არჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის თქმით, ის, სავარაუდოდ, ქართული ფეხბურთის და გუნდის დატოვებას აპირებს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს"

არჩილ ბერიძე - დინამო ბათუმის მფლობელი", - წერია განცხადებაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის 33-ე ტურში სტუმრად საჩხერის "ჩიხურასთან" ანგ
არიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის 27-ე წუთზე ვიდეოგამეორებიდან ჩანდა, რომ დვალიშვილის დარტყმული ბურთი საჩხერელთა მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინო ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც ის წესების დარღვევით გააჩერეს, თუმცა მსაჯის სასტვენი კვლავ დუმდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არაა ერთ თამაშსზე გაკეთებული ეს არჩევანი რა ვერ გაიგეთ. მაფია ტრიალობს სფფ ში და მაგის გამო მიდის. სწორი ნაბიჯია
ნიკა
01 ნოემბერი 2019 18:11
18
კი არ უნდა წავიდეს უფრო უნდა გააძლიეროს გუნდი და შედეგი აუცილებლად მოვა. მსაჯის უნამუსობას ნუ გადააყოლებს მთლიან გუნდს. ისე მოეგო ბათუმს ვიტ ჯორჯიასთან ვინ უშლიდა ან დინამოსთან. წელს ალალია ბათუმის ჩემპიონობა.
თორნიკე
01 ნოემბერი 2019 17:46
6
ასე უცებ? ეს ბერიძის მხრიდან დინამოსთვის ზურგში დანის ჩარტყმას ჰგავს
დემე
01 ნოემბერი 2019 17:54
8
გაიბუტა თუ რა მოხდა? თუ დაგჩაგრეს, სწორედაც რომ უნდა დარჩე და იბრძოლო. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლა არც ერთს გაქვთ მანდ. ეგ არის თქვენი ბიზნესიც და ეროვნული ხედვაც ზოგადად.
odala
01 ნოემბერი 2019 17:43
5
შეაზიზღეთ კაცს ყველაფერი...ფუ თქვენი
ბათუმის ფანი
01 ნოემბერი 2019 17:32
18
ჭაობში ვართ თან იმდენად ღრმად რო ამოსვლაც შეუძლებელია უკვე
rodemdeee
01 ნოემბერი 2019 17:27
4
ეტყობა ეს იყო მაგის გათვლა მარტო. სხვანაირად ვერ აიცილა კლუბი და თითქოს აი ხო ხედავთ რა მოხდა?! გვებრძვიან და გვჩაგრავენ. ეტყობა მეტი პერსპექტივის თემაშიც ცუდათ არის?! იქნებ აღარ აქვს ამის იქეთ არაფრის საშუალება?! კლუბის სენახვა სამშენებლო კომპანიას რო არ შეუძლია დიდი ხნით ეგეც კარგად გვესმის. არც დიდათ ფეხბურთი ყვარებია და არც დინამო ბათუმი. ამდენი ვალებით ვის უტოვებს ნეტა ამ გუნდს და ამხელა პასუხისმგებლობა რო აიგო თავზე პასუხს არ მოთხოვენ?!
ფეხბურთი
01 ნოემბერი 2019 18:06
5
საქმის მიტოვება ყველაზე ადვილი გამოსავალია!
ამას ტაშის დაკვრა არ ჭირდება.
კაცობა არის თქვა ღიად რაც ხდება და არ დაივიწყო ათასობით ქომაგი უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედით რომ უყურებდა.
თუმცა რა ჩალის ფასი გახდა ნამუსი საქართველოში.... გული მტკივა.
დიდგორელი!
01 ნოემბერი 2019 20:51
2
რა ხდება
zura
01 ნოემბერი 2019 18:07
0
მიხედ მოიხედა ამ კაცმა და რო ნახა რა სანაგვეში ამოყო თავი,ფიქრობს თავს უშველოს. მესმის ამ ადამიანის.
ზუგდიდი
01 ნოემბერი 2019 21:51
6

სიახლეები პოპულარული