"ტორპედო" ბოლო წუთებს ითვლის! - კლუბის ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ფან-კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" გუნდის უმწვავეს მდგომარეობაში ყოფნაზე კიდევ ერთხელ იუწყება და აქციას აანონსებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ტორპედო" ბოლო წუთებს ითვლის!

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი განცხადება გავავრცელეთ გუნდის ირგვლივ განვითარებულ ამბებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრესატამდე ეს მესიჯები გვიან მიდიოდა. ქალაქის მერია, რომელსაც ზაალ ჩაჩავასთვის კლუბის ჩამორთმევას ვთხოვდით, თვეები არ გვისმენდა. შემდეგ გვატყუებდა!

გვიან, მაგრამ მაინც მივედით იქამდე, რომ კლუბი მერიამ დაიბრუნა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილა. მას შველა სჭირდება!

ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში 3
თვის წინ მოვიდნენ, დღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათ. კვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც "ტორპედო" გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს.

მაგრამ... მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ჩვენსასაც!!!

ფეხბურთელები აცხადებენ, რომ მიუხედავად კლუბისადმი დიდი პატივისცემისა, ბევრი პრობლემა დაუგროვდათ, რის გამოც იძულებულნი ხდებიან, ვარჯიშებზე უარი თქვან. უკვე თვეებია გაურკვევლობაშია კახა ჩხეტიანიც. ფეხბურთელებთან საუბარი ყოველთვის მას უწევს...

როგორც კახა ჩხეტიანმა გვითხრა, მას უკვე ფეხბურთელებთან საუბრისაც კი რცხვენია, აღარ იცის, რა უთხრას და პრობლემას საკუთარ თავში ხედავს - ეტყობა, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვუშლი ხელს კლუბის განვითარებას და წავალ მეც მაშინო...

ამას არ დავუშვებთ! აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ!

გადავწყვიტეთ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე შევიკრიბოთ ქალაქის მერიასთან და მოვითხოვოთ ნებისმიერი გზით კლუბისთვის საჭირო თანხის გამონახვა. ვინაა დამნაშავე მომხდარში, ვინ რას უცდის და ა.შ. ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს! მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - "ტორპედო" უნდა გადარჩეს, გააგრძელოს არსებობა და იყოს წარმატებული კლუბი.

ქუთაისს "ტორპედო" სჭირდება. "ტორპედოს" გარეშე ჩვენს ქალაქში ფეხბურთი მოკვდება...

მოგიწოდებთ ყველა გულშემატკივარს, ვისაც გული შეგტკივათ "ტორპედოზე", 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან!

მოგიწოდებთ ყველა მშობელს, ვისაც პატარა ფეხბურთელები გეზრდებათ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან და დაიცავით ის მომავალი, რომლებსაც თქვენს ბავშვებს ართმევენ!

მოგიწოდებთ ყველა ქუთაისელს, ვისთვისაც ეს ქალაქი და მისი ღირებულებები მნიშვნელოვანია, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მოდით მერიასთან.

ქუთაისს "ტორპედო" სჭირდება. "ტორპედო" ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება!

გელოდებით, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე მერიასთან!

ვინც ნახავთ ამ პოსტს, ყველამ გააზიარეთ, ძალიან გთხოვთ, რა", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ai xo xedavt namdvili tbiliselebi mxars gvichers da xvdeba kvela normarulad moazrovne kaci ro torpedos gareche erovnuli liga azrs dakargavs, torpedo kutaisis erterti nateli certilia, romelsac mteli kutaisi uprtxildeba, chatvalet kutaiss artmevt kvelaze zvirpas girebulebas, da arc ipikrot , cagvartvat is rac ase zaan gvikvars kutaislebs, ritic cocxlobs kalaki da tamachidan tamachande xalxi elodeba tavisi sakvareli gundis tamachs, torpedos tamachebze ssrks droidan davdivar da piradad chemtvis es gundi bevrs nichnavs, azrs dakargavs torpedos stadioni agar ikneba pegburti da momavali taoba motivacias dakargavs da interess pegburtis mimart, es kvelaperigaitvaliscinon pegburtis bosebma, da ar dauchvan imeretis kvelaze didi gundis chazirva, es arapels kais arc pederacias arc mtavrobas arc kutaisis merias kargs ar moutans da es agresiulad dagibrundebat ukan bumerangivit, amitom saidanac gindat gamoukavit gunds is 2 milioni lari romlis gulistvisac amxela ambavia atexili.kutaiss chescevs zala es tanxa gamonaxos , mondomebaa sachiro rasac meriis mxridan ver vxedavt.
KUTAISELI
10 სექტემბერი 2019 12:14
0
რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ, ანუ ჩემმა და სხვა მოქალაქეების ჯიბემ, გინდ ტორპედო და გინდა სხა რომელიმე კლუბი? მე არ ვარ თანახმა, რომ როგორც მოქალაქემ ამაში ფული ვიხადო
გიორგი
11 სექტემბერი 2019 00:14
3
ნაციონალიხარ,ბოკერიას და მიშას დაძახილზე რომ დარბიხარ არ ტეხავს
giorgis
11 სექტემბერი 2019 02:18
1
pederacia gvebrzvis kutaislebs, achovia tavis zmakac chachavas puli da axla dachlis torpedos ro dakargos mosakitxi gzebi, ar ikneba gundi, ar ikneba problemebi, nacadi xerxia, titkmis kvela sakitxi ase ckdeba sakartvelochi, kutaisis merias vin kitxavs rames saertod rasac etkvian zevidan imas gaaketeben, da zevidan torpedos xelpasi daurigeto aravin itkvis, am restornebis sakeipo puli ki akvt gamokopili da saamuria cxovreba, archevnebamde , mere caagebt bichebo icodet kutaisi archevnebi ocnebas cagebuli ak im chemtxvevachi tu torpedo agar ikneba, kargat daimaxsovret .
KUTAISELI
10 სექტემბერი 2019 09:47
3
აუჭედეთ მერიის კარი მაგ უსაქმურები, და საერთოდ ეს რა ფარჩაკი მთავრობა გვყავს. ყველა სფეროში იპარავენ მიდი მოვდივარ
გიორგი გორგაძე
12 სექტემბერი 2019 02:15
0
ტორპედო კი არა და სამხედრო პენსიონრებს მოუმატეთ პენსია თუ სახელმწიფო ხართ
mgeli
11 სექტემბერი 2019 21:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული