ფოტო: facebook.com/FCChikhura/
დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" "რუსთავს" ივანწმინდაში უმასპინძლა და 95-ე წუთზე გიორგი კორიფაძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-4 წუთზე სეზონში მეორე გოლი გაიტანა ლაშა ჩიკვაიძემ. სტუმრებმა კი, 27-ე წუთზე გაათანაბრეს. ჩიკვაიძემ საკუთარ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები და პენალტი ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა. ტაიმის ბოლოს რუსთაველები წინ გავიდნენ - ლუკა სილაგაძემ 45-ე წუთზე შეაგდო და "გასახდელში გაატანა" ბურთი "ჩიხურას".
თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრეს მასპინძლებმა. 49-ე წუთზე ზუსტად გიორგი ფანცულაიამ დაარტყა და ანგარიში 2:2 გახდა. თამაშის ბოლომდე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გატანა ვერცერთმა მოახერხა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 94-ე წუთზე ნიკა ძალამიძესთან ორთაბრძოლაში საჯარიმოში მიშიკო სარდალიშვილი წაიქცა, მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ, რომელიც ძალიან ახლოს იმყოფებოდა მომენტთან, მცირე ყოყმანის შემდეგ პენტალი დანიშნა და გიორგი კორიფაძემ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა - 3:2.
თამაშის დასრულებისთანავე შეხვედრის მთავარი არბიტრის მიმართ გინება და მუქარა გაისმა. მოვლენები კარდს მიღმა იყო დარჩენილი და მხოლოდ გინება და სიტყვიერი კამათი ისმოდა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ჩიხურამ" 38 ქულა მოაგროვა. საჩხერელელები 5 ქულით ჩამორჩებიან ევროპა ლიგის ზონაში მყოფ "ლოკომოტივს" და 4 ქულით ასწრებენ თავიან დღევანდელ მეტოქეს. "რუსთავს" 34 ქულა აქვს და პლეი-ოფის ზონაში გახლავთ.
საქართველოს ეროვნული ლიგა, 31-ე ტური
საჩხერის "ჩიხურა" - "რუსთავი" 3:2
1:0 ჩიკვაიძე (4), 1:1 ქავთარაძე (16, პენ.), 1:2 სილაგაძე (45), 2:2 ფანცულაია (49), 3:2 კორიფაძე (90+5, პენ.)