ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯიას" ჩუკვურას ლამაზი გოლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯიას" 1:0 მოუგო.

გამარჯვების გოლი "ტორპედომ" 72-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ცეცხლაძემ საჯარიმოსთან ჩააწოდა და ჩუკვურამ ბურთი თავით კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარე ისერგიშვილს გაუტანა.

შეცვლაზე შესულ მაქაცარიას 87-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი თავურით კარს ოდნავ ააცილა.

"ტორპედო" 38 ქულით მეოთხე ადგილზეა, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო "ვიტ ჯორჯია" 17 ქულით ბოლო, მეათეზე.

წყალტუბო. "26 მაისი"
ტორპედო - ვიტ ჯორჯია 1:0
გოლი: რაფაელ ჩუკვურა (72)

ტორპედო (3-4-2-1):
ლევან შოვნაძე, ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა (კ), გოდერძი მაჩაიძე, ცოტნე ნადარაია, რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა (გრიგოლ დოლიძე 46), თემურ ჩოგაძე (თამაზ ცეცხლაძე 63), თორნიკე კაპანაძე (დავით იონანიძე 84), ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ვიტ ჯორჯია (4-1-4-1): ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა ჯანელიძე (ლაშა ნანობაშვილი 69), ანდრო ნემსაძე, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ), ლუკა ვარძელაშვილი (ლუკა თათხაშვილი 81), ირაკლი ზარიძე, დიმიტრი ხუციანიძე (თამაზ მაქაცარია 58), ზურაბ მუსელიანი, თორნიკე მუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
torpedo kutaisi --------sak.pegburtis pederacia chachava-------1-0
KUTAISELI
22:17 31-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
27
17
4
6
24
55
26
17
3
6
31
54
26
11
6
8
8
39
26
7
10
9
3
31
27
7
9
11
-11
30
27
7
7
13
-11
28
27
7
6
14
-35
27
27
4
5
18
-24
17