პირველ სექტემბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურის დასკვნით მატჩში "საბურთალომ" "ჩიხურას" 1:0 მოუგო.
პირველ ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ კოხრეიძემ გაიტანა - მან მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ მაღალ ბურთზე ჩიტეიშვილს აჯობა და თავურით დალაშქრა ჰამზიჩის კარი.
კომპენსირებულ დროში "ჩიხურას" შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ლექვთაძის გადაცემა რეხვიაშვილმა ვარდნაში ჩაჭრა და კარის წინ ეულად მყოფ კაპანაძეს გოლი არ გაატანინა.
"საბურთალო" 47 ქულით მესამე ადგილზეა, "ჩიხურა" კი 31 ქულით - მეექვსეზე.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ჩიხურა 1:0
გოლი: გიორგი კოხრეიძე (55)
საბურთალო (3-4-1-2): ლაზარე კუპტაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი (ოგნიენ როლოვიჩი 46), გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი (ლევან ყენია 61), გიორგი კოხრეიძე (ანტე გი 71), გიორგი გაბედავა
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (გიორგი ფანცულაია 75), ირაკლი კამლაძე, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი (ზურაბ კაპანაძე 78), ირაკლი ლექვთაძე, დემურ ჩიხლაძე (თორნიკე მუმლაძე 61), ბესო დეკანოიძე
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე