ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ქუთაისის "ტორპედო" "საბურთალოსთან" მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება

AutoSharing Option
მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი "ტორპედო" "საბურთალოსთან" ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება. ამის შესახებ განცხადება კლუბმა "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" XXXI ტურის ფარგლებში, “საბურთალოს” უმასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.

რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან".

ასევე დაგაინტერესებთ