კიდევ ერთი ტრაგიკომედია "ტორპედოში" - უეფას თანხას ბანკი წაიღებს...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ამავდროულად, საქართველოს თასის მეოთხედფინალშია და ამ კლუბს კვლავ აქვს შანსი, ევროტურნირების შესარჩევში მოხვდეს. მაგრამ რა უნდა იქ, თუ კლუბი, ფაქტობრივად, არ არსებობს და დაშლის პირასაა?

"ტორპედოში" კიდევ ერთი ტრაგიკომედია ვითარდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლუბს მალე ევროთასების შესარჩევში მოპოვებული თანხა, 240 000 ევრო უნდა დაერიცხოს, მაგრამ ეს ფული ფეხბურთელების ხელფასებში არ წავა.

კლუბს სამი მილიონი ვალი აქვს და უეფასგან დარიცხული ფული სესხის თანხას გამოაკლდება, ხოლო ფეხბურთელები კვლავ გაურკვევლობაში დარჩებიან. 

დგამს თუ არა რაიმე ქმედით ნაბიჯს ქუთაისის
მერია, რომ რაიმე სახით მოლაპარაკებები აწარმოოს ამ ფულის შესანარჩუნებლად? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და ჩვენი მცდელობა მათგან პასუხის მიღებისა, უშედეგოდ დასრულდა. ალბათ, საჭიროა მერიის წინ აქცია, რომ ყურადღება მოგაქციონ...

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

altლევან კობიაშვილი "ტორპედოს" შესახებ: არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კლუბში თანხები გაჩნდეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ე ბიჯო კობიაშვილო, ხან ვინცხა დანიშნული მივაო, ის მოიტანს ფულსო,ესაო და ისაო,რეებსა რომ აცხადებ კაცო? თუ ასე მაგარი ხარ მიდი ეროვნულ ბანკში გამოიტანე ქეშად 5 მილიონი ლარი და მიეცი ტორპედოს, ეს არც ლარის კურსს დაეტყობა და არც ინფლიაციას, სამაგიეროდ კლუბი გადარჩება.

ისე კი ქუთაისის მერიას რომ სძინავს, ადგეს და გამოაცხადოს გულშემატკივრებში ტორპედოს გადარჩენის და ფინანსური უზურნველყიფის პროგრამების კონლურსი. ეს კონკურსი იმიტომაა საჭირო რომ ესენი ამ კლიუბს პატიოსნად გაყიდვას არ უპირებენ, ისევ აქვთ ზოგიერთებს შანსები სახელმწიფო კლუბის ფული ხერხონ....
artanuj
12:30 27-09-2019
6
ქუთაისში ფეხბურთი კიდიათ.1000 კაცი დადიოდა ქუთაისის თამაშებზე,თბილისის დინამოსთან თამაშზე დადიოდა მრავლად ხალხი მხოლოდ.როცა გუნდს გაუჭირდა და მხარში დგომა დაჭირდა კლუბს მხოლოდ 50 კაცი გავიდა.კლავიატურით ყველა მაგარია საქმე საქმეზე რო იყოს არავინაა ხმის ამომღები ქუთაისში.გთხოვთ ნუღარ მოგვარეთ თავი ესეთი სტატიებით.
არ დამიბლოკავთ ტექსტს იმედია
გიო
15:37 26-09-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული