ეროვნული ლიგა. XXV ტური: "სიონმა" ბათუმის "დინამოს" მხოლოდ 1 ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე 4:0 დაამარცხა "სიონი".

ეროვნული ლიგის მატჩები ისედაც დაბალ ტემპში მიმდინარეობს, 35-გრადუსიან სიცხეში თამაშმა თავისთავად დაღი დაასვა მატჩს და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - რამ მოაფიქრათ ორგანიზატორებს შეხვედრის 17:00 საათზე დაწყება?

პირველი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ 18 წლის მეკარე ისიანმა არ დაანება მეტოქეს გოლის გატანა, შემდეგ კი შორი მანძილიდან მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა კახაბრიშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

შესვენების შემდეგ "დინამო" უპირტესობას დაეუფლა და ამან შედეგი გამოიღო - 4 უპასუხო გოლი გაიტანა და დამსახურებული
გამარჯვება მოიპოვა.

ზღვისპირულმა გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ისევ ჩაუდგა სატურნირო ცხრილს სათავეში, თუმცა თუ თბილისის "დინამომ" 25 აგვისტოს "რუსთავს" სძლია, ლიდერობას დაიბრუნებს.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - დინამო (ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ვლადიმერ დვალიშვილი (50), 0:2 ჯოვინო ფლმარიონი (71), 0:3 ჯამბულ ჯიღაური (79), 0:4 ჯოვინო ფლამარიონი (84)

სიონი (4-2-3-1): ლევან ისიანი, რომან ჩაჩუა (არჩილ ტვილდიანი 82), ლაშა უგრეხელიძე (ჯაბა უგულავა 62), ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), კახა კახაბრიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ბექა გვარაძე 65), დიმიტრი ტატანაშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა ჩალაძე 82), ბენჟამინ ტეიდი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე, გაბრიელ რამოსი (ვლადიმერ მამუჩაშვილი 66), ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ დვალიშვილი (ვალერიან თევდორაძე 76)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამ მოაფიქრებინა შეხვედრის ორგანიზატორებს მატჩის 17 საათზე დაწყებაო და უფრო გვიან რომ დაეწყო მაშინ განათება დაჭირდებოდა სავარაუდოდ და აქვს ბოლნისის სტადიონს განათების სისტემა?
რუსლანი
12:47 24-08-2019
0

სიახლეები პოპულარული