ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "ლოკომოტივი" და "სიონი" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში "ლოკომოტივისა" და "სიონის" მატჩი 1:1 დასრულდა.

ანგარიში 79-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ტვილდიანის გადაცემულ ბურთს ივანიშვილმა ბულისკერიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

86-ე წუთზე კი მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს - საჯარიმოდან სამურკასოვმა ჩააწოდა და კარის წინ ყველას შონიამ დაასწრო. ეს მიმდინარე პირველობაზე მისი მეექვსე გოლია.

"ლოკომოტივი" 37 ქულით მეოთხე ადგილზეა, "სიონი" კი 27 ქულით ბოლოსწინა, მეცხრეზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - სიონი 1:1
გოლები: 0"1 გიორგი ივანიშვილი (79), 1:1 თეიმურაზ შონია (86)

ლოკომოტივი
(4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, დათო კირკიტაძე (რევაზ ინჯგია 81), თორნიკე ძებნიაური, ბიძინა მახარობლიძე (შოთა შეყილაძე 64), ირაკლი სიხარულიძე (დავით ჯიქია 77)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

სიონი (4-2-3-1): ლევან ისიანი, გულვერდ თომაშვილი, ლაშა უგრეხელიძე (თორნიკე თარხნიშვილი 66), არჩილ ტვილდიანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ლევან ხმალაძე (კ), კახა კახაბრიშვილი (ბექა გვარაძე 76), რატი ცაცკრიალაშვილი, გიორგი ივანიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი (ჯაბა უგულავა 64)

მთ. მწვრთნელი:თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული