ლევან კობიაშვილი: ბათუმის "დინამოს" პრობლემა თვითონ გუნდში აქვს

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "სპორტი იმედზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"დავიწყებ იმით, რომ ასეთ მოედანზე ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი და თამაშები არც უნდა ტარდებოდეს. ეს არის თვითონ კლუბის გადაწყვეტილება, რომ ამ მოედანზე ეთამაშათ.

ჩვენ ვერ მივიღებდით კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რომ აგვეკრძალა მათთვის აქ თამაში, რადგან კლუბებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათ თუ ითამაშეს, უნდა იასპარეზონ სხვა გუნდებმაც. ეროვნულ ლიგაზე მარტო ფედერაციამ არ უნდა იზრუნოს, კლუბებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა და ეს
მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არაა.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მე მოვისმინე მსაჯის მიმართ. ფაქტია, ის კომენტარები რაც გაკეთდა, იყო შეურაცხმყოფელი და ჩვენი მხრიდან გაეცემა შესაბამის პასუხი.

პირველი ეპიზოდი იყო თერთმეტმეტრიანი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ძნელი დასანახი იყო იმ კადრებით, რაც ვნახე , იყო თუ არა კონტაქტი. კონტაქტიც რომ არ ყოფილიყო, ფაქტია ხელი შეეშალა ფეხბურთელს, რომ მეკარესთან გასულიყო ერთი ერთზე.

ბათუმის "დინამოს" ამ შემთხვევაში პრობლემა თვითონ გუნდში აქვს, იგივე თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა ანგისაზე არ უნდა ჩატარებულიყო და სხვა თამაშებიც, ჩვენც რაღაცებს ვითვალისწინებთ.

ეს არის ტიპიური მაგალითი, რომ არ გინდა შენი პრობლემები დაინახო. თუ ეროვნულ ლიგას მივადევნებთ თვალს, ბათუმის „დინამოს“ ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და ვფიქრობ, იგივე „ვიტ-ჯორჯიასთან“ დადებული პენალტი არ იყო პენალტი და იყო სხვა შემთხვევაც.

ის, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მეც მაგ აზრზე ვარ. მსაჯის ქმედებაზეც რა თქმა უნდა, რეაგირება ექნება. მსაჯების კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემა. თუმცა მსაჯობა VAR-ის პირობებშიც პრობლემაა.

როდესაც გუნდის ხელმძღვანელი გამოდიხარ და ვიღაცებს ბრალს სდებ, ფაქტებით უნდა ისაუბრო. პრობლემა ისაა, რომ გუნდებს ერთმანეთის ნდობა არა აქვთ. ოთხი წელია გუნდებს ვეხვეწებით, შექმენით პრემიერლიგა და ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და ყველა ფედერაციისკენ იშვერს ხელს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
რა სინდისით ლაპარაკობ, რა დღეში ჩააგდეთ ფეხბურთი, მაფიოზები ხართ და არაპროფესიონალები. რა დამართეთ ქუთაისის ტორპედოს არ თქვათ ახლა ჩაჩავა თქვენი ქართული ოცნების კადრი არიყო?? რამდენი პრობლემა ჩამოგითვალო რომელიც თქვენი გამოისობით ხდება. ფედერაციაში და არა მარტო მანდ შეყრილი გყავთ არაფრისმაქნისი ხალხი მხოლოდ პროტექციით, ვეღარ გაძეხით ქართველი ხალხის ფულით, მაგრამ ვისი ბრალია ისევდაისევ ჩენი.
გიორგი
03 ნოემბერი 2019 15:13
28
რაც გინდათ ის მოიგონეთ რაც გინდათ ის ილაპარაკეთ ტოტალიზატორს ვერ გაექცევით ვერავინ,ვინ არის ეროვნული ლიგის სპონსორი -ტიტალიზატორი, ხო და ვინც გაჭმევს პურს მუსიკასაც ის უკვეთავს
გრიგოლ1408
03 ნოემბერი 2019 17:58
3
როგორი იმედი მქონდა ამ კაცის და რა არაფრის მაქნისი გამოდგა
გიორგი გორგაძე
03 ნოემბერი 2019 16:17
19
კობი მოდი ეხლა იჯექი თბილად შენ სავარძელში და ჩუმად იყავი რა. ყველა გულშემატკივარმა კარგად იცის სადაა პრობლემა და კიდე ტყუილების ლაპარაკს მოეშვით აქეთ არაინ დიდ გულზე ეს პარაზიტები.
ვაჟა
03 ნოემბერი 2019 17:50
5
არაკომპეტენტურობის ბუმია საქართველოში.

ფედერაცია - სავსე არაკომპეტენტური კადრებით.
მსაჯები - არაპროფესიონალები.
გუნდები - სავსე ფეხბურთელებით, რომლებმაც არათუ ევროპაში, კაზახსტან/აზერბაიჯანში ფეხი ვერ მოიკიდეს.
გუნდის უფროსები - რომლებსაც ნებისყოფა არ გააჩნიათ მომავლის პროექტი დაიწყონ და ჭკვიანური გეგმით რამე განახორციელონ...

და დაერივნენ ეხლა ერთმანეთს, და გვამადლიან გულშემატკივარს, წავალთ და ფეხბურთი აღარ გექნებათო.

ჩვენი პასუხია: წადით რაც შეიძლება შორს!!!

მოვითხოვ სახელმწიფო კომისია შეიქმნას, რომ პასუხი მივიღოთ რას მივაღწიეთ, ჩემი და თქვენი ფულის 300 მილიონის !!დახარჯვით.
დიდგორელი!
03 ნოემბერი 2019 20:46
9
ეგობრებო, შემდეგ ჩემპიონატამდე მოედნების საკითხი მოგვარდეს, განსაკუთრებით რეგიონებში, თორემ ცუდად დაამთავრებთ ყველანი.
ddgfdf
03 ნოემბერი 2019 15:38
0
მატჩის დირექტორი თუ კომისარი და მსაჯები წყვეტენ, შეიძლება თუ არა თამაში და არა გუნდები. ნუ გვაბოლებ კობი!!!
luxuta
03 ნოემბერი 2019 18:34
2
ერთადერთი რაც ქართულ ფეხბურს გაუკეთა კობიმ ხორვატიასთან გატანილი გოლია ბოლო წუთებზე
KAXAKAXI
03 ნოემბერი 2019 17:30
12
შენ გენაცვალე ჯიგარში...ასეთი სიმართლე არავის უთქვამს აქ.ზუსტადაც,ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი რომ ტოტალიზატორი იქნება, რაღაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ.დიახ,ვინც ფულს იხდის,მუსიკასაც ის უკვეთავს.ასე რომ ნუ გამოვრიცხავთ "სხვანაირ თამაშს".
გრიგოლ 1408-ს
03 ნოემბერი 2019 20:52
2
ფეხბურთის განვითარების ფონდი შეიქმნა მეოთხე წელია უკვე და იხარჯება 300 მილიონი ვინმე რამეს ამჩნევთ?რამე ამ ჩემპიონატს 300 მილიონის ეტყობა?
საბა
03 ნოემბერი 2019 20:00
4

სიახლეები პოპულარული