"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?

AutoSharing Option
ქუთაისის მერიამ კლუბ "ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო.

ამასთან დაკავშირებით, მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს "საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" ადმინისტრაციას.

კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი და მერია კლუბის დროებით პრეზიდენტს წარადგენს.

ამავდროულად, როგორც მერიაში გვითხრეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ქუთაისური კლუბის ბედი. უცნობია, გაიტანს თუ არა მას მერია აუქციონზე ან თუ არის კონკრეტული მსურველი.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის, საკრებულოს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრისას კლუბის გადაცემის პროცედურებთან
დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.

ქუთაისის მერი ასევე შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რათა "ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ითამაშოს.

altქუთაისის მერია, რომელიც კანალიზაციის პრობლემას ვერ აგვარებდა, კლუბის პრობლემების გადაჭრას როგორ შეძლებს?!

altქუთაისის "ტორპედო": ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ- ჯერობით ყველაფერი ნისლში არის ეს არის თეორია ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული სწრაფი ზომების მიღება.
ქუთაისელი-2
17:55 03-09-2019
0
ჯერ ზედმეტი წონა დააგდონ ტორპედოს ფეხბურთელებმა, კონტრშეტევაში სიჩქარით გარბენა ისწავლონ და მერე მოითხოვონ ნუნიები. ვინც ამის გამო მაგინებს, დაუბრუნდეს ათმაგი ჯანებში.
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული