3 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "დილამ" "საბურთალო" 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ, უინტერესო თამაში იყო და ერთადერთი მომენტი შეიქმნა, როდესაც 30-ე წუთზე ჩოჩიშვილმა კოხრეიძის დარტყმული ბურთი მოიგერია.
შესვენების შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, შეუტიეს და ორჯერ შანსი შეცვლაზე შესულმა გიმ ვერ გამოიყენა. მატჩის დასასრულ, მასპინძლებმა იერიშებისთვისაც მოიცალეს. ჯერ კოვტალიუკმა ვერ გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ ჩადუნელმა ნაკუთხურალ ბურთს კუპატაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში კი კოვტალიუკმაც გაიტანა და 2:0.
ამ შეხვედრის შემდეგ "საბურთალოს" საჩემპიონო შანსი კიდევ უფრო შემცირდა, "დილა" კი პლეი-აუტის ზონას 3 ქულით დაშორდა.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 2:0
გოლები: 1:0 გია ჩადუნელი (86), 2:0 მიკოლა კოვტალიუკი (90+3)
დილა (5-3-2): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ბალგუ იენდეუნტი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი (ალეფ სანტოსი 82), გიორგი კუცია (ნიკა გაგნიძე 70), ლევან ნონიკაშვილი (თენგიზ წიქარიძე 73), მიკოლა კოვტალიუკი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
საბურთალო (4-2-3-1): ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ნიკა სანდოხაძე, გიორგი რეხვიაშვილი, იური ტაბატაძე (ანტე გი 46), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ლუკა ლაკვეხელიანი 63), ოგნიენ როლოვიჩი (გიორგი გაბედავა 76), გიორგი კოხრეიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი