გინება და გაწევ-გამოწევა ივანწმინდაში - "ჩიხურამ" 95-ე წუთზე გატანილი პენალტით "რუსთავი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" "რუსთავს" ივანწმინდაში უმასპინძლა და 95-ე წუთზე გიორგი კორიფაძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - მე-4 წუთზე სეზონში მეორე გოლი გაიტანა ლაშა ჩიკვაიძემ. სტუმრებმა კი, 27-ე წუთზე გაათანაბრეს. ჩიკვაიძემ საკუთარ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები და პენალტი ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა. ტაიმის ბოლოს რუსთაველები წინ გავიდნენ  - ლუკა სილაგაძემ 45-ე წუთზე შეაგდო და "გასახდელში გაატანა" ბურთი "ჩიხურას".

თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაათანაბრეს მასპინძლებმა.
49-ე წუთზე ზუსტად გიორგი ფანცულაიამ დაარტყა და ანგარიში 2:2 გახდა. თამაშის ბოლომდე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გატანა ვერცერთმა მოახერხა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 94-ე წუთზე ნიკა ძალამიძესთან ორთაბრძოლაში საჯარიმოში მიშიკო სარდალიშვილი წაიქცა, მატჩის მთავარმა არბიტრმა ჯენერი ხორავამ, რომელიც ძალიან ახლოს იმყოფებოდა მომენტთან, მცირე ყოყმანის შემდეგ პენტალი დანიშნა და გიორგი კორიფაძემ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა - 3:2.

თამაშის დასრულებისთანავე შეხვედრის მთავარი არბიტრის მიმართ გინება და მუქარა გაისმა. მოვლენები კარდს მიღმა იყო დარჩენილი და მხოლოდ გინება და სიტყვიერი კამათი ისმოდა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ჩიხურამ" 38 ქულა მოაგროვა. საჩხერელელები 5 ქულით ჩამორჩებიან ევროპა ლიგის ზონაში მყოფ "ლოკომოტივს" და 4 ქულით ასწრებენ თავიან დღევანდელ მეტოქეს. "რუსთავს" 34 ქულა აქვს და პლეი-ოფის ზონაში გახლავთ.



საქართველოს ეროვნული ლიგა, 31-ე ტური


საჩხერის "ჩიხურა" - "რუსთავი"  3:2


1:0 ჩიკვაიძე (4), 1:1 ქავთარაძე (16, პენ.), 1:2 სილაგაძე (45), 2:2 ფანცულაია (49), 3:2 კორიფაძე (90+5, პენ.)


altეროვნული ლიგა. XXXI ტური: "ჩიხურა" - "რუსთავი" [LIVE]


მკითხველის კომენტარები / 1 /
სასწრაფოდ უნდა ვუჩივლოთ ფეხბურთის ფედერაციას რატომ არ არის მანდ დაგებული ახალი მინდორი.
ddgfdf
18:25 20-10-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული