ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ჩიხურამ" ორთვიანი პაუზის შემდეგ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "ჩიხურამ" საკუთარ მოედანზე 3:2 მოუგო "ლოკომოტივს".

თითქმის ორი თვის შემდეგ "ჩიხურამ" ჩემპიონატზე პირველად იმარჯვა და 31 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო "ლოკომოტივი" 36 ქულით მეოთხეზე.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა - ლოკომოტივი 3:2
გოლები: 1:0 გიორგი კორიფაძე (33, პენ), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (37), 2:1 მიშიკო სარდალიშვილი (50), 3:1 ირაკლი ლექვთაძე (75), 3:2 თეიმურაზ შონია (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: თეიმურაზ შონია (32)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, ირაკლი კამლაძე, დავით მაისაშვილი (დავით მეგრელიშვილი 46), გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ), ირაკლი
ლექვთაძე, მიშიკო სარდალიშვილი (თეიმურაზ მარკოზაშვილი 60), დემურ ჩიხლაძე, გიორგი ფანცულაია (თორნიკე მუმლაძე 70), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ლოკომოტივი (4-2-3-1): ლუკა შეროზია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (რევაზ ინჯგია 77), თეიმურაზ შონია, დათო კირკიტაძე, თორნიკე ძებნიაური (ლაშა გვალია 63), ბიძინა მახარობლიძე, ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული