fcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს - დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები - შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში - 75-ე წუთამდე თავისი საქმე "გააკეთა", მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკ
არა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "საბურთალოს" სასარგებლოდ. მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო.

ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს "საბურთალოს" კარში, რომ "დინამოს" თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში - არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე "ჭკვიანურად" მსაჯობდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ "საბურთალოს" მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია, გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ "სამეულს" ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად "საბურთალოს" საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერესს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე. რაც შეეხება მატჩს - ვიდრე "საბურთალო" კაცნაკლული დარჩებოდა, მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამოს" კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ…

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 49 /
პირველრიგში ამგუნდს დისციპლინის პრობლემა აქვთ და სუფთად ვერთამაშობენ ევრო ტურნირებზეც მსაჯები გერჩოდნენ? ყველა თამაშზე ბარათების კოლექცია რო გქონდათ?! რაცშეეხება ამთამაშს სანდოხაძემ ბოლოიმედის ჯარიმა აიღო ერთი ერთზე იყო დინამოელი და გამეორბაზეც კარგად ჩანდა რო ხელით გააჩერა შემტევი.. ეგ პირდაპირ წითელი ბარათით ისჯება ყველგან... რაც შეეხება ენალტს.. ირველრიგში ის კომენტატორია დასასჯელი მაგან დაიწყო მაგის ლაპარაკი გინდათუარა არიყო პენალტიო პირველად ვნახე ესეთი პენალტი დანიშნულიო.. ესეიგი ეგ ადამიანი ან ნორმალურ ჩემპიონატებს არუყურებს მიტუმეტეს როცა ვარის სისტემა არიყო დანერგილი ესეთი პენლები ძალიან ხშირადიდებოდა და დიდი ალბათობით ვარის შემთხვევაშიც დადებდა მანდ პენალტს.. ბურთი სად მიდიოდა რამნიშვნელობა აქ ხელი კრა მცველმა შემტევს თუარვცდები მალი იყო ანუ თამაშის წესი დაარღვია საჯარიმოში ..ესეიგი პენალტია .. მე ის უფრო გამიკვირდა ბარათ რო არუჩვენა.. მგონი მაგისთვისაც მეორეიქნებოდა და პირიქით დაინდო.. ისეკიდევ ბევრ ლაპარაკს მოშვათ ჯობია და ფეხბურთი ითამაშოთ ბოლოსდაბოლოს ამხელა სირცხვილი გვაჭამეთ მთელ ქვეყანას ვიღაც არარატ არმენიასთან რომელმაც დუდელანჟთან წააგო და მაგ დუდელანჟს დღეს ყარაბახმა ბურთი თავზე გადაახია ...
გიო
04 ოქტომბერი 2019 09:22
3
არარატთანაც მსაჯებმა წააგებიეს...
juzepe
04 ოქტომბერი 2019 07:43
1
ყრუაშვილს და ხორავას ჩაუწყვიათ ეგ თამაში.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:09
1
პენალტი გასაგებია, წითელი ალბათ უფრო სადაოა! მეტი სხვა არაფერი სჩანდა ამ ვიდეოში. ჩემი აზრით ასეთი განცხადებით რომ გამოდიხარ უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებაა საჭირო ვიდრე ეს ვიდეოა.
Irakli
03 ოქტომბერი 2019 23:29
4
ათწლეულები გავა და საბურთალო, მაინც "არარატთან" თამაშით ემახსოვრება გულშემატკივარს, სამწუხაროდ
goga
04 ოქტომბერი 2019 10:57
3
ერევანთან ვისთან დამარცხდა -ყომართან. ასე რომ მარტო შენ ხომარ უნდა იყომარო .სხვებმა რა დააშავეს.
გრიგოლ1408
03 ოქტომბერი 2019 23:28
4
იმედია ფედერაცია დასჯის კლუბს ამ საქციელის გამო
03 ოქტომბერი 2019 22:40
6
კლუბს თუ მსაჯს?ძალიან საეჭვოვო,რბილად ნათქვამი მგონია.ყოველ შემთხვევაში რაც აქ ჩანს.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 23:07
16
არაკომპეტენტური და ,,არაუშავს" კომენტატორების ბრალია ყველაერი.ბოდიში მაგათ აქვთ მოსახდელი.დინამოს გოლი რომ არ ჩაუთვალეს,ზუსტად ანალოგიური იყო პენალტიც.ქიმაძე ერთიერთზე გადიოდა და იყო მეორე ყვითელი და სამართლიანად გააგდო.მალიც უდა გაეფრთხილებინა პენალტის დანიშვნისას.
ჯუბა
04 ოქტომბერი 2019 10:13
6
თქვენ ჩემო ძმაო თვითკრიტიკა არა გაქვთ? სანდოხაძე ყველა შემთხვევაში გასაგდები იყო 21წუთზე ყვითელი ჰქონდა,მსაჯმა კი წითელი იმიტომ უჩვენა რომ ეპიზოდი შეაფასა როგორც ბოლო იმედის ჯარიმად.უნდა მოგვეგო თამაშიო,მომენტები გვქონდაო,კი ბატონო გეთანხმებით უნდა მოგეგოთ,თუ ყრუაშვილი მაგ მომენტებს გოლებად აქცევდა და ჰეთრიკს შეასრულებდა. ზემოდან კი ერთ კარგ მაკრატელასაც დააყოლებდა და საბოლოო ჯამში პოკერს გაიფორმებდა.ალბათ ევრო ტურნირიდან გამოვარდნა მსაჯების ბრალია,იქაც გქონდათ მომენტები,მაგრამ პენალი თქვენ კარში დაინიშნა.სირცხვილია!
ilo
04 ოქტომბერი 2019 09:55
4
თქვენ ხართ უსირცხვილო და ნამუს გარეცხილი ხალხი, ყრუაშვილი უეფამ დააფასა და დააწინაურა საბურთალოსთვის თუ არაკომპეტენტურია საერთოდ არ აინტერესებს გიოს და იმედია არც ფედერაციას. ამ სტატიისთვის უნდა დაისაჯის საბურთალო.
jigari
04 ოქტომბერი 2019 17:11
8
უსირცხვილო და უნამუსოს გარდა, დიდი უტვინოებიც ყოფილან საბურთალოს მესვეურები. ეს მეორედ გაიჩალოჩეს ხალხის ზიზღი. გონიათ დაგვავიწყდა მათი უნამუსობა და არ იციან რომ იმ ლაქას მინიმუმ 30 წელიც არ ეყოფა ჩამოსარეცხათ. ვითომ ტყუილად დადო პენალტი ან კაცი ყვითელი ბარათის შემდეგ, ბოლო შანსის ჯარიმაზე ტყუილად გააგდო? ატანა არა მაქვს ამ გუნდისა. არ მეგონა თუ ასე როდისმე ქართული გუნდი შემძულდებოდა.
Geo_Dinamo
04 ოქტომბერი 2019 21:51
3
ეს გუნდი წესით უნდა დაეშალათ თუ ნამუსი აქვთ
dvalishvili lado
04 ოქტომბერი 2019 11:51
6

სიახლეები პოპულარული