ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
ქუთაისის "ტორპედოს" თბილისის "საბურთალოსთან" გამართული მატჩის განაცხადში 13 წლის მეკარე ჰყავდა - სოსო კოპალიანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ქუთაისელთა გუნდის უმაღლესი ლიგის განაცხადში მოხვდა.
"ტორპედოს" რიგებში 15-16 წლის ახალგაზრდები ჭარბობდნენ და 18-კაციანი სამატჩო განაცხადიდან მხოლოდ 7 ფეხბურთელი არის სრულწლოვანი.
მოგეხსენებათ, მეორე გუნდიდან "ტორპედოს" ფეხბურთელების დამატების უფლება არ ჰქონდა და კახა ჩხეტიანი იძულებული იყო მოთამაშეები ახალგაზრდული გუნდიდან გამოეყვანა მოედანზე.
სად უნდა ივარჯიშონ? ან სად უნდა იმუშაონ? სტროიკაზე ალბათ ხო ? მე როგორც ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი გული მტკივა რო ჩვენს თვალწინ ტორპედო იშლება (იშლება რა დაშლილიც ასეტი მინახავს) მთავარია გუნდმა არსებობა არ შეწყვიტოს თორე ეს უკვე ქართული ფეხბურთის ტრაგედია იქნება(((
გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და ამ გაჭირვებიდან ამოსვლას როგორც კლუბს ისე ქუთაისელებს