ფოტო: facebook.com/FCRustavii/
დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში "რუსთავმა" საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. ქუთაისელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად ბექა ქავთარაძემ შეასრულა.
56-ე წუთზე რუსთაველთა ფეხბურთელ პაატა კიტეიშვილს შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
თუმცა, ქუთაისელებმა ვერ ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით და შეხვედრის 83-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვეს. ამჯერად თავი გიორგი ლაცაბიძემ გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
საქართველოს ეროვნული ლიგა, XXXII ტური
"რუსთავი" - ქუთაისის "ტორპედო" 2:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (3, პენ.) 2:0 ლაცაბიძე (83)