არჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:

"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით
უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."

ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს შემთხვევა პირველი არაა ქართულ ფეხბურთში და არც უკანასკნელი,კიდევ უამრავი იქნება მსაჯის შეცდომები განზრახ თუ უნებლიეთ,ვიღაცა წავა , ვიღაცა დაეჩება,30 წელი დაჭირდა თბილისურ დინამოს,იმ ქვეყნის ჩემპიონი გამხდარიყო,რომელიც აღარ არსებობს.თუ ბათუმი ჩემპიონი ვერ გახდება ეს ტრაგედია არ უნდა იყოს,არც იგი იქნება ტრაგედია თუ თბილისის დინამო გავარდება ლიგა 1-დან ლიგა 2-ში,თუკი დაიშლება ქუთაისის ტორპედო,ყოველთვის მოიძებნება ისეთი გუნდები რომლებიც მათ ჩაანაცვლებს და ასე განვითარდება ქართული ფეხბურთი.
ბეგო
16:42 02-11-2019
0
ბატონ ბერიძეს მივმართავ თხოვნით როგორც ბათუმის დინამოს და ზოგადად ქართული ფეხბურთის ქომაგი,რაც თქვენ გააკეთეთ ბათუმის დინამოსათვის,ბათუმელი გულშემატკივრისათვის და ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის უპრეცენდენტოა.ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მინდა გთხოვოთ რომ ნუ წახვალთ,ასე ახლოს ბათუმი არასოდეს ყოფილა ჩემპიონობასთან.ჯერ დაკარგული არაფერია.დარწმუნებული ვარ ბათუმის დინამოს ფეხბურთელებიც დარჩენილ მატჩებს განსაკუთრებული მონდომებით ჩაატარებენ და ქულათა მაქსიმუმს ავიღებთ.წინ დიდი სიხარული გველის.მსაჯებიანად უნდა დავამარცხოთ მოწინააღმდეგენი,ჩვენ ეს შეგვიძლია.
წინ ბათუმის დინამო!!!
ქობულეთელი
16:31 02-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული