"თუ "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდა, დედას გიტირებთ!" - ფანკლუბი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ და გააზიარეთ.

თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა
გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ.

4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე !!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რო მოგვშორდი, თორე ამ გუნდის ელიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით.

ასევე მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რო დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!!

ეს გუნდი არ გავარდეს, თორე საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!!

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას !!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!".

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო" 24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ქუთაისლებს გუნდი როგორ დაუშალა ეს ჩაჩავაა თუ ვინაა თუ არ შეეძლო რას ბაქიბუქობდა ასე ვიზამ ისე ვიზამო,ტორპედო,რომ დაიშალოს მთელი ქართული ფეხბურთის სირცხვილია,ასეთი გულშემატკივარი როგორიც ქუთაისში არის მართლა არსად არ არის,ქუთაისის მერია კიდევ გინდ ყოფილა გინდ არა,არაფრის მაქნისები არ არიან,მონახეთ სასწრაფოდ მყიდველი,რომელიც იყიდის გუნდს,ანდაც უფასოდ გადაეცით გარანტიებით,რომ მოუვლის გუნდს,ფეხბურთი დღეს ბიზნესია,კერძო მფლობელი მოუვლის,აბა თუ სპონსორი იქნება მარტო სხვისი ფულის შეჭმას რა უნდა,დაამტკიცა ბატონო აგერ ზაალ ჩაჩავამ,უნიათო მერია,რატიმ არ შეისწავლედ ყველაფერი და ისე არ გადაეცით გუნდი,მარა დოლიაში იქნებოდნენ ეს ვირთხები,არ დამბლოკოთ,უკვე ნამდვილი ვირთხები დამიკავშირდნენ და პროტესტი გამოთქვენ ეს ვის შეგვადარეო არ იკადრენ ბატონო,აღარც სინდისია ამ ქვეყანაზე და აღარც ნამუსი,ქუთათურებო წარმატებებს გისურვებ და იმედი ვიქონიოთ მდგომარეობის გამოსწორების.
გოჩა
29 აგვისტო 2019 07:15
0
უბრალოდ გამაგებინეთ რატომ დაბლოკეთ ჩემი კომენტარი!? ფედერაციას რომ შევეხე??? სიმართლე რომ ვთქვი ჩვენს ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე??? რაღა აზრი აქვს მაშინ კომენტარების კეთებას???!!!
გიორგი
27 აგვისტო 2019 20:53
0
kobiachvils aravin arapels abralebs, magis garda pederaciachi bevri binzuri xalxi muchaobs, aba tu chachavas vinme mparveli arkavs ase gundi gacirvas marto ver gabedavda, arc eubneba aravun arapels, chven merias arapeli ar cheuzlia, rogorc tbilisi itkvis ise ikneba, magram torpedos dakveitebit ara mgonia ixeiros mtavrobam, minimum naxevari kutaisis xmebs dakargaven archevnebze da is ikneba,sul laparalia 2 milion larze, da am pulis gulistvis cheikmna amxela problema, me kobis gabrazebuli gamosvla maxsovs, torpedo ikneba magram dabal biujetiani klubio, es tavis sitkva mainc cheasrulos, gundi axali pegburtelebit cheivso, da gvacadet es gundi mainc chegvarchinet, am bichebsac 15 atasi xo ar akvt xelpasi, gvkavs chkviani mcvrtnelebi da am gunditac vibrzolebdit, magram vigacam saertod pegburtis chazirva gadackvita kutaischi da ase ar gamova,kai am ambavs arapeli mokveba,arada cheuzlia pederacias am problemis mogvareba, pulit ara, gavlenit, rasac chegnebulad ar aketeben, chemi azrit torpedo gaciruli kavt, da zaan bevr mters gaichens amit mtavroba,da xalxi dazaraldeba, daekargeba stimuli da chemarteba im patara nichier kutaisel bavchvebs romlebic sakmaod iko da aris kutaischi da araertxel usaxelebiat chveni kvekana.
KUTAISELI
27 აგვისტო 2019 12:58
0
1) ჯერ იყო ჯიგარი ზაალ ჩაჩავა, რომელმაც კონკრეტულ საჭირო მომენტში როცა კლუბს ფული სჭირდებოდა მონახა, მოიტანა და არც კი გაუფორმებია რაიმე სახით ან ფორმით ისე მიახმარა კლუბს, თუმცა არავინ იცის ზუსტი და გადამოწმებული თანხა, ეს იყო 50-70 თუ 250 000 ლარი "რაცხა რო იყო ეს ნაღდია ძამა და მეტი რაი გინდა" ? აი ეს იყო პასუხი როცა ყველა ელოდა რომ ზალიკო იყიდიდა კლუბს და "დაპირებულ მილიონებს მეიტანდა"
2) მიჰყიდეს ზალიკოს კლუბი ისე რომ კონკურენტი არ ჰყავდა, არაა მიღებული ქართულ ცნობიერებაში იქ ჭიდილი სადაც კაცმა თავისი "ლუკმა უკვე მოკბიჩა სიმონ და ფულიც დეიხარჯა მაგიზა, აპა ისე კი არ იყო" ,ასე რომ დანარჩენი მსოფლიო სპორტული საზოგადოება გაგებაშიც კი არ იყო რომ ფეხბურთის ქვეყნის რანგით მეორე კლუბი თურმე ვინცხა წვრილ მეწარმეს 120 000 დილარად მიჰყიდეს, მაშინ როცა მარტო კლუბის ბრენდი ღირდა 10 მილიონი მინიმუმ.
3)სანამ მესამე აქტი დადგებოდა პირველ ორში არავინ იცოდა რა მოხდებოდა და სანამ ფაქტი არ დადგებოდა ვერც ვერავინ გაბედავდა რაიმე ცუდი ეთქვა აწ უკვე კლუბის ოფიციალურად ერთპიროვნულ , კერძო მფლობელზე, დამთავრდა ისტორია და ეს კლუბი როგორც"ზაჟიგალკა" "ატვიორკა" "მანქანა" ისეთი ჩვეულებრივი კერძო საკუთრების საგანი გახდა.

შედეგად : ზაალი ცუდად მოიქცა, ზაალმა ასე ქნა და ისე ქნა,ეს ყველამ ვიცით და მოგვისმენია, მაგრამ რატომ მიეცით უფლება კლუბის გაყიდვის თუკი ის თქვენი კლუბია და თქვენი ქალაქის კლუბია, რატომ ან თვითონ არ გამოისყიდეთ ან რატომ მერიას არ შესთავაზეთ ალტერნატივა?რატომ არავინ მოინდომა და საჯაროდ არ გამოატანინა მერიას დასკვნა რომ ამ მყიდველზე კლუბის გასხვისება ფინანსური უზურნველყოფის ნაწილში არ არის სარისკო?

ახლა კი უკვე საჯარო მუქარები და მოწოდებები კერძო საკუთრების ფლობის ულფების მქონე ადამიანის მიმართ არამართებულია, თუ ის დასასჯელია უნდა დასაჯოს კანონმა , მაგრამ პრეცედენტის დაშვება რომ კერძო მესაკუთრეს დაემუქრო რატომ არ უვლი შენს ქონებასო, ალბათ არ გამოვა, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს და ცუდი იქნება თუკი ამ ემოციური პოსტის ავტორებს იქეთ დასჯიან საჯარო ასეთი განცხადებისათვის რადგან შინაგანად და ემოციურად ისინიც მართლები არიან.

ალტერნატივა? გამოისყიდეთ ჩაჩავასაგან ეს ბრენდი ტორპედო და მიხედეთ თვითონ ქალაქის მერიასთან ერთად, მაგრამ ისტორია ისევ იმ ბორბალზე დაგატრიალებთ და ისევ ის მოხდება, ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი არის რომ კლუბი ვალებისაგან თავისუფალი გაიტანონ საერთაშორისო აუქციონზე და იქ მიჰყიდონ რომელიმე სპორტული ბიზნესით დაკავებულ ჯგუფს ან ინვესტორს. რაც უფრო დროულად გააკეთებს ამას მერია და სახელმწიფო,მით ნაკლები იქნება ზარალი, ეგაა რომ გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს რომ ახალი უცხოელი მფლობელის მიმართ მუქარა შეიძლება მთელს ქართულ საფეხბურთო სამყაროს დაუჯდეს ძვირი... ფედერაციას ისიც უნდა ესმოდეს რომ თუკი კლუბს სასწრაფოდ გაიტანენ აუქციონზე, ქულების დაკლება დაუშვებელია, რადგან ამ პოზიციაში ტორპედოს კიდევ აქვს შანსი გაიბრძოლოს ევროშესარჩევებისათვის და ინვესტორისათვის ეს კარგი მორტივატორია.
jango
27 აგვისტო 2019 12:56
2
ბევრჯერ მსმენია და წამიკითხავს-ქართულ ფეხბურთში ფულს არავინ დებს,წინსვლა და განვითარება როგორ გვექნებაო."ვირს პიტნა არ უყვარდა და პირში ატენიდნენო"ჩვენს მობურთალენს ზედმეტი გადატვირთვა და სირბილი რად უნდათ,იოლად გადიან ფონს-წააგე, ჩეიდევი ფული ჯიბეში და წადი სახლში.რა ჯობია ასეთ ცხოვრებას?
....
27 აგვისტო 2019 11:46
2
დალოცვილო დიზლაიკს რომ წერ - ხომ უნდა დაუკვირდე და გაიაზრო ნაწერი.ცოტა ხნის წინათ გადავხედე ევროტურნიბში წბოლოწლეობის შედეგად ვართ 46 ადგლზე და ჩვენს წინ არიან ქვეყნები- ლიტვა,ლატვია,სომხეთი,აზერბაიჯანი,ბელორუსი,უზბეკეთი??? ცხონებული ნოდარ ახალკაცის დინამოს მწრთვნელობის დროს ეს რეპუბლიკები ძალიან შორს იყვნენ ჩვენგან...!!! რატომ? იმიტომ რომ დიდი შრომისა და გარჯის შედეგად დიდ წარმატებებს ვაღწევდით. ევროტურნირებში UEF-ს საკვალიფიკაციო ტურნირის არსებობა ხომ საერთოდ არ ვიცოდით.
....
27 აგვისტო 2019 16:00
0
იუვენტუსი და რეინჯერსი დააქვეითეს ყველაზე დაბალ ლიგებში და არაა ტრაგედია თუ ტორპედოს შემთხვევაშიც ასე მოხდება. დაიწყოს გუნდმა ქვედა ლიგიდან, გაქმდეს ქუთაისის ტორპედო თავის ვალებით და შეიქმნას ტორპედო ქუთაისი, ახალი ფურცლით სუფთა ისტორიით. და საერთოდ ეს სიტუაცია უნდა იყოს მაგალითი სხვა მუნიციპალიტეტებისათვის და ქალაქებისთვის იმისა რომ, რაც ძვირფასია ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, მოსახლეობისა და გულშემატკივრისთვის, ასე ორღობეში პირველ შემხვედრს არ გადასცე და თუ გადაეცი მერე არაფერი უკონტროლო. სანამ ასეთ ძვირფას რამეს გასცემ, შეისწავლე თავიდან ბოლომდე ვის ატან.
არავინ თუ არ მოიკითხა კიდე ეს ამბავი, არსებობს პრაქტიკაში, გაერთიანდეს გულემატკივარი და თვითონ ხალხმა უჩივლოს ტორპედოს ხელმძღვანელობას და დაიწყოს გამოძიება.
QT
27 აგვისტო 2019 11:44
7
გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნო კომენტარი, და არა მარტო როგორც "ქუთაისელისთვის" პასუხი. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მტკივა ტორპედო და ქართული ფეხბურთი.
ჩემო ძმაო ქუთაისელო. ადრე ვწერდი და გავიმეორებ, დღესაც მახსოვს როგორ ვიჯექი სამხრეთის ტრუბუნაზე ტორპედოს პირველ თამაშზე კავშირის ჩემპიონ მოსკოვის ტორპედოსთან და 4-2 მოგება. მერე დინამოს სტადიონზე (ტაბიძეს ქუჩაზე) დუბლების მეორე ტურის შეხვედრა ტორპედო-სპარტაკი. ორივემ წააგო, ძირითადმაც და დუბლებმაც, ორივემ 0-3. მახსოვს როგორ ვტიროდი და როგორ მაწყნარევდა მამაჩემი. მის შემდეგ ტორპედო ძალიან მიყვარს და ბევრი სიხარული და ტკივილი განმიცდია მის გამო.
იცით რამდენი ქონდა ხელფასი კობიაშვილს გერმანიაში თამაშისას. ალბათ თვეში იმდენი, რამდენიც წელიწადში ეკუთვნის ტორპედოს ფედერაციიდან. ის ფული რომ მთლიანად მოეპარა მაგ ჩაჩავას და გაენაწილებია ფედერაციაში, რა შეხვდებოდა კობიაშვილს? ალბათ 2-3 დღის ხელფასი. უღირს კი ამისთვის გასვრა? გიფიქრიათ ამაზე? ყოველთვის ფედერაციისკენ და კობიაშვილისკენ ხელის გაშვერას, ხომ არ ჯობია ადგილზე ვეძებოთ დამნაშავეები და ვუშველოთ ტორპედოს. თუ უბრალოდ ადვილია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება? ფარავდეს უფალი ტორპედოს, ქართულ ფეხბურთს და სრულიად საქართველოს.
alexandre
27 აგვისტო 2019 11:07
2
თუ ჩაჩავა კობიაშვილის ახლობელია, ნამდვილად საწყენი იქნება პირადად ჩემთვის. კობი პატიოსან კაცად ვიცი და, შეძლებისდაგვარ, ცდილობს ამ დანგრეულ ქართულ ფეხბურთს რამე უშველოს. დავიჯერო, ის ვიღაც შალამბერიძემ, სამტრედიელები რომ წერენ, მართლა შეჭამა გუნდის ფული და მერე ფედერაციაში დაასაქმეს? ენას ძვალი არა აქვსო, ასე ხომ არ გამოდის? რაც შეეხება ჩაჩავას და ტორპედოს. 2-3 თვის უკან მივმართავდი ქუთაისის ფანკლუბს - კობიაშვილმა ბოდიში მოიხადოსო და რაღაც ასეთი სისულელეები. რა დროს ესაა თქო?! ტორპედო იღუპება და მას მიხედეთ თქო! ამ დღეში რომ არის გუნდი ყველას ბრალია, ფანკლუბისაც და მერიისაც, და ჩემი აზრით, ჩემიც, ყველა ქართველის ვისაც ფეხბურთი უყვარს! ჩაჩავა კი ძალიან ადვილად მოსაგვარებელი საკითხია! აუდიტი - გამოძიება - სასამართლო - ციხე. აი იქ რას უზამენ მაგ საცოდავს, მერე ნახოს. ეხლა კი სასწრაფოთ უნდა მოიძებნოს ლეგიტიმური გზა გუნდის გადასარჩენად. ფედერაცია იძულებული იქნება კანონი დაიცვას, ასე რომ: იურისტები, კონსულტაციები და ტორპედოს გადარჩენა!
alexandre
27 აგვისტო 2019 10:08
2
rato miblokav chvilo komentarebs, am xalxis gasagonad kide , visac mimartva ar moecona, tkveni tavi carmoidginet chven adgilas, ras izamdit, sxvis sakmechi kvela brzeniao natkvamia, torpedos gancxadebas mxars ucher mzad var sitkvieratac da pizikuradac davdgebi ik sadac chem kutaiss uchirs, chveni dachagvra arc ipikrot, pederaciis virtxebo, ro moajekit mand pulebs da xravt, mitxarit erti, babuatkvenis datovebuli koneba xoar ggoniat, kvelam kaegad icis rac gagviketes torpedochi da amas marto chachava ro ver chezlebda bavchvebic xvdebian, zustad pederaciachi gaikves torpedos milionebi da axla saertod gagdebit gvemukrebian, erti mainteresebs vtkvat dinamos ro konoda msgavsi problema ras izamdit, me vici, gadacema gadacemaze ikneboda televiziit, magram es xo kutaisis problemaa kalakis romelic aravis gchirdebat da zogiertebi verc gvitans kidevac da uxaria aset dgechi ro vart, chven gvchirdeba kutaisi kvelaze supta kartuli kalaki sakartvelochi, da tavi dagvanebet, arc ipikrot sankciebi tore martla cudad dagimtavrdebat, es axali gundi mainc chegvarchinet. da chen nu mblokav kide , me arc viginebi jer da arc pirad cheuracxopaze gadavdivar, pederaciachi kidev virtxebi roa amasac didi mixvedra ar chirdeba da pirvel rigchi tkven sportuli jurnalistebi unda ikot dainteresebuli am sakmit, magram sad xart sakartvelochi gabeduli jurnalistebi, gechiniat samsaxurebi ar dakargot da izulebuli xart chumad ikot.
KUTAISELI
27 აგვისტო 2019 09:23
3
ჩემო ძმაო ქუთაისელო. ადრე ვწერდი და გავიმეორებ, დღესაც მახსოვს როგორ ვიჯექი სამხრეთის ტრუბუნაზე ტორპედოს პირველ თამაშზე კავშირის ჩემპიონ მოსკოვის ტორპედოსთან და 4-2 მოგება. მერე დინამოს სტადიონზე (ტაბიძეს ქუჩაზე) დუბლების მეორე ტურის შეხვედრა ტორპედო-სპარტაკი. ორივემ წააგო, ძირითადმაც და დუბლებმაც, ორივემ 0-3. მახსოვს როგორ ვტიროდი და როგორ მაწყნარევდა მამაჩემი. მის შემდეგ ტორპედო ძალიან მიყვარს და ბევრი სიხარული და ტკივილი განმიცდია მის გამო.
იცით რამდენი ქონდა ხელფასი კობიაშვილს გერმანიაში თამაშისას. ალბათ თვეში იმდენი, რამდენიც წელიწადში ეკუთვნის ტორპედოს ფედერაციიდან. ის ფული რომ მთლიანად მოეპარა მაგ ჩაჩავას და გაენაწილებია ფედერაციაში, რა შეხვდებოდა კობიაშვილს? ალბათ 2-3 დღის ხელფასი. უღირს კი ამისთვის გასვრა? გიფიქრიათ ამაზე? ყოველთვის ფედერაციისკენ და კობიაშვილისკენ ხელის გაშვერას, ხომ არ ჯობია ადგილზე ვეძებოთ დამნაშავეები და ვუშველოთ ტორპედოს. თუ უბრალოდ ადვილია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება? ფარავდეს უფალი ტორპედოს, ქართულ ფეხბურთს და სრულიად საქართველოს.
alexandre
27 აგვისტო 2019 11:05
2
ჯერ სიტყვაა საქმე და შემდეგ, საქმეა საქმე.აქ არც ერთი მომწონს და არც მეორე.ჯერ შენს ქვეყანას უნდა სცე პატივი,შემდეგ მშობლიურ ენას და უკვე შემდეგ ფეხბურთს თუ შენ სათაყვანო გუნდს.ბიჭებო,მესმის რომ ძალიან გამწარებულები ხართ,მაგრამ მტყუან მართალი და მისამართი უნდა გაარკვიოთ ჯერ.ტორპედო დამოუკიდებელი კლუბია,რომელსაც ფედერაცია ეხმარება.მას არ შეუძლია დამოუკიდებელი კლუბის საქმეებში ჩარევა და რას სთხოვთ?სულ რომ არაფერი მოეცა,დაავალებდით გადაიხადეთო?თქვენმა მუქარამ,ისევ გამახსენა ავადმოსაგონებელი მოწოდება,დაანგრიეთ,გადაწვით ეროვნული სტადიონი,მე ამათი დ....აზრზე მოდით ბიჭებო,ამით საქმეს კიდევ უფრო გაიფუჭებთ.ჩხუბში ისეთი რამე არ უნდა წამოგცდეს,რომ შერიგებისას შეგრცხვესო,არ გაგიგიათ?არც ისეთი რამე უნდა იკადრო ჩხუბში,რომ დაწყნარებულზე შეგრცხვეს იმის გაკეთება.რაც მაგ განცხადებაში წავიკითხე,ეგ გაავებული და გაუნათლებელი ხალხის დაწერილს ჰგავს და ფეხბურთის გულშემატკივრობისა,არაფერი ეტყობა.ეს მთელი ქალაქის სიტყვებიაო და მთელ ქუთაისში,ერთი გამართულად წერა კითხვის მცოდნე ადამიანი ვერ იპოვეთ?ქუთაისში,რომლის თითქმის მთელი მოსახლეობა,ტორპედოს გადარეული გულშემატკივარი იყო წლების წინ და დარწმუნებული ვარ ახლაც ასეა?ზოგადად იმერლები და კიდევ უფრო მეტად ქუთაისელები ხომ თავისი ზრდილობით და სიტყვა პასუხით იყვნენ საქართველოში გამორჩეულნი და ეს წერილი რა არის?ქართულად წერა არ იცით,ქუთაისური ზრდილობა არა გაქვთ,ქვეყანას საშინელებების გაკეთებით ემუქრებით,თანაც ქალაქის სახელით და მითხარით,ვინ გამოდიხართ თქვენ?ან თქვენ არ იყავით,სოკარმა რომ ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები დააყენა ტორპედოში და ბავშვთა აკადემია შექმნა,პირველივე წარუმტებლობაზე დედის გინებით აიკელით ეს ბიჭები და იმდენი ჰქენით,რომ ინვესტორი გააგდეთ?ან რამდენჯერ და რამდენი ჯარიმა გადაიხადა ტორპედომ,თქვენი უსაქციელობის გამო,არ გამოადგებოდათ?ასე რომ არც თქვენ ხართ ტორპედოს უბედურებაში უცოდველები და სხვას ნუ ემუქრებით,ჯერ საკუთარ თავს მოჰკითხეთ.ჩაჩავას კი პასუხი მართლაც უნდა მოეთხოვოს და თუ მთელი ქალაქია სახელით ლაპარაკობთ,მთელ ქალაქში კარგი იურისტებიც ბევრნი ცხოვრობენ ალბათ და მათ მოაკითხვინეთ პასუხი შეჭმულ ფულზე.მანდ მერიიდანაც იქნებიან აუცილებლად გარეულები და ალბათ სამხარეო ფედერაციაშიც გაილოკეს თითები ზოგიერთმა.ქუთაისი პირველი კლუბი არ არის,რომელიც ასე შეახრამუნეს ვიგინდარებმა,თქვენც კარგად იცით,თქვენ მეზობელ ქალაქებში რამდენი გუნდი გააკოტრეს და გაისტუმრეს ქვედა ლიგაში.სქემა ალბათ ყველგან ერთია და თუ ქუთაისის ამბავს გაშიფრავთ,იქნებ იმათ დამაქცევრებსაც მოეთხოვოთ პასუხი.აი ეს კი,მართლაც კარგი საქმე იქნება და წაადგება ქართულ ფეხბურთს.მიდით,მიაწექით,მაგრამ რქებით და მუშტით კი არა,ტვინით და კანონის ძალით.
სოსო
26 აგვისტო 2019 20:59
23
ბატონო სოსო, თქვენი პირველი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, გაცილებით რიხიანი, დიდაქტიკური და შეურაცმყოფელი იყო ქუთაისლებისათვის , ვიდრე ეს მეორე. ეტყობა კარგად გადახედეთ თქვენს ნაწერს და მიხვდით, რომ ასე წერა არ შეიძლება. გარდა იმისა, რომ ფეხბურთის უცოდინარობაში დაგვადანაშაულეთ, ზოგადად, შეფარვით, ქვეტექსტებში გაუნათლებელნი და უკულტურონიც გვიწოდე. თუ როდესმე ყოფილხართ ქუთაისში და ჩაგივლიათ პირველი სკოლა- გიმნაზიის წინ მიხვდებით, თუ სად არ უნდა ეძებოთ ასეთი ხალხი, რომლებიც თქვენ ლაფში გაახვიეთ. ახლა, რაც შეეხება საქმეს, ასეთ რამეს ტორპედოს უკვე მეორედ უკეთებენ. ერთხელ ეს უკვე მოიხერხეს და რამოდენიმე წლით მოიშორეს ქვედა ლიგაში. ახლა, უნდათ იგივე გაიმეორონ. ეს არის ქართული ფეხბურთის ღალატი! ამბობთ ფედერაციასთან რა გინდათო! ფედერაცია არის ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო და რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, კარგი თუ ცუდი, ფედერაციას ყველაფერი ეხება და ყველაფერზე პასუხიმგებელი უნადა იყოს!!! არავინ ამბობს, რომ ჩაჩავას ვალები ფედერაციამ უნდა გადაიხადოსო, მაგრა უკომენტაროდ დატოვო ყველაფერი ის რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ამის უფლება არავის აქვს!!! თავად განსაჯეთ, დაშალეს ტორპედო, უფრო ადრე ზესტაფონი, ეხლა რა დღეში არიან რეგიონები საიდანაც ქართული ფეხბურთი საზრდოობს: ფოთი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, მარტვილი, და ა.შ. გაიხსენეთ ჩაწყობილი თამაშები, მოქრთამული მსაჯები და გეკითხებით არაფერი ვკითხოთ ფედერაციას??? ხელშეუხებლები არიან??? ასეთ საქმეებს სხვა უწყებებში ხელმძღვანელებს აპატიებენ???? ახლა მე გეკითხებით თქვენ, ეს თუ არა, აბა რა არის ფედერაციის საქმე?????!!!!!!
გიორგი
28 აგვისტო 2019 15:18
0
ნიკა,ჩემი სახელი სოსოა და არა სოსოია.თუ ჩემი პოსტები წაგიკითხია,ვერასოდეს,ვერავის პირად შეურაცხყოფას ვერ იპოვი მასში.არც ფედერაციის თანამშრომელი ვარ და არც საერთოდ სადმე დასაქმებული,მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და მესხი-მეტრეველის თამაშებიც კი მახსოვს,იმხელა სტაჟი მაქვს.მე ისიც კარგად ვიცი,რომ ტორპედოს,ბათუმის,ფოთის,ზუგდიდის ფეხბურთის გარეშე,ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება და მეც,როგორც ყველას ერთხმად მიყვირია,"სუდია პიდარასტ"დინამოს სტადიონზე.ფანმა კიდეც უნდა იყვიროს,ტაშიც უნდა დაუკრას და მსაჯზე დაწოლაც მოახდინოს,თუკი ძალიან "გაკრეჭავს",შეიგინოს კიდეც ხანდახან,მაგრამ ეს მხოლოდ სტადიონზე და ცხელ გულზე.საჯარო სივრცეში კი ასეთი მუქარა,დედას გიტირებთო,ყველა ქვეყანაში დასჯადი ქმედებაა.იმ პატარა ბიჭებმა შეიძლება ეს არ იციან,მაგრამ ასაკიანი და მცოდნე ხალხიც ხომ იქნებიან ფანკლუბში.რასაც შენ ამბობ,შერცხვენაზე და ვერ გამოსვლაზე,ეგეც მისაღებია და მე მაგის ჩემეული გზაც მივუთითე ჩემ პოსტში.გინებით,ვანდალიზმით ისედაც დამგრეულ ქვეყანას კიდევ უფრო რომ დააზარალებთ,მაგით იმ ფულის მჭამელებს რას დააკლებთ?ისევ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტიდან არ აღდგება ის დანგრეული?ან რითი იქნები იმ შემჭმელზე უკეთესი?მასაც ისევე ჰკიდია გუნდი და ქვეყანა,როგორც თქვენ დაიკიდებთ.კანონის გზა არის ერთადერთი სწორი საშუალება მაგისთანების დასჯისა და მაგას უნდა ეცადოთ.ჩაჩავა კობიაშვილის ახლობელიც რომ იყოს,თუ კანონის წინააღმდეგ მის მოქმედებას დაამტკიცებთ და ბოლომდე მიჰყვებით,მას ვერავინ უშველის და ამას გთავაზობთ სწორედ.დამნაშავე თუ დაისჯება,სხვა ადვილად ვეღარ გაბედავს იგივეს გამეორებას.ოთარაანთ ქვრივი გაიხსენე,რკინის ქალამანი რომ ჩაიცვა,ზარალზე ათჯერ მეტი დახარჯა,მაგრამ თავისი სიმართლე,მაინც გაიტანა
სოსო
27 აგვისტო 2019 22:38
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
34
21
6
7
36
69
34
20
7
7
26
67
34
11
11
12
5
44
34
11
9
18
1
42
34
11
8
15
-2
41
34
10
8
16
-37
38
34
9
10
15
-15
37
34
4
8
22
-31
20