კიკაჩეიშვილმა (მსაჯმა) თამაშის შემდეგ დამირეკა - ბათუმის "დინამოს" პრესკონფერენცია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 2 ნოემბერს საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

არჩილ ბერიძე: "პირველ რიგში მინდა ჩემს გუშინდელ განცხადებაზე ვისაუბრო, ამის მიზეზი იყო ჩემი და სოციალური ქსელების ადმინის საუბარი, როდესაც აღელვებული ვიყავი და მოხდა გაურკვევლობა,  ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არ ვაპირებთ გუნდის დატოვებას და უფრო მეტსაც გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბათუმის წინაშე და მისი გულშემატკივრების მიმართ. ვიღაც არამზადას არ გადავაყოლებთ ამ ყველაფერს.

ჩვენი მუშაობის პრინციპი
იქნება, რომ კიკაჩეიშვილი და მსგავსი არამზადები, აღარ იყვნენ ქართულ ფეხბურთში. კიკაჩეიშვილს სამუდამოდ უნდა აეკრძალოს მსაჯობა და სხვა მსგავს რამეს არ გააკეთებს. დარწმუნებული ვარ რომ ამაში ფედერაციის ხელი არ ურევია და დარწმუნებული ვარ რომ კიკაჩეიშვილმა ეს გამიზნულად გააკეთა".

ასლან ბალაძე: "მე ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, ვიცნობ მის ოჯახს, მაგრამ რაც გუშინ ვნახე, პირველად იყო ჩემს კარიერაში შემთხვევა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯთან შევედი და გვქონდა საუბარი.

გოგა კიკაჩეიშვილი ამაყი ბიჭია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს ვინმესგან არ იყო დავალებული ან მას უნდა ჰქონდეს კლუბის მიმართ წინააღმდეგობა. ამ ადამიანმა თამაშის შემდეგაც კლუბის ფეხბურთელების მიმართ გამოხატა აგრესია.

შეხვედრის შემდეგ კიკაჩეიშვილმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა - პირველი შემთხვევაა როცა ბოდიშს ვიხდიო, მაგრამ დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა და მინდა მაპატიოს ბათუმმაო.

საზიზღრობა იყო მოედნის საფარიც, იქ რომ მივედით ადამიანი, რომელიც მოედანს ხაზავდა, ისიც ამბობდა აქ თამაში როგორ შეიძლებაო".

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მსურს პირველ რიგში განმარტება, ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთო. ამის მიზეზი იყო ჩემი და ვებ-გვერდის ადმინის შეუთანხმებელი პოზიცია, ჩემი აღელვება იყო და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით, უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დიდი ვალდებულებები გვაქვს აღებული არამხოლოდ კლუბის, მთლიანად ბათუმის წინაშე და არ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაც არამზადას გადავაყოლოთ ამხელა პროექტი და საქმემსურს პირველ რიგში განმარტება, ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთო. ამის მიზეზი იყო ჩემი და ვებ-გვერდის ადმინის შეუთანხმებელი პოზიცია, ჩემი აღელვება იყო და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ გუნდს, პირიქით, უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან დიდი ვალდებულებები გვაქვს აღებული არამხოლოდ კლუბის, მთლიანად ბათუმის წინაშე და არ გავაკეთებთ იმას, რომ ვიღაც არამზადას გადავაყოლოთ ამხელა პროექტი და საქმე
მკითხველის კომენტარები / 28 /
ბათუმი ვიტ ჯორჯიას ვერ უგებს სახლში და დინამოს უეჭველი მოუგებდა? თან დიდი ანგარიშით...
სიმართლე!
04 ნოემბერი 2019 19:30
0
აქ ზოგიერთს არგუმენტად მოჰყავს რომ თუ მოედანს აბრალებს ბათუმელები,მაშინ ბათუმშიც წყალბურთი ეთამაშა თბილისის დინამოსო და მართალიცაა.თუმცა იმ წყალბურთით თუ ვინმემ მოიგო ეს თბილისის დინამოა,რომ არა ის ტბა სტადიონზე დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ბათუმი დინამოს დიდი ანგარიშით მოუგებდა.იმიტომ რომ მთელი მატჩი ბათუმელთა უპირატესობით მიმდინარეობდა,თუმცა წყლის გუბეები ხელს უშლიდა მათ კომბინაციური ფეხბურთის თამაშში.დინამომ კი მთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყა ბათუმის კარში და ისიც გაიტანა.ასე რომ..ხოოო...ვინც უყურა იმ მატჩს დამეთანხმება.
სიმართლე
03 ნოემბერი 2019 10:46
9
ამაზე უარესი გვინახავს და არ დაგვინგრევია ქვეყანა. ერთი უნდა ამოგიყაროთ კაცმა რაც წელს თქვენ სიაფანდი გოლები ჩაგითვალეს ან პენლები დაგიდეს. აშკარად ფედერაცია ლობირებს ბათუმს და ესენი იქეთ აგინებენ.
kaira
03 ნოემბერი 2019 09:46
9
მსაჯებზე საერთოდ საუბარი ზედმეტია.ეს იმის ბრალია თუ როგორ ბედავენ ამდენს ასე უსირცხვილოდ და კიდევ იმ ფეხბურთში მყოფი ბინზური პირების ვისი დავალებებითაც ხდება ის რაც ხდება!!!
dragonfly
03 ნოემბერი 2019 09:24
2
უნდა მოხდეს გამოძიება და გადათამაშება
გია
03 ნოემბერი 2019 01:55
10
ბიჭო რა უსირცხვილოები ხართ ნეტა აზრზე იყოთ. ერთხელ ცხოვრებაში თქვენს წინააღმდეგ მსაჯი შეცდა და რა დღეში ჩავარდით. მთელი სეზონის მანძილზე დინამოს რამდენი გოლი არ ჩაუთვალეს და რამდენჯერ შეცდნენ ესე როგორ უნდა იქცეოდეთ არ გრცხვენიათ, ეს ვის ხელში ყოფილა გუნდი. პაზორია.
გურამი
03 ნოემბერი 2019 01:48
7
ჩვენ რომ ფედერაცია გყავდეს და საერთოდ რამეს აკეთებდენ პირველ რიგში გამოიძიებდენ რა უფლებით შევიდა პიველი ტაიმის შემდეგ კლუბის სპორტული დირექტორი მსაჯების გასახდელში და მინიმუმ ერთი წლით მოკვეთავდენ ამ პიროვნებას ფეხბურთიდან.
თემო
02 ნოემბერი 2019 23:21
1
ამ თამაშს ვუყურე და ბათუმელები მართლები არიან:ასეთი მსაჯობა სირცხვილია,წელს ბათუმს მშვენიერი გუნდი ყავს და ჩემპიონობას იმსახურებს.
sake
02 ნოემბერი 2019 23:16
6
კაი რა შააკიკინეთ მართლა თქვენი დინამოთი და რა ბუმი გაქთ ასეთი ერთი ამიხსენით რაა...ორი სამი ათასი კაცი იკრიბებით და მაგას ეძახით ბუმს? ან ბუმს ეძახით სამი ოთხი მეტრის მოშორებით სხედხართ ფეხბურთელებიდან და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს დედას და ცოლ შვილს რო აგინებთ? ამ ზაფხულს ოჯახით ვიყავი სტადიონზე თქვეთან და შეუძლებელი იყო თამაშის ყურება და წამოვედი,ეგ არი თქვენებური ბუმი?ან მართლა გგონიათ რო საჩემპიონო გუნდი გყავთ? ტინგიცი ალავიძით და დვალიშვილით? რაც შეეხება მსაჯსა და მოედანს.პატარძალმა ეზო ვერ დაგავა-მრუდეაო...ადმინ გთხოვ არ დამბლოკო რა,წაიღეს ტვინი თავიანთი ბუმით...
Jordan Beli
02 ნოემბერი 2019 21:40
7
ბევრი საინტერესო კომენტარი წავიკითხე, ჩემი კი შემდეგია: 1. ამ მატჩის მიხედვით ბათუმის დინამო ძალიან დაიჩაგრა. 2.ვერ ვიზიარებ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ თუნდაც აღელვებულმა და ემოციურ ფონზე გააკეთო განცხადება კლუბის დატოვების თაობაზე,მითუმეტეს გაწეული დიდი შრომის შემდეგ. 3.ბათუმს ნამდვილად შეეძლო საქმე ამ დონემდე არ მიეყვანა და ჩემპიონობა სასწორზე არ დაედო. 4.მსაჯი, რომ აშკარად ტენდეციური იყო ფაქტია, საინტერესო ისაა რის გამო? 5.90-იან წლებში მერანი-91-ს პრეზიდენტი გახლდით (ინტრტოტოს გათამაშებაში ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ, მას შემდეგ ეს მიღწევა არავის გაუუმჯობესებია) და თბილისის დინამოსთან თამაში ყოველთვის რთულად და მსაჯის მიერ მათდამი სიმპატიით მიმდინარეობდა, არც მალავდნენ-ეს მაინც თბილისის დინამოაო. მის შემდეგ საბედნიეროდ ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ და მათ შორის მეტნაკლებად ეს მიდგომა-შეხედულებაც. მე ვერ ვიტყვი,რომ აქ დინამოს ხელი ურევია, ისე თუ ესე არის ეს მარტო იმით არ იქნება, რომ "თბილისის დინამოა მაინცო". 6. ფედერაციის ხელი აქ,რომ ჩარეული არ არის ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. 7. ჯერ არაფერია დაკარგული, ძვირფასო ბათუმელებო და გისურვებთ დიდად წარმატებულ სეზონს, რასაც ქალაქ ბათუმი, მისი გულშემატკივარი და კლუბი ნამდვილად იმსახურებს.
ნუგზარი
02 ნოემბერი 2019 21:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
34
21
6
7
36
69
34
20
7
7
26
67
34
11
11
12
5
44
34
11
9
18
1
42
34
11
8
15
-2
41
34
10
8
16
-37
38
34
9
10
15
-15
37
34
4
8
22
-31
20