ერთადერთი, ვინც კლუბის გადარჩენას აქტიურად ცდილობს, ეს "ტორპედოს" ქომაგები არიან, რომელთაც 11 სექტემბერს მერიის წინ აქცია გამართეს, რაც საბოლოოდ ქუთაისის მერთან, გიორგი ჭიღვარიასთან შეხვედრით დასრულდა.
ქუთაისის მერის თქმით, მას არსებული ბიუჯეტი და კანონმდებლობა კლუბის დაფინანსების საშუალებას არ აძლევს. ამავდროულად, მან შეხვედრისას ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოში შესატან სარჩელს ხელი მოაწერა.
მისი თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს,
რომ ფეხბურთელებს რაიმე სახით ჯიბის ფული მაინც გაუჩნდეთ. მერმა ამავდროულად ფანკლუბის წევრ ლევან ფილიპაშვილს დირექტორის მოადგილედ დანიშვნა შესთავაზა და არსებულ პროცესებში უშუალოდ მონაწილეობა.
კლუბის ამჟამინდელი დირექტორის, თეიმურაზ ჩეჩელაშვილის თქმით, 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, "ტორპედოში" ვალი 3 მილიონი ლარია. ამას გარდა, ჩაჩავას მერიის ვალი აქვს 170 ათასი ერთი და 80 ათასი - მეორე. ამავდროულად, მისი თქმით, კლუბში ძალიან დიდი ხელფასები იყო და ეს ეროვნულ ლიგაში არსებული ფეხბურთელების ხელფასებს მკვეთრად აღემატებოდა.
შეხვედრისას ერთი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი, რაც ზაალ ჩაჩავას ხელფასს ეხება კლუბში. როგორც მერიის წარმომადგენლებმა თქვეს, თავიდან ზაალ ჩაჩავას კლუბში 8 700 ევრო ჰქონდა ხელფასი, რაღაც პერიოდის შემდეგ კი 52 000 ლარამდე თანხასაც კი იღებდა ხელფასის სახით. კლუბის დირექტორ მამუკა მოსიაშვილს კი 18-დან 20 ათასამდე ჰქონდა ხელფასი.
პრობლემის გადაჭრის მიზნით ქუთაისის მერია და კლუბის ფანკლუბი პარასკევს ფეხბურთის ფედერაციას შეხვდებიან. მანამდე კი, "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ, კლუბი შეიძლება მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვოს.
მერიაში შეხვედრის მიმდინარეობას უფრო ვრცლად შეგიძლიათ ტელეკომპანია "მეგა tv"-ის სიუჟეტში გაეცნოთ.
"ტორპედო" ბოლო წუთებს ითვლის! - კლუბის ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს
"ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო - რა ხდება ქუთაისური კლუბის გარშემო?