ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"კატასტროფული მდგომარეობაა. წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა უეფაში გვიჩივლა და კლუბმა, შესაძლოა, ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს...
ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს, დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდში დაუდგება და დაეხმარება.
ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს: როცა კლუბი აღმავლობის გზაზეა, ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროტურნირებისთვის 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას საჭიროებს, სწორედ მაშინ იშლება უცებ ყველაფერი... ალბათ მთელ მსოფლიოში მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება... სამწუხაროდ, მოხდა ჩვენთან!", - თქვა ჩხეტიანმა კლუბის "ფეისბუქ-გვერდთან" საუბარში.