რეგიონში მხოლოდ სომხეთს ვჯობნით - სად რამდენი ადამიანი ესწრება ლიგის მატჩებს?

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატში ყოველი ტურის შემდეგ მაყურებლებს ითვლიან და სპორტული გამოცემა kazfootball.kz შედეგებს აქვეყნებს.

მაგალითად ბოლო ტურში ექვს შეხვედრაში 29 300 მაყურებელი დათვალეს, ყველაზე მეტი დასწრება "აქტობე" - "ატირაუს" მატჩზე იყო 10 000 ადამიანი, ყველაზე ცოტა "ასტანა" - "შახტიორის" შეხვედრაზე 3 500 ადამიანი. საშუალო დასწრება - 4 833 ადამიანი. 

სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია soccerway.com-ის მონაცემებს დავეყრდნოთ, რომელიც მეტწილად არაზუსტია და უფრო მეტ რაოდენობას აჩვენებს ვიდრე არის. ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მაჩვენებელი დაახლოებით ასეთია:

  • სიონი
    - საბურთალო 300 კაცი
  • ჩიხურა - ტორპედო 400 კაცი
  • დილა - რუსთავი 1 650 კაცი
  • ბათუმის დინამო - ლოკომოტივი 3 500 კაცი
  • ვიტ ჯორჯია - თბილისის დინამო 300 კაცი

ჯამში ეროვნული ლიგის მატჩებს დაესწრო 6150 კაცი, საშუალო დასწრება 1 230 კაცი. გარკვეული მატება ციფრებში იქნებოდა, თუ "ტორპედო" შინ ითამაშებდა.

რა ხდება ჩვენს სამეზობლოში?

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ჩატარდა 4 მატჩი.

  • სუმგაითი - ზირა 1 400 კაცი
  • საბაჰი - გაბალა 1000 კაცი
  • კეშლა - სებაილი 400 კაცი
  • ყარაბაღი - ნეფთჩი 7 000 კაცი

რაოდენობა გაიზრდებოდა "სებაილს" რომ სახლში ეთამაშა. ჯამში მატჩებს დაესწრო 9 800 კაცი, საშუალო დასწრება 2 450 ადამიანი.

სომხეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ხუთი მატჩი გაიმართა.

  • ერევანი - ლორი 500 კაცი
  • ურარტუ - არარატ-არმენია 620 კაცი
  • პიუნიკი - ალაშკერტი 200 კაცი
  • არარატი - ნოე 500 კაცი
  • შირაქი - განძასარი - ამ თამაშზე მონაცემები არ წერია, "შირაქის" შეხვედრებზე დაახლოებით 800 კაცი ფიქსირდება.

ჯამში დასწრება გვაქვს 2 620 კაცი, საშუალოდ 524 ადამიანი.

რა უნდა შევცვალოთ?

მეზობლად თურქეთიც გვყავს და რუსეთიც, თუმცა მათ ჩემპიონატებთან გათანაბრება დღევანდელი გადმოსახედიდან შეუძლებელია. მაგალითად რუსეთში საშუალო დასწრება 19.499 ადამიანს შეადგენს, ყველაზე მეტი ადამიანი "ზენიტის" მატჩებზე დადის საშუალოდ 47.802 კაცი.

რაც შეეხება თურქეთს საშუალო დასწრება 15.625 ადამიანს შეადგენს, ყველაზე მეტი "გალათასარაის" შეხვედრებზე დადის , საშუალოდ 40.505 კაცი.

ეროვნული ლიგის კლუბების ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგები მაყურებლის რაოდენობაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. ძნელია გულშემატკივარს რაიმე დააჯერო, როცა საერთაშორისო არენაზე არაფერს წარმოადგენ.

ამავდროულად ჩემპიონატში დედაქალაქურ კლუბებებს, ძალიან მცირე რაოდენობის ქომაგი ჰყავს. მომავალ სეზონში კი თბილისური კლუბების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, მაგალითად თბილისის "მერანი" და "შევარდენი", ორივე კლუბს აქვს უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი. თბილისური კლუბების თავკაცები, საერთოდ არ ზრუნავენ ქომაგთა რაოდენობის გაზრდაზე და ეს ეროვნული ლიგის დონეს კიდევ უფრო ქვემოთ მიაქანებს.

რეგიონებში დასწრება ბევრად უკეთესია, ეს ძირითადად კუთხური პატრიოტიზმით განისაზღვრება და მაყურებელთა რაოდენობაც შედარებით ბევრია. მაგრამ ამავდროულად, რეგიონებშიც შეინიშნება კლება, ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული - შედეგები, კლუბში არსებული სიტუაცია, ადგილობრივი ფეხბურთელების ან ლეგიონერების ხარისხი და ა.შ.

ერთადერთი კლუბი, რომელიც ქომაგების მოზიდვაზე მუშაობს და შედეგიც აქვს, ეს ბათუმის "დინამოა" რომლის ბაზაც გულშემატკივრებით მუდმივად სავსეა. როდესაც კლუბს ახალი სტადიონი ექნება, მოსალოდნელია მაყურებელთა კიდევ უფრო მზარდი რაოდენობა, თუ რა თქმა უნდა კლუბის შედეგები ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს.

სხვა რეგიონალურ კლუბებს კი აუცილებლად მართებთ ადგილობრივი გულშემატკივრების შენარჩუნება, ამისთვის მეტი საზოგადოებასთან ურთიერთობაა საჭირო და ამ მხვრივ მუშაობა.  ამისთვის კი აუცილებლად საჭიროა პიარი (PR) ჩაბარებული ჰქონდეს პროფესიონალებს და არა შემთხვევით შერჩეულ ადამიანებს.

alt ეროვნული ლიგა. XXVII ტური: თბილისის "დინამოს" გამარჯვება და ნინუას სუპერგოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი რამე დარწმუნებით ვიცი და ნურავინ მომედავება:ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი დასწრებით,მოყოლებული თავიდან.დააკვირდით სულერთია ვინ ჩამოდის სათამაშოდ ტრიბუნა ყოველთვის სავსეა.კი ბატონო შეილება არ ეტევა ამ ტრიბუნაზე ბევრი ადამიანი მაგრამ ტრიბუნის გარეთ თითქმის ერთი იმდენი კაცი უყურებს თამაშს,რაც დაახლოებით 3500-4000 კაცია.კიდევ ერთი ფაქტორი:ბევრს არ შეუძლია მთელი 2 საათი და მეტი ფეხზე დგომა და ამის გამო ვერ მიდის სტადიონზე,როცა სტადიონი მზად იქნება ნახავთ თუ 7-8-10 000 კაცი არ დაესწრება მატჩებს.ბათუმში მართლაც განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი.
ქობულეთიდან
17:46 19-09-2019
0
8 000 არა 40 000 კაცი დადის კიდევ რავა აშტერებენ ხალხს......მაგაზე ორჯერ მეტი მართლა დადიოდა ხალხი ქუთაისში ბრატ
ქუთაისელი
09:55 18-09-2019
11

სიახლეები პოპულარული