"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

AutoSharing Option
ჩვენ არაერთხელ დავწერეთ ქუთაისის "ტორპედოში" არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა ახლა გვსურს წარმოგიდგინოთ ფაქტი, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ზოგიერთი თანამშრომელი.

ეს მიმოწერა "ტორპედოს" ქომაგსა და ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს შორის შედგა. კლუბში დასაქმებულ პირს 7 თვეა ხელფასი არ აუღია, არათუ კომუნალურების, არამედ საჭმლის ფული არ აქვს და უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფება. შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.

Sportall.Ge

ჩვენ ვთხოვეთ ამ ადამიანს ღიად ესაუბრა, თუმცა ამ ეტაპზე უარი გვითხრა.

ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ კლუბში არსებული სიტუაცია დალაგდება და ქუთაისური გუნდი ისევ ისე გააძლიერებს ეროვნულ ლიგას.

"ტორპედოს"
ქომაგები აქამდეც ღიად საუბრობდნენ კლუბში დასაქმებული ადამიანების გასაჭირზე. ამავდროულად, გაუსაძლის მდგომარეობაში არიან ბაზაზე მყოფი ფეხბურთელებიც, რომლებმაც 14 სექტემბერს პრესკონფერენცია დანიშნეს და გადაწყვიტეს, ყველაფერზე ღიად ისაუბრონ.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, ფანების მოთხოვნით, ქუთაისის მერიაში შეხვედრა შედგა, სადაც ქალაქის მერმა ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სარჩელს ხელი მოაწერა. თუმცა კონკრეტული დაპირებები ჯერ კიდევ ვერ გაიცა. მიზეზად მერია კლუბში არსებულ 3-მილიონიან დავალიანებას და კანონმდებლობას ასახელებდა.

altხმაურიანი შეხვედრა მერიაში - "ჩაჩავა "ტორპედოში" ხელფასის სახით 52 ათასსაც იღებდა" [VIDEO]

altკახა ჩხეტიანის 3 წელი "ტორპედოში" - მძიმე ვითარებაშია, თუმცა არ ნებდება!

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაჩავა თუ მართლა 52000 ლარს იღებდა ხელფასს, დირექტორი კიდევ 20 000 და ახლა უბრალო თანამშრომლებს პურის ფული უჭირთ მაშინ მართლა აღარ ყოფილა სამართალი!
Irakli
18:54 13-09-2019
0
ეს ჩაჩავა რომ არაფრის გამკეთებელი იყო, თავიდანევ ეტყობოდა. საერთოდ ვინ არის...
კაპიკებად ჩააბარეს გუნდი და როგორც ჩანს 3 თვეში უკვე ამოუღია ჩადებული ფული და მერე მოგებაზე გასულა, რა ტორპედო რის ტორპედო...
ირაკლი
19:55 13-09-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული