პირველ ნოემბერს ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ", ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ ფეხბურთის თამაშს, ყოველ შემთხვევაში, რის საშუალებასაც მინდვრის საფარი იძლეოდა.
27-ე წუთზე დვალიშვილის დარტყმის შემდეგ, როგორც გამეორებაზე გამოჩნდა საჩხერელთა მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა ეს ვერ შეამჩნია.
საკამათო ეპიზოდი ჩიხურა-დინამოს მატჩში [VIDEO]
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის საჯარიმოსთან თამაშის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი დუმდა.
ბათუმელები უფრო მეტად უტევდნენ, თუმცა
67-ე წუთზე საპირისპირო მოხდა და მასპინძლებმა კონტრშეტევაზე გაიტანეს. გატანილი გოლის ავტორი გიორგი ფანცულაია გახდა.
ამ გოლის შემდეგ სტუმრებმა უფრო დაბეჯითებით დაიწყეს შეტევები, თუმცა "ჩიხურა" თავს კარგად იცავდა და ზოგჯერ არც "დინამოს" შეტევები იყო იდეალური.
87-ე წუთზე კი რატი არდაზიშვილმა ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი მიიღო, ერთბაშად სამი კაცი მოატყუა და ეფექტური გოლი გაიტანა.
საბოლოოდ "ჩიხურამ" 2:0 მოიგო და 41 ქულით მეხუთე ადგილზე გადავიდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილის ლიდერ ბათუმის "დინამოს", ეს აჭარლებისთვის მტკივნეული მარცხია, რადგან ქულები ჩემპიონობისთვის ჰაერივით სჭირდებათ. თანაც ბათუმელები უკვე მეოთხე მატჩია ვერ იგებენ - აქამდე ზედიზედ სამი ფრე დააფიქსირეს.
ამჟამად ბათუმის "დინამო" 64 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა 3 ნოემბერს თავიანთ მატჩებს "დინამო თბილისი" (63) და "საბურთალო" (61) გამართავენ.
ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 გიორგი ფანცულაია (67), 2:0 რატი არდაზიშვილი (87)
ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი ფანცულაია, გიორგი კორიფაძე, მიშიკო სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, რატი არდაზიშვილი, შოთა კაშია (კ)
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო (ბთ). 4-2-3-1: მიხეილ ალავიძე (კ), ბენჟამინ ტეიდი, ჯამბულ ჯიღაური, გიული მანჯგალაძე, ჯოვინო ფლამარიონი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო გინდათ ჩემპიონად? მოვიდა არარატ არმენიაააა...