"თუ "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდა, დედას გიტირებთ!" - ფანკლუბი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ და გააზიარეთ.

თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა
გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ.

4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე !!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რო მოგვშორდი, თორე ამ გუნდის ელიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით.

ასევე მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რო დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!!

ეს გუნდი არ გავარდეს, თორე საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!!

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას !!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!".

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო" 24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ვეთანხმები იმ აზრს რომ ცოტა უფრო შინაარსიანი განცხადების გამოქვეყნება იყო საჭირო.არ დამიწყოთ ეხლა ჭკვის სწავლება,შეურაცყოფა და რამის სეპარატისტული განცხადებები,ოღონდ ერთი მიპასუხედ მხოლოდ:აქამდე სად იყავით??? იძახით ტორპედო ჩვენია ჩვენიაო.თუ თქვენია სად იყავით აქამდე? და თუ თქვენია ფედერაციისგან რა გინდათ? კი ბატონო ფედერაციაში მთლად სუფთად არამგონია იყოს საქმე,მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რას ედავებით ფედერაციას ??? წარმატებები ტორპედოს,დეხბურთელებს და კახა ჩხეტიანს!
ლ.გიო
26 აგვისტო 2019 20:38
20
მაინც მასტავლებელს მოვჰრიტ ტავსაო.
soso
26 აგვისტო 2019 20:18
6
პრიშიკებიანი თინეიჯერის დაწერილ განცხადებას გავს, არ შეშვენის ქუთაისს ეგეთი სიტყვები და ლექსიკა, უფრო მკაცრად, უფრო მწვავედ და უფრო შინაარსიანად შეიძლებოდა სათქმელის ჩამოყალიბება, ასე კი სირცხვილია მეტი არაფერი. პ.ს. აზრში ვეთანხმები ფანკლუბს და მხარდაჭერასაც ვუცხადებ, აუცილებელია მიწოლა და ძალის დემონსტრირებაც.
ქარ
26 აგვისტო 2019 18:56
5
თქვენი სირცხვილია, ამხელა ქალაქმა ერთი ლგუნდი ვერ უნდა შეინახოს? ვიღაც კანალიზაციის ვირთხა ლეგიონერები რომ ჩამოგყავთ და ფულებს უაზროდ ყრით მაგის ბრალია.
ddgfdf
26 აგვისტო 2019 18:16
18
მაგ ჩაჩავას სახეზე ეტყობოდა ვინც იყო, ვთქვი მე თავიდანვე აფერისტს გავსთქო...
zviads
26 აგვისტო 2019 17:34
1
ფედერაციას რატომ ვთხოვთ ვერ გავიგე. 2017 წელს მერიის ბალანსზე იყო გუნდი და გადასცა ჩაჩავას, ვისაც როგორც ირკვევა საპრივატიზაციო პირობაც კი არ შეუსრულებია. რამე დაუბლოკა ფედერაციამ , ფული არ მისცა თუ რა გაუფუჭა ტორპედოს ვერ ვხვდები. უეფადან მიღებული ფული და ინვესტიციები ეკონტროლებინა ქუთაისის მერიას. სფფ-მ რა ქნას, გუნდს აქვს დავალიანება, ჩივიან ფეხბურთელები უეფაში და იქიდან მოვა განჩინება. იმედია სფფ იმდენს იზამს, რომ გუნდი არ მოიკვეთება და გააგრძელებს თამაშს ეროვნულ ლიგაში.
DAVE
26 აგვისტო 2019 17:15
9
რა გუნდი დაშალეს ესეთი? ლუდოგორეცთან გამოჩნდა რა გუნდიც იყო და რისი თავიც ჰქონდა...საქართველოს ჩემპში ერთერთი ძლიერი კი იყო,მაგრამ არა იმდენად,რომ 15 ათასის ღირსი ყოფილიყვნენ.
რა გუნდი დაგვიშალესო
26 აგვისტო 2019 17:05
27
ეს ჩაჩავა რა გაგიხდათ ქუთაისს, ედიკა მოიშორა საქართველომ და ეს ჩაჩავა ....
დინამო
26 აგვისტო 2019 17:04
0
ედიკა და მიშა)))
dato
26 აგვისტო 2019 17:24
5
ტორპედო არ არის მარტო ქუთაისის გუნდი ჩვენთვის ყოველთვის იყო იმერლებისათვის საყვარელი გუნდი,იმიტომ რომ ჩვენია, და ეს არის საყოველთაო უბედურება რაც ხდება, ვუერთდებით და ვთვლით რომ ეს სამართლიანია რასაც ითხოვენ, ფეხბურთი არ უნდა ჩაკლა იქ სადაც უყვართ, თორემ ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ თბილისის გუნდები, მალე მივიღებთ თბილისის ჩემპიონატს, ახლა მერანი და შევარდენი თუ დაემატა ეროვნულს მერე ნახე ახლოს ივლით გუნდები და ბენზინი არ დაგეხარჯებათ, ტორპედოს არ შეხოთ და გვერდზე დაუდექით, ტორპედოს გარეშე ჩემპიონატს ხიბლი არასოდეს არ ექნება, ზესტაფონის გაკვეთილის უნდა იყოს საკმარისი.ტორპედო ჩვენთვის მარტო სახელი და გუნდი არაა იგი ჩვენი ოჯახია, ჩვენი სიხარულია, ჩვენი იმედია.
ხონელები
26 აგვისტო 2019 16:14
0
ძალიან კარგია, ფეხბურთი რომ ასე გიყვართ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ამ ქვეყანაში ფეხბურთი მკვდარია, ფედერაცია კი უბრალოდ ხალხის ფულის მჭამელებით არის გამოტენილი, კორუფციაშია ეს ქვეყანა ჩაძირული და ამას აღარაფერი ეშველება....
gio
26 აგვისტო 2019 16:07
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული