ეროვნული ლიგა. XXXII ტური: "სიონმა" მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს ბოლნისში "სიონმა" ეროვნული ლიგის 33-ე ტურში საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე ზურაბ ჯაფიაშვილმა გაათანბრა, 83-ეზე კი დავით თარგამაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით "სიონმა" 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადავიდა. ხოლო "ჩიხურას" 38 ქულა აქვს და მეშვიდეა.

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-ჩიხურა 2:1
გოლები: 0:1 გიორგი ფანცულაია (39), 1:1 ზურაბ ჯაფიაშვილი (76), 2:1 დავით თარგამაძე (83)

სიონი. 3-5-2: ოთო გოშაძე, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, კახა
კახაბრიშვილი, დავით თარგამაძე, რატი ცაცკრიალაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, ბექა გვარაძე, გიორგი ივანიშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ჩიხურა. 4-3-3: დინო ჰამზიჩი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კორიფაძე, ბესო დეკანოიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიგა 2 ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი არ არის? საერთოდ რო არ აშუქებთ. როგორ შეიძლება ეს? მართლა არაფელი გვივარგა რა
გოგა
21:32 26-10-2019
0
სირცხვილია სირცხვილი!
kokl
20:50 26-10-2019
0

სიახლეები პოპულარული