14-08-2019
1
თბილისიდან ერევანში იქნება ტრანსლირება მატჩის? რავიცი ჩვენ არ ჩაგვირთეს და, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ ხომ არ ვაწყენინებთ ჩვენ "ძმებს"?
მოგება ბიჭებს.
17:59 14-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული