გურამ კაშია: ჩემმა ძმამ მითხრა ჯოვინოს არ შევხებივარო

AutoSharing Option
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სპორტი იმედზე“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ, საჩხერის „ჩიხურასა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის შესახებ ისაუბრა.

- საჩხერის "ჩიხურაში" ჩემი ძმა თამაშობს და ამ მატჩს ვუყურე. ფეხბურთელები ძალიან ცუდ პირობებში თამაშობდნენ. მსაჯმაც შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს სულ ხდება. ეს ყველგან ხდება ნებისმიერ ჩემპიონატში და ეს მხოლოდ მსაჯის ბრალი არ არის.

ჰოლანდიაშიც ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მსაჯის გამო წაგვიგია. მსაჯი ჩვეულებრივი ადამიანია, ისიც უშვებს შეცდომას, მან ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პირველი ეპიზოდი პენალტი იყო. ჩემმა ძმამ მითხრა
არ შევხებივარო (საუბარია მეორე ტაიმში ჯოვინო ფლამარიონის წაქცევაზე), თუმცა ისე ჩანს ტელევიზორიდან რომ უეჭველი საწითლე იყო.  - თქვა გადაცემაში გურამ კაშიამ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კუპატაძესაც უთქვამს დინამო თბილისის ფეხბურთელს არ შევხებივარო)))
ბათუმის ფანი
18:21 03-11-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული