კახა ჩხეტიანი: 3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში კვლავ ჩამოდიან და...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის კომენტარი "აინტრახტის" აქციონერთა მხრიდან "ტორპედოთი" დაინტერესების შესახებ.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ ტექსტს:

"გერმანული "აინტრახტის" აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.

მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან - "ტორპედოს" გადარჩენა ყველას
ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.

3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში კვლავ ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ...

თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცედენტი იქნება", - აღნიშნავს კახა ჩხეტიანი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს თუ რამე გამიხარდებოდა აღარ მეგონა. წარმატებები!
gujakakhadze
17:46 31-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
34
21
6
7
36
69
34
20
7
7
26
67
34
11
11
12
5
44
34
11
9
18
1
42
34
11
8
15
-2
41
34
10
8
16
-37
38
34
9
10
15
-15
37
34
4
8
22
-31
20