ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა და ფინიშის სწორზე წინ გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ტორპედო" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და გოლები საკუთარ კარში მიიღეს - დუბლი ექსტორპედოელმა კუტალიამ შეასრულა. მან მიმდინარე ტურნირზე 19 გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და კომპენსირებულ დროში კიკნაძემ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე თბილისის "დინამო" 66 ქულით გალიდერდა და მეორეადგილოსან ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ლევან კუტალია (20),
2:0 ლევან კუტალია (34), 2:1 გიორგი კიკნაძე (90+4)

დინამო (თბ) (4-1-4-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო (ლევან მჭედლიძე 69 - არფანგ დაფე 80)), გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (კ) (გიორგი ზარია 62), ნოდარ ქავთარაძე, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ტორპედო (3-4-3): ლევან შოვნაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ცოტნე ნადარაია, თორნიკე გრიგალაშვილი (გიორგი კიკნაძე 83), რაფაელ ჩუკვურა, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა (დავით იონანიძე 83), გრიგოლ დოლიძე (კ) (თემურ ჩოგაძე 62), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 6 /
გუშინდელმა ტორპედოელებმა დღეს, რომ ნახევარ დინამოს წარმოადგენენ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა დღევანდელი ტორპედო, ამ მატჩის შემდეგ დინამო ძალიან დაუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს, ტორპედომ კი დაგვანახვა, რომ ის არსებობს და კვლავაც იარსებებს.წარმატებები ორივე გუნდს.
ნუგზარი
21:48 03-11-2019
1
რა ვქნა არც ერთი ქართული გუნდი არ მემეტება სომხების და აზერების საჯიჯგნათ არ გვინდა ეს ევროტურნირები ცოტა ხანი საერთოდ
ზორბეგი
23:23 03-11-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული