ეროვნული ლიგა. XXVI ტური: ბათუმის "დინამომ" "რუსთავი" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "რუსთავს" 2:0 მოუგო.

სტუმრებმა პირველ ტაიმში გატანილი ორი უპასუხო გოლით პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი და უპრობლემოდ მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

ბათუმის "დინამო" 52 ქულით გალიდერდა, "რუსთავი" კი 29 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 ჯოვინო ფლამარიონი (19), 0:2 ვლადიმერ დვალიშვილი (23)

რუსთავი (4-4-2): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, ლუკა ნოზაძე, გიორგი თევზაძე (ნიკა ძალამიძე 65), გიორგი ვასაძე (ლაშა ლეჟავა 81), ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე, პაატა კიტეიშვილი (დათა
სიჭინავა 46), ლაშა ქოჩლაძე, ბექა ქავთარაძე, ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯამბულ ჯიღაური, ვალერიან თევდორაძე (ბენჟამინ ტეიდი 64), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ჯოვინო ფლამარიონი (გიორგი ჯანელიძე 89), ვლადიმერ დვალიშვილი (გაბრიელ რამოსი 72)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენგელიამ კონტრაქტი წლის ბოლომდე გაახანგრძლივა
ვასიკო
09:08 01-09-2019
0

სიახლეები პოპულარული