ბოლნისის "სიონისა" და "რუსთავს" შორის ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩში სამწუხარო ფაქტი მოხდა.
პირველი ტაიმის ბოლოს რუსთაველთა ფეხბურთელი ლუკა იმნაძე და ოთო გოშაძე ერთმანეთს შეეჯახნენ. იმნაძე თავდაპირველად უგონოდ იყო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ როგორც იქნა გონზე მოიყვანეს და მოედანი დაატოვებინეს. იმედია ფეხბურთელი მალე გამოჯნამრთელდება და მოედანს რაც შეეძლება მალე დაუბრუნდება.
რაც შეეხება ეპიზოდს, შედეგად პენალტი დაინიშნა, რომელიც ბექა ქავთარაძემ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ "სიონმა" 2:1 მოიგო.