"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
მინიმუმ 15 მილიონი ევროს აქტივებს ითხოვენ რომ გადავუხადოთ იმისათვის რომ თავიანთი კლუბის უფასო რეკლამა აკეთონ? ეს სიგიჟეა....
ამის საპირწონედ მაშინ უნდა დაიდოს უაქცეპტო ხელშეკრულება კლუბის იჯარაზე იმ პირობით რომ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელების 75% იქნებიან ქართველები, რომ დაწესებული იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობა და რამდენ ადამიანს დაასაქმებენ საერთო ჯამში. უნდა აიღონ ვალდებულება კლუბის ყოველწლიური მინიმალური ბიუჯეტის ოდენობაზე. ხოლო იჯარის პირობებიდან ვადაზე ადრე გასვლის შემთხვევაში მიღებული აქტივების ფასის ორმაგის ოდენობის ფულად გადახდა, რადგან როგორც წესი საკუთრების დაბრუნება არ ხდება ევროკანონმდებლობით,არის მხოლოდ კომპენსაცია.
jango
12:15 01-11-2019
1
ვალდებულებებს იღებდნენ და არ ასრულებდნენ.ეს არაფრის ვალდებული არ არის,სტადიონს და ინფრასტრუქტურას,უფასოდ დაეპატრონება,გუნდზე კი იჯარა რას ნიშნავს?არაფრის ვალდებული არ იქნება.გვიჭირს,მაგრამ ისე არ გამოვიდეს,გიჟი ჰყრიდა,ჭკვიანი კრეფავდაო.შეთავაზება ნამდვილად ვერ იწვევს ნდობას,
სოსო
13:20 31-10-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული