კიკაჩეიშვილმა (მსაჯმა) თამაშის შემდეგ დამირეკა - ბათუმის "დინამოს" პრესკონფერენცია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბერს საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

არჩილ ბერიძე: "პირველ რიგში მინდა ჩემს გუშინდელ განცხადებაზე ვისაუბრო, ამის მიზეზი იყო ჩემი და სოციალური ქსელების ადმინის საუბარი, როდესაც აღელვებული ვიყავი და მოხდა გაურკვევლობა,  ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არ ვაპირებთ გუნდის დატოვებას და უფრო მეტსაც გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბათუმის წინაშე და მისი გულშემატკივრების მიმართ. ვიღაც არამზადას არ გადავაყოლებთ ამ ყველაფერს.

ჩვენი მუშაობის პრინციპი
იქნება, რომ კიკაჩეიშვილი და მსგავსი არამზადები, აღარ იყვნენ ქართულ ფეხბურთში. კიკაჩეიშვილს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მსაჯობა და სხვა მსგავს რამეს არ გააკეთებს. დარწმუნებული ვარ რომ ამაში ფედერაციის ხელი არ ურევია და დარწმუნებული ვარ რომ კიკაჩეიშვილმა ეს გამიზნულად გააკეთა".

ასლან ბალაძე: "მე ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, ვიცნობ მის ოჯახს, მაგრამ რაც გუშინ ვნახე, პირველად იყო ჩემს კარიერაში შემთხვევა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯთან შევედი და გვქონდა საუბარი.

გოგა კიკაჩეიშვილი ამაყი ბიჭია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს ვინმესგან არ იყო დავალებული ან მას უნდა ჰქონდეს კლუბის მიმართ წინააღმდეგობა. ამ ადამიანმა თამაშის შემდეგაც კლუბის ფეხბურთელების მიმართ გამოხატა აგრესია.

შეხვედრის შემდეგ კიკაჩეიშვილმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა - პირველი შემთხვევაა როცა ბოდიშს ვიხდიო, მაგრამ დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა და მინდა მაპატიოს ბათუმმაო.

საზიზღრობა იყო მოედნის საფარიც, იქ რომ მივედით ადამიანი, რომელიც მოედანს ხაზავდა, ისიც ამბობდა აქ თამაში როგორ შეიძლებაო".

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მსურს პირველ რიგში განმარტება, ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთო. ამის მიზეზი იყო ჩემი და ვებ-გვერდის ადმინის შეუთანხმებელი პოზიცია, ჩემი აღელვება იყო და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით, უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დიდი ვალდებულებები გვაქვს აღებული არამხოლოდ კლუბის, მთლიანად ბათუმის წინაშე და არ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაც არამზადას გადავაყოლოთ ამხელა პროექტი და საქმემსურს პირველ რიგში განმარტება, ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთო. ამის მიზეზი იყო ჩემი და ვებ-გვერდის ადმინის შეუთანხმებელი პოზიცია, ჩემი აღელვება იყო და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით, უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დიდი ვალდებულებები გვაქვს აღებული არამხოლოდ კლუბის, მთლიანად ბათუმის წინაშე და არ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაც არამზადას გადავაყოლოთ ამხელა პროექტი და საქმე
მკითხველის კომენტარები / 28 /
მაიცა, კლუბის სპორტული დირექტორი შესვენებაზე შედის მსაჯთან და რას ეუბნება, თუ სთავაზობს, თუ უხდის?? ეს დაშვებული პრაქტიკაა? ესე იგი თუ საშენოდ არ მიდის თამაში პირველ ტაიმში, შეაჭრი მსაჯთან და... რა?
odala
02 ნოემბერი 2019 16:45
5
ასლან ბალაძე რა გინდოდა 1 ტაიმის შემდეგ მსაჯთან? რას მიედ-მოედებით შენ და შენი გუნდის მეპატრონე? ბოლო 5 თამაშში თამაშიდან 1 გოლი გაქვთ გატანილი და 3 პენალტით.ვინ ან რა გიშლიდათ მოგეგოთ დინამოსთვის,ვიტელებისთვის ან გორში? საბურთალოს რო კაცი გაუგდეს ბათუმში გასაგდები იყო? თავში გაქვთ ავარდნილები და მართლა დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს გუნდზე.რაც შეეხება მაგ მოედანზე თამაშს.მანდ ითამაშეს დინამომაც და საბურთალომაც და თქვენი თამაში რატო უნდა გადაეტანათ სხვაგან? ასე რო მოეშვით ყველაფრის მსაჯზე გადაბრალებას.არ ხართ საჩემპიონო გუნდი.28 წუთზე მოხვდა ბურთი ხელზე საჩხერის ფეხბურთელს და იყო პენალტი მაგრამ ამის შემდეგ 72 წუთი გქონდათ დრო და რა გააკეთეთ?
დუდუ
02 ნოემბერი 2019 18:09
4
კაი რა შააკიკინეთ მართლა თქვენი დინამოთი და რა ბუმი გაქთ ასეთი ერთი ამიხსენით რაა...ორი სამი ათასი კაცი იკრიბებით და მაგას ეძახით ბუმს? ან ბუმს ეძახით სამი ოთხი მეტრის მოშორებით სხედხართ ფეხბურთელებიდან და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს დედას და ცოლ შვილს რო აგინებთ? ამ ზაფხულს ოჯახით ვიყავი სტადიონზე თქვეთან და შეუძლებელი იყო თამაშის ყურება და წამოვედი,ეგ არი თქვენებური ბუმი?ან მართლა გგონიათ რო საჩემპიონო გუნდი გყავთ? ტინგიცი ალავიძით და დვალიშვილით? რაც შეეხება მსაჯსა და მოედანს.პატარძალმა ეზო ვერ დაგავა-მრუდეაო...ადმინ გთხოვ არ დამბლოკო რა,წაიღეს ტვინი თავიანთი ბუმით...
Jordan Beli
02 ნოემბერი 2019 21:40
7
მსაჯის შეცდომა აშკარაა მაგრამ წინა თამაშებიც მსაჯმა ვერ მოგაგებინათ? კარგია რომ ბათუმს გუნდი ყავს მაგრამ ამ გუნდს გაძლიერება და მოვლა უნდა და არა ულტიმატუმები და შანტაჟი, უეფას ტურნირებზე რომ მსაჯს იგივე ექნა შესვენებაზე შეუვარდებოდით? ჯობია მიზეზები გუნდის თამაშზე ეძებოთ, წინა ტურში რომ საკუთარმა მაყურებელმა გაგინათ მაქაც მსაჯი იყო? ჯობია გუნდს მიხედოთ და გულშემატკივრებს ნუ განაწყობთ აგრესიით მსაჯების მიმართ.
კოტე
02 ნოემბერი 2019 19:58
3
დღევანდელი ქართული ფეხბურთი ნეხვში ჩაფლულ ბუზს გავს,რომელიც გადარჩენას ლამობს
oto
02 ნოემბერი 2019 16:56
2
შეიძლება მსაჯმა რაღაც შესცოდა, მაგრამ ყველაფრის მსაჯებზე გადაბრალებაც არასწორია. წინა, სამ ფრეზეც მსაჯების გამო დაიკარგა ქულები? სტადიონი მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ თბილისის დინამოს რომ ეთამაშეთ ბათუმში წყალბურთი, არ მგონია რომ ის მოედანი უკეთესი ყოფილიყოს.
ფერნანდო
02 ნოემბერი 2019 18:53
3
ჩვენ რომ ფედერაცია გყავდეს და საერთოდ რამეს აკეთებდენ პირველ რიგში გამოიძიებდენ რა უფლებით შევიდა პიველი ტაიმის შემდეგ კლუბის სპორტული დირექტორი მსაჯების გასახდელში და მინიმუმ ერთი წლით მოკვეთავდენ ამ პიროვნებას ფეხბურთიდან.
თემო
02 ნოემბერი 2019 23:21
1
ესეიგი თუ აგებ მსაჯების ბრალია და ცუდი მოედნის საფარის?! მაშინ დინამოსთან ბათუმში წყალბურთს, რომ თამაშობდით მაშინაც მსაჯების ბრალი იყო. ხომ იცით როგორ არის ნათქვამი: ცუდ მოცეკვავეს ყ...ბი ხელს უშლიდაო.
s.s.
02 ნოემბერი 2019 20:36
5
ბიჭო რა უსირცხვილოები ხართ ნეტა აზრზე იყოთ. ერთხელ ცხოვრებაში თქვენს წინააღმდეგ მსაჯი შეცდა და რა დღეში ჩავარდით. მთელი სეზონის მანძილზე დინამოს რამდენი გოლი არ ჩაუთვალეს და რამდენჯერ შეცდნენ ესე როგორ უნდა იქცეოდეთ არ გრცხვენიათ, ეს ვის ხელში ყოფილა გუნდი. პაზორია.
გურამი
03 ნოემბერი 2019 01:48
7
მსაჯის დამნაშავეობა,არდამნაშავეობა ერთი საქმეა,მაგრამ შესვენებაზე მასთან კლუბის წარმომადგენლის შესვლა,რამდენად კანონიერია?და კიდევ,მატჩის წინ,მსაჯი, მე მგონი ვალდებულია დაათვალიეროს მოედანი და შეაფასოს მისი მზადყოფნა შეჯიბრებისათვის.ჩანაწერში აშკარად ჩანს და ეს უკვე დიდი ხანია ყველამ იცის,რომ ეს მოედანი,სათამაშოდ უვარგისია.შესაბამისად მასზე მატჩის ჩატარება,არ შეიძლებოდა.მეორე სადავო ეპიზოდი,ვფიქრობ სწორედ ცუდმა საფარმა განაპირობა,კონტაქტი ფეხბურთელებს შორის,თითქოს არა ყოფილა,არც სიმულაცია იყო,უფრო ფეხი წაუვიდა ტალახზე
სოსო
02 ნოემბერი 2019 17:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული