"თუ "ტორპედო" ეროვნული ლიგიდან გავარდა, დედას გიტირებთ!" - ფანკლუბი

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბი "We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო" "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

აუცილებლად წაიკითხეთ ყველამ და გააზიარეთ.

თუ 31 აგვისტომდე "ტორპედოში" დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, "ტორპედოს" ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდა, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი, დაგვეშალა
გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა კაპიკი არ აუღიათ.

4 დღე გაქ, ჩაჩავა, ზუსტად 4 დღე !!! შენთვისვე აჯობებს, დღესვე გამოხვიდე ტელევიზიით და გააკეთო განცხადება, რო მოგვშორდი, თორე ამ გუნდის ელიგიდან გავარდნას არავინ გაპატიებს, რიკოთს აქეთ არ გამოგიშვებთ და სადაც არ უნდა იყო, მოგწვდებით.

ასევე მოვუწოდებთ ფედერაციას და მერიას, რო დროზე მოაშოროს ეს კაცი ამ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ცუდად დაამთავრებთ, ყველა ერთად ხართ შეკრულები და ამის დანახვა ძალიან მარტივია!!!

ეს გუნდი არ გავარდეს, თორე საშინელი ამბები დატრიალდება, გპირდებით. ეს არაა მარტო ერთი ადამიანის სიტყვები, ეს მთელი ქალაქის სიტყვებია!!!

4 დღე დაგრჩათ ყველას, არ უშველით გუნდს და ისეთ ბანერებს გაგიკეთებთ ელიგის თამაშებზე, უეფადან ჯარიმა ჯარიმაზე მოგივათ, დედას გიტირებთ სუ ყველას !!! ჩვენ თუ აღარ ვიქნებით, დასაკარგი აღარაფერი გვაქ, დედას გიტირებთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!".

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედო" 24 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ქუთაისლებს გუნდი როგორ დაუშალა ეს ჩაჩავაა თუ ვინაა თუ არ შეეძლო რას ბაქიბუქობდა ასე ვიზამ ისე ვიზამო,ტორპედო,რომ დაიშალოს მთელი ქართული ფეხბურთის სირცხვილია,ასეთი გულშემატკივარი როგორიც ქუთაისში არის მართლა არსად არ არის,ქუთაისის მერია კიდევ გინდ ყოფილა გინდ არა,არაფრის მაქნისები არ არიან,მონახეთ სასწრაფოდ მყიდველი,რომელიც იყიდის გუნდს,ანდაც უფასოდ გადაეცით გარანტიებით,რომ მოუვლის გუნდს,ფეხბურთი დღეს ბიზნესია,კერძო მფლობელი მოუვლის,აბა თუ სპონსორი იქნება მარტო სხვისი ფულის შეჭმას რა უნდა,დაამტკიცა ბატონო აგერ ზაალ ჩაჩავამ,უნიათო მერია,რატიმ არ შეისწავლედ ყველაფერი და ისე არ გადაეცით გუნდი,მარა დოლიაში იქნებოდნენ ეს ვირთხები,არ დამბლოკოთ,უკვე ნამდვილი ვირთხები დამიკავშირდნენ და პროტესტი გამოთქვენ ეს ვის შეგვადარეო არ იკადრენ ბატონო,აღარც სინდისია ამ ქვეყანაზე და აღარც ნამუსი,ქუთათურებო წარმატებებს გისურვებ და იმედი ვიქონიოთ მდგომარეობის გამოსწორების.
გოჩა
07:15 29-08-2019
0
უბრალოდ გამაგებინეთ რატომ დაბლოკეთ ჩემი კომენტარი!? ფედერაციას რომ შევეხე??? სიმართლე რომ ვთქვი ჩვენს ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე??? რაღა აზრი აქვს მაშინ კომენტარების კეთებას???!!!
გიორგი
20:53 27-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
30
19
5
6
34
62
30
19
5
6
26
62
30
11
7
12
3
40
30
10
7
17
0
37
30
8
11
11
1
35
30
8
10
12
-13
34
30
8
7
15
-37
31
30
4
6
20
-27
18