"ვაის გავეყარე და უის შევეყარე" - ქუთაისის "ტორპედოს" ამბები

AutoSharing Option
რამდენიმე კვირაა აქტიური საუბარი მიდის, რომ ზაალ ჩაჩავა ქუთაისის "ტორპედოს" დატოვებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას გადაწყვეტილი აქვს კლუბიდან წასვლა და განცხადებას მალე გააკეთებს.

ჩვენი ბოლო მცდელობისას, მას დავკავშირებოდით, აღმოჩნდა, რომ ჩაჩავა საქართველოში არ იმყოფებოდა და ალბათ, თავის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროებს.

კლუბში კვლავ ფინანსური პრობლემები და სრული განუკითხაობაა. გუნდში მომუშავე სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმაც არ იციან არაფერი, ისინიც გულშემატკივრების მსგავსად ლოდინის რეჟიმში არიან.

"ტორპედო", დიდი ალბათობით, ქუთაისის მერიას დაუბრუნდება, რომელსაც ვერ ვიტყვით, რომ კლუბი ძალიან აინტერესებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში უამრავი დარეკვის
შემდეგ გავიგეთ ერთი რამე - მერია აღნიშნულ საკითხზე თვის ბოლოს იწყებს მუშაობას.

თუმცა კლუბის მერიისთვის დაბრუნება ქუთაისელი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად არ არის, რადგან სიტუაცია სწორედ ამ ნათქვამის საპირწონეა: "ვაის გავეყარე და უის შევეყარე".

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისის მერიის ბალანსზეა და კი ვხედავთ, რა დღეშია. ამ პირობებში კი კახა ჩხეტიანის შეგირდებისგან რაიმე წარმატებას ნაკლებად უნდა ელოდო.

შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის "ტორპედო" 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, თუმცა კლუბის ინფრასტრუქტურა, სტადიონი და საღორიის ბაზა მაშინაც და ახლაც მერიის ბალანსზეა.

P.S. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ორგანიზაცია ქუთაისური კლუბით არის დაინტერესებული, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მომავალი წლიდან შეუდგება...

altეროვნული ლიგა. XXIV ტური: თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

alt"ტორპედოს" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა [PHOTO]





მკითხველის კომენტარები / 16 /
ქართველებო მეტი შეგნება რომ გქონდეთ უკეთესი იქნება,იმის მაგივრად რომ ყვეყნის ყველა გუნდი გაწუხებდეთ და გასაჭირზე ერთიანად ვფიქრობდეთ,ჭამთ ერთმანეთს,ფეხბურთი მაშინაა კარგი როცა ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს,თორემ ჭ კლასი ვის რაში სჭირდება.ყველა გუნდს გაუმარჯოს ქვეყნის მაშტაბით,ვარ იმის გულშემატკივარი ვინც ქართულ სულს დებს თამაშში
უსაშველო
24 აგვისტო 2019 15:30
1
ქუთაისის "ტორპედოს" ბევრი ვაი-გულშემატკივარია "ამოფარებული"... მათ გააძევეს "ვისოლი". ეხლაც აქციონერის ძებნაშია "ტორპედო" მათი "პრეტენზიების" გამო...
tngh
24 აგვისტო 2019 13:23
0
წურბელების ბრალია ყველაფერი
გიორგი
21 აგვისტო 2019 19:42
1
ფოთი არა ძმა 'ტორპედოს“ არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა ,მაგრამ თუ არ იცი შეგიძლია გაიკითხო რამდენ ფეხბურთელს უთამაშია სსრკ ნაკრებში ტორპედოს აღზრდილს.ასეთი პატარა ქალაქიდან მე მგონი სასწაულია იმდენს აქ ნათამაშევი საბჭოთა ნაკრებში.ეს არი “ტრადიცული“ სიტყვა ამას გულისხმობს მეტს არაფერს
Portos
21 აგვისტო 2019 17:14
4
და როომარ ყოფილიყო დინამო ვინ წაიყვანდა ამათ სსრკს ნაკრებში?
dinamotb
21 აგვისტო 2019 23:07
4
Imedi daishleba torpedo da moshordeba es sanarcxvibo Hindi chvens chemps
Dinamotb
21 აგვისტო 2019 15:23
38
იმედია
სამტრედია
22 აგვისტო 2019 12:45
3
საბურთალო და დინამო არ დაგეკარგოდ 100 კაცი და ოჯახის წევრებიც რომ არ ესწრებიან მათ თამაშებს ერთი 20 წელი კიდევ ასე იქნებით შენაირ ბოღმიანებისთვის არამია მართლაც ოკუპანტების ხელში თქვენნაირი ხალხი უნდა მოხვდეს და არა ის პატიოსანი მშრომელი ხალხი. ისწავლით წვენის ფასს თქვე ღვარძლიანებო რამ გაგამწარათ ასე ტორპედოზე თქვენაირი ნახირი ბოღმა ხალხის ჯინაზე კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ მაგ კლუბიდან ტკივილის მიღება თანაც ისე რომ შეიძლება უკვე ვეღარც კი გადაიტანოთ. ეს დროის საკითხია გინდათ თუ არა ტორპედოში უცხოური ინვესტიცია მაინც შემოვა ამის პირობას მე გაძლევთ და ისევ აღორძინდება თქვენი მკვლელი კლუბი მუდამ ტორპედო ყოველთვის ტორპედო ხო და კიდე საქართველოს ჩამპალ ჩემპიონატში როდის დასწრებია როდესმე რომელ თამაშს 35 25 20 15 10 ათასი ადამიანი სხვაგან ტორპედოს თამაშების გარდა გადახედეთ ისტორიას შურიანი ბოღმა კაცი თავის ოჯახის წევრსაც არ ეყვარებით დიდი ალბათობით სამარცხვინო ხალხი ხართ გამწარებული ცხოვრება გადაგთელავთ თქვენნაირებს განგებას ვერ აცდებით ტორპედო არ დაშლილა და ვერ ეღირსებით მის დაშლას თქვენი სახელები და გვარები არავის არ ემახსოვრება როცა იმ ქვეყნად წახვალთ ისტორია გშთანთქავთ ხოლო ტორპედო ყოველთვის იქნება და მისი სახელი საუკუნეებს გაუძლებს, ისე არსად სხვა არცერთ ქალაქში არ უყვართ და არ უძგერთ გული თავისი ქალაქის კლუბების მიმართ როგორც ქუთაისში უყვართ ტორპედო ეს სულ სხვა სიყვარულია რაღაც აუხსნელი ციური ვარსკვლავის ნათება არასდროს არ ქრება მან შეიძლება ოდნავ მოიკლოს მაგრამ ის ისევ კაშკაშად ამოანათებს ეს ბუნების დაუწერელი კანონია.
Alberti
21 აგვისტო 2019 17:03
1
ქუთაისლებს ფეხბურთი უყვართ თუ მხოლოდ ბრენდი ტორპედო?
თუ ბრენდი ტორპედო, მაშინ გეცლიათ ვისოლისათვის, ვისოლმა რომ ფული დახარჯა იმდენი არავის დაუხარჯია და რა მიიღეს პასუხად???
თუ ფეხბურთი გიყვართ მაშინ შეჰქმენით ახალი, კერძო, კომერციული კლუბი დააარქვით "რიონი" და მიაწექით,შედეგიც სახეზე იქნება მაგრამ მაჩვენებთ კი თუნდაც 1 ქუთაისელს რომელიც არამომგებიან და ფინანსურად უპერსპექტივო კლუბში თუნდაც 10 000 დოლარს კი არა ლარს მაინც დადებს?ასეთები არ მეგულება ქუთაისში, ამიტომაც ვამბობდი თავიდანვე რონ სანამ კლუბი ფორმაში იყო, უნდა გაეყიდათ ღია აუქციონით უცხოელებზე რომელთაც გამართული ფინანსური ბაზა ექნებდათ.
ახლა კი გამოსავალი რეალურად არ არსებობს.
ეს კლუბი 10-15 წელიწადი ვერ იქნება ფინანსურად მომგებიანი და მის მატჩებს წელიწადში 2- 3 ჯერ თუ დაესწრება 2-3000 ადამიანზე მეტი...
jango
21 აგვისტო 2019 15:17
14
შენ რა მაგარი ჭკვიანი ხარ?!
გიორგი
21 აგვისტო 2019 15:50
3
რეალობას შევხედოთ არცერთი მსხვილი კომპანია და არც მცირე ქართულ ფეხბურთში დღეს ფულს არ ჩადებს, 1) არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა რომელიც ინვესტორს რაიმე შეღავათს მისცემს სპორტში ჩადებული თანხებისთვის 2) ფინანსური კუთხით ქართული ფეხბურთი წამგებიანია 3) თუ მაინც გაბედე კლუბი შეიძინე და მილიონები დაახარჯე სულ იმის შიში უნდა გქონდეს რომ ხელისუფლებასთან რაიმე მცირედი პრობლემა არ შეგექმნას ნებისმიერ თემაზე თორემ ან ჩამოგართმევენ კლუბს ( მიზეზს იპოვიან არ გაუჭირდებათ იტყვიან კლუბი კანონის დარღვევით იყიდაო ან "გამოჩნდება" ვინმე "ძველი მესაკუთრე" რომელსაც თურმე ნაციონალების დროს უკანონოდ წაართვეს კლუბი) ან ფინანსურ პოლიციას, შსს, და პროკურატურას ყველას ერთად დაგაყენებენ თავზე, რაღაცას "გიპოვიან" და გამოგიცხადებენ სისხლის სამართლის მიხედვით ისჯება 6 დან 10-მდეო. ქართული ფეხბურთი თავით ფეხებამდე ჭაობშია და კიდე დანიასთან როგორ წავაგეთო))) არ გამიგოთ რომ შეურაწყოფის მიზნით ვწერდე მაგრამ დიდი დაბოლილი ერი ვართ, რეალობას ძაან აცდენილი
dinamo
21 აგვისტო 2019 13:52
1
სწორედ მაგი არ გახარებთ თქვენ ? ტორპედო ასეთ დღეში რომ იქნება რა ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი თუ ბევრი გუნდი გვყავს გაფარჩაკებულ საკლუბო ფეხბურთში ტორპედოზე მეტად ტრადიციული და ისტორიის მქონე კლუბი სოფლის გუნდები რომ არის აბსოლიტური უმრავლესობა და უყურეთ მათ და ისინი მოუტანენ რეიტინგს საქართველოს ევროპაზე მაგრამ დიდი ხანი ეს არ გაგრძელდება ტორპედო ბრენდია და დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და მას აუცილებლად გამოუჩნდება შეძლებული სპონსორი
Daybnost
21 აგვისტო 2019 11:25
15
შენ მართლაც ვისზე რა უნდა თქვა ორღობის გუნდის ქალაქის წარმომადგენელი ხარ კოლხეთი ფოთის კოღოები უფრო მეტი ესწრებიან კოლხეთის თამაშებს ვიდრე ადამიანები გადახედე რა ფეხბურთელები თამაშობდენ რა ფეხბურთელები გაუზრდია ქუთაისს და კომუნისტური სპორტული იდეოლოგიუს გამო ართმევდნენ და მიყავდათ "ძინამოში" და ტრადიცია მაინდამაინც ჩემპიონთა თასის მოგება არ არის ეს ერთი ფიორენტინას ლაციოს სპარტაკს და კიდევ უამრავ სხვა სახელიან კლუბს ლიგა არ აქვს მოგებული მარა ტრადიციებს შენ დაუწუნებ ხომ და რომელმა ქართულმა გუნდმა მოიგო აა ფლაგმანმა დინამომ ხო ევროპის მესამე ხარისხის მქონე თასი იგიც ტორპედოდან წაყვანილი მოთამაშეების ხარჯზე და ვინ დაამხო საქართველოში დინამოს 10 წლიანი ჰეგემონია და სამჯერ გახდა ჩემპიონი ზედიზედ ხო ვერ გაიხსენებ მგონი ფოთის კოლხეთი ხო ? და წინა წელს ესოდენ სანატრელი ქართული კლუბებისთვის ევრო ტურნირებზე პლეი ოფში რომელმა გუნდმა გააღწია ხოვერ მეტყვი ერთი თუ ის არ ითვლება, გაგხეთქავთ ეგ ბოღმა ტორპედოს მიმართ რაც გაგაჩნიათ ერთ დღეს მოვა ისევ მაგ დროც სულ მალე რა დღეშიც ყავდა თქვენი გუნდები ტორპედოს სოფლის გუნდების ქომაგებო იმაზე უარეს დღეში ჩაგაყენებთ, ტორპედოს ისტორიას გადახედე რამდენ წამყვან მოთამაშეს ართმევდნენ სეზონის წინ და მაინც პოულობდა ძალებს დროდადრო უმაღლესში ისეთი სახელიანი გუნდების დასამარცხებლად როგორებიც დინამო კიევი დინამო მოსკოვი ცსკა მოსკოვი არარატი ერევანი და დინამო თბილისი იყვნენენ იტერნეტში მაინც მოიძიე ასეთ პატარა რესპუბლიკას 2 გუნდი სსსრ ჩემპიონატში არცერთ ქვეყანას არ ყოლია საქართველოს გარდა სადაც ქუთაისურმა კლუბმა 14 სეზონი გაატარა და ბომბარდირი რამდენი ყოლია იმასაც გადახედე 40 000 ადამიანი რომ სულ ესწრებოდა მაგ თამაშებს და წინა 1 კვირით ადრე ბილითები ფიზიკურად აღარ რჩებოდა ხალხს
Daybnost
21 აგვისტო 2019 17:35
7
გაფიცებ რა ტრადიციები აქვს ტორპედოს?ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული ევრო თასები თუ რააქვს ტრადიციული?ერტი სსრკში უბრალო ქარხნის გუნდი იყო და ნუ გადაგვაყოლეღ ამ ტრადიციებს.პს ამხელა ქალაქია და 5 კაცი მართავთ აქციებს?ბათუმს შეხედეთ მის ფანებს დედა უტირენ იმდენი იბრძოლენ და ულამაზესი სტადიონით მაგარი სპონსორით არიან მოწინავეებში.თქვენ სემიჩკა ჩამეთ და მოგივათ მზამზარეული ყველაფერი.
ფოთი
21 აგვისტო 2019 16:42
20
ეს კაცი უკვე ჩვენებას უნდა იძლეოდეს კაი ხანია.აი რატო ქართული ფეხბურთი ერთ ადგილას.და კიდევ ეს კომენტატორები რო ყოველი თამაშის წაყვანისას იმაზე ლაპაროკობთ როგორი ვაი გულშემატკივრები ვართ და როგო გავბედეთ და საბურთალოს შეურაცყოფა მივაყენეთ.ჯერ ერთი თქვენ თქვენ საქმეს მიხედეთ და ისწავლეთ მატჩების კომენტირება.აბა მე მკითხეთ როგორი კომენტატორები ხართ თქვენ-ხმას ვუთიშავ და ისე ვუყურებ თამაშს.მერო-აბა ერთხელ ამოიღეთ ხმა კომენტატორებმა და ჟურნალისტებმა იმაზე თუ რა მოხდა ტორპედოში,კოლხეთში,სამტრედიაში.ხო ბავშვიც ატყობდა კოლხეთში ამდენი საეჭვო ლეგიონერის და მწვრთნელის ჩამოყვანით ვიღაცა ფულს აკეთებდა?იგივე ხო ხდებოდა სამტრედიაში?ხო ხართ მაგარი კომენტატორები და ჟურნალისტები?აბა გამოიძიეთ,გააშუქეთ.слабо да? ჭკვის სწავლება არასოდეს არ გვინდა ჩვენ.ფოთში,ზუგდიდში,იმერეთში რო ფეხბურთს მოკლავ რანაირად უნდა გქონდეს ფეხბურთში წარმატება? კახელი კაცი ვაღიარებ რო ფეხბურთი დასავლეთ საქართველოს საქმეა.1976 წელს 6 წლისამ ვუყურე პირველად ფეხბურთს და იმის მერე ფეხბურთის გარეშე არ შემიძლია და იმიტომ ვლაპარაკობ ამას თორე განა ვინმეს ჯავრი მჭირს???ადმინ არ დამბლოკილო,ძალიან მინდა რო ვაი კომენტატორებმა წაიკითხონ რასაც ჩვენ„ვაიგულშემატკივრები“ვფიქრობთ მათზე.არ დამბლოკო და კაი კახური ღვინო ჩემზე იყოს.
Jordan Beli
21 აგვისტო 2019 11:06
0
ვაის გავეყარე და ვუის დავუბრუნდი; ასეა ტორპედოს საქმე. იქნებ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საქმით? პროკურატურასაც შეუძლია დაინტერესდეს ამ ე.წ. ინვესტორის ე.წ. საქმიანობით და ბიზნესით! ტორპედო, ქუთაისის და ქართული ფეხბურთის საგანძურია. შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან!
ლუკა
21 აგვისტო 2019 10:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული