25 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 25-ე ტურში თბილისის "დინამო" და "რუსთავი" დაზავდნენ - 2:2.
პირველ ტაიმში მასპინძლებს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწიათ: ჯერ ტრავმა მეჯუბიმ მიიღო, შემდეგ კი - შენგელიამ, რომელმაც მოედნიდან გასვლამდე ანგარიში გახსნა.
50-ე წუთზე თავისი მორიგი საფირმო საჯარიმო გაიტანა ნინუამ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ მეკარეს, რომელმაც რეაგირება ნაგვიანევად მოახდინა, მანძილიდან გამომდინარე, ბურთი აუცილებლად უნდა აეღო. სულ მალე სტუმრებმა ანგარიში არანაკლებ ეფექტური გოლით შეამცირეს - სილაგაძის ჩაწოდებულ ბურთს ქავთარაძემ თავურით პერალესის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
ხაზგასასმელია, რომ "რუსთავი" არ დანებდა, ბოლომდე იბრძოლა, ქავთარაძემ ყოფილი გუნდის კარი მეორედ დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
"დინამომ" მოგებათა ცხრამატჩიანი სერია შეწყვიტა და ლიდერობის დაბრუნება ვერ შეძლო.
"რუსთავმა" უკანასკნელი 9 შეხვედრიდან 6 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - რუსთავი 2:2
გოლები: 1:0 ლევან შენგელია (18), ნიკა ნინუა (50) 2:1 ბექა ქავთარაძე (54), 2:2 ბექა ქავთარაძე (84)
დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი (მიხაილო შიშკა 8), გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ბაქარ ქარდავა 70), გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა, ლევან შენგელია (კ) (არფანგ დაფე 36), ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
რუსთავი (4-2-3-1): გოგი კულუა, ცოტნე კაპანაძე (ლაშა ლეჟავა 87), გიორგი ლაცაბიძე (გიორგი თევზაძე 71), ლუკა ნოზაძე, გეორგი ბუგულოვი (დათა სიჭინავა 46), გიორგი ვასაძე, ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, ლაშა ქოჩლაძე, ბექა ქავთარაძე, ლუკა იმნაძე
მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია