ჩვენი ბოლო მცდელობისას, მას დავკავშირებოდით, აღმოჩნდა, რომ ჩაჩავა საქართველოში არ იმყოფებოდა და ალბათ, თავის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროებს.
კლუბში კვლავ ფინანსური პრობლემები და სრული განუკითხაობაა. გუნდში მომუშავე სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმაც არ იციან არაფერი, ისინიც გულშემატკივრების მსგავსად ლოდინის რეჟიმში არიან.
"ტორპედო", დიდი ალბათობით, ქუთაისის მერიას დაუბრუნდება, რომელსაც ვერ ვიტყვით, რომ კლუბი ძალიან აინტერესებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში უამრავი დარეკვის
თუმცა კლუბის მერიისთვის დაბრუნება ქუთაისელი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად არ არის, რადგან სიტუაცია სწორედ ამ ნათქვამის საპირწონეა: "ვაის გავეყარე და უის შევეყარე".
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისის მერიის ბალანსზეა და კი ვხედავთ, რა დღეშია. ამ პირობებში კი კახა ჩხეტიანის შეგირდებისგან რაიმე წარმატებას ნაკლებად უნდა ელოდო.
შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის "ტორპედო" 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, თუმცა კლუბის ინფრასტრუქტურა, სტადიონი და საღორიის ბაზა მაშინაც და ახლაც მერიის ბალანსზეა.
P.S. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ორგანიზაცია ქუთაისური კლუბით არის დაინტერესებული, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მომავალი წლიდან შეუდგება...
ეროვნული ლიგა. XXIV ტური: თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
"ტორპედოს" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა [PHOTO]