როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...

AutoSharing Option
სამი დღე გავიდა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ. თითქმის ყველა მხარემ ისაუბრა ამ შეხვედრაზე და ვერცერთმა მხარემ ვერ დაინახა თავისი უარყოფითი მოქმედება. არადა, ყველა მხარე რაღაც დონეზე დამნაშავეა.

მინდვრის საფარი

წარმოიდგინეთ, თქვენ დაინტერესებული ხართ ეროვნულ ლიგაში კლუბის აყვანითა და თანხის ჩადებით, ან ლეგიონერი ხართ და გაქვთ საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთავაზება, გადაავლებთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს თვალს და ივანწმინდის სტადიონზე შეხვედრებს ნახავთ. გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, განახორციელოთ რაიმე აქტივობა ეროვნულ ლიგაში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ თვითონ საჩხერელებმა გადაწყვიტეს ამ
მოედანზე თამაში; ამავდროულად, სხვა კლუბებმაც, რომლებმაც უკვე ითამაშეს ივანწმინდაში, მათი მოთხოვნა იყო, კონკურენტებსაც იმავე პირობებში ეთამაშათ. ფედერაცია კი ვერ მიიღებდა კატეგორიულ გადაწყვეტილებას.

რომელ განვითარებაზეა საუბარი, როცა ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის მატჩი "ყანაში" ტარდება? დიახაც, ფედერაცია უნდა იყოს მკაცრი. თუ კლუბებს არ უნდათ პრემიერლიგის შექმნა და ლიგის მიხედვა, ეს უკვე ფედერაციის საქმეა. მათი ვალდებულებაა არათუ საჩხერეში, არამედ არცერთ სტადიონზე არ ჩატარდეს ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც მოცემულ მომენტში მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მსაჯები

რამდენიმე კვირით ადრე "საბურთალოს" ოფიციალურმა გვერდმა თბილისის "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე დიდი წერილიც მიუძღვნა. ასეთი რაღაცების წერა ოფიციალურ გვერდს არ შეშვენის. ამავდროულად, ევროტურნირების შემდეგ თბილისურ გუნდზე გაგულისებულმა ხალხმა ამ წერილის შემდეგ გუნდი კიდევ ერთხელ დააბულინგა და მალევე წაიშალა ეს ყველაფერიც საიტიდან.

საჩხერეში გოგა კიკაჩეიშვილმა ორივე შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ეკრანებიდან. ბათუმელებმა მისი გადაწყვეტილება გამიზნულად ჩათვალეს და საუბრობდნენ სხვა კლუბის გავლენაზე მის მიმართ. ეგ კი არა, არჩილ ბერიძემ მას არამზადაც უწოდა, რაც ნამდვილად არ იყო ლამაზი საქციელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს გოგა კიკაჩეიშვილი საუკეთესო სამ მსაჯს შორის დაასახელეს, ამავდროულად, მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უმსაჯია.

თუმცა სად არის გამოსავალი? თუ არ იხმაურე, შეიძლება შემდეგ შეხვედრაშიც იგივე მსაჯი დაგინიშნონ და კვლავ დაიჩაგრო. თუ იხმაურებ, რაღაც სკანდალური უნდა თქვა, რის შემდეგაც მსაჯსაც გააკრიტიკებენ, თუმცა არანაკლები კრიტიკა ისევ შენ გელის.

არც ის არის ნორმალური, ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში რომ ამბობდა, ბათუმის სასარგებლოდაც მოქმედებდნენ მსაჯები და ამიტომ აქვთ ყველაზე მეტი პენალტი დარტყმულიო. ნახსენები იყო "ვიტ ჯორჯიასთან" ბოლოს ჩატარებული მატჩი. ამაზე ფედერაცია კი არ უნდა აპელირებდეს, არამედ შესაბამისად უნდა დაისაჯონ ის მსაჯები, რომლებიც მატჩის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენენ.

ასლან ბალაძე

ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა ისეთი რაღაცა თქვა, არ დაგრჩებოდა კარგი შთაბეჭდილება. ასლანმა თქვა, რომ კიკაჩეიშვილს ოჯახითაც ვიცნობ; პირველ ტაიმში, როდესაც პენალტი არ დაგვიდეს, შესვენების დროს მსაჯებთან შევედი და ველაპარაკეო.

ვერ წარმომიდგენია ასეთი რაღაცა რომელიმე წამყვან ჩემპიონატში კი არა, არამედ სადმე ხდებოდეს. რა უფლება აქვს კლუბის დირექტორს, შესვენებაზე მსაჯების ოთახში შევიდეს და რაიმეზე ესაუბროს?

არც ის გამოვრიცხოთ, ამ ორ პიროვნებას შორის უსიამოვნო საუბარი გაიმართა, ხოლო კიკაჩეიშვილის მაპროვოცირებელი შესაძლოა ისევ ბალაძე გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმში ჯარიმა არ/ვერ დაინახა.

არჩილ ბერიძე

ბატონო არჩილ, ბიზნესმენი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ თქვენ ფული დააბანდეთ "მკვდარ ბიზნესში", რომლისგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოგება არავის უნახავს. გისურვებდით, რომ იყოთ თქვენ ის პირველი მერცხალი, რომელიც ამ მხრივ რაიმე სახის სარგებელს მიიღებს.

მაგრამ თქვენი განცხადებები, ეს ცხელ გულზე იყო ნათქვამი თუ არა, არასერიოზულია. თუ გრძნობთ თავს დაჩაგრულად, თქვენი სიმართლისთვის უნდა იბრძოლოთ და არ გაგიჩნდეთ ფეხბურთში მოსვლიდან რამდენიმე კვირის თავზე კლუბიდან წასვლის სურვილი.

თუ გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა, შეგიძლიათ შესაბამის ორგანოებს მოსთხოვოთ ამ ყველაფრის გამოძიება და თუ მათიც არ გჯერათ, ისევ თქვენ გახდეთ პირველი მერცხალი და მაქსიმუმი გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი ისევ თქვენ, კლუბებმა მართოთ და არა სხვებმა.

სხვა შემთხვევაში "არამზადების" ძახილით ვერც ვერაფერს მიაღწევთ და ისევ თქვენ დაისჯებით, რადგან ეს ფაქტების გარეშე არც სამართლიანია და არც ეთიკური.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მართლა კარგი და საჭირო სტატიაა. ოთხივემ შესცოდა, მაგრამ კობიაშვილს ყველაზე მეტი ობიექტურობა მართებს, დინამოს პენლების და სამსაჯო ეპიზოდების თვლა ეს ბავშური პრუტუნი უფროა ვდრე პრეზიდენტის შესაფერისი განცხადება... ივანწმინდის სტადიონზე რომ გაიძახი, სხვებმაც ხომ ითამაშესო, შე ოჯახაშენებულო, შემოდგომაა, ტურიდან ტურამდე ხასხასა ბალახი შეიძლება ტალახის გროვად იქცეს და ეს რა არგუმენტია რომ თურმე სხვებმაც ითამაშეს..?! სტადიონის მუშები მიხვდნენ რომ არ ვარგოდა მოედანი! შენ კი ფილოსოფოსობ
დემე
04 ნოემბერი 2019 15:13
1
ძალიან მიკვირს რას ბაქიბუქობენ და იჭაჭებიან ეს ბაღუმის დინამოს პრაზიდენტი,სპორტული დირექტორი თუ გულშემატკივრები? რა შედეგი გაქვთ ამისთანა? ან რას ჭორაობთ მსაჯები,ფედერაცია და კონკურენტები გვძირავენო.ფაქტები გააქვთ? გზირავენ არა ტოროლა.ბოლო 4 თამაში არ მოგიგიათ და ამ 4 თამაშში თამაშიდან გოლი არ გაქვთ გატანილი.რაც შეეხება ბუმს ბათუმში.ეგეც გადამეტებულია.დადის 3 ათასამდე კაცი და ნახევარზე მეტი იმიტომაა რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს დედა აგინონ და მინდორზე სხვადასხვა საგნები გადმოყარონ.ასე რომ პრობლემა ბატონო არჩილ საკუთარ თავში და სელექციაში ეძებეთ და ნუ გადადიხართ ჟანტაჟზე.წახვალთ თორემ თქვენი წასვლით დაიქცევა ბათუმის დინამო.ასლან ბალაძე კი დასასჯელია.რომელ ნორმალურ ჩემპიონატში აპატიებდნენ სპ.დირექტორს მსაჯთა ოთახში შესვლას და საქმის გარჩევას
დუდუ
04 ნოემბერი 2019 14:36
11
მაგრი ბოღმიანი ბრძანდებით ბატონო,დუდუ,იმიტომ ჩვენი საქმე კარგად,ქართულ ფეხბურთში თუ ვინმემ ფული ჩადო!იმას ხელის შეწყობა უნდა დაშრა კვანტის დადება
დავიდუსი
04 ნოემბერი 2019 16:06
11
მოედანი მართლაც ცუდი იყო, მაგრამ გუნდს რომელსაც ჩემპიონობაზე პრეტენზია აქვს და 4 თამაშში 3 ქულას აიღებ, თამაშს ვერ მოიგებ, მაშინ რაზეა საუბარი?. ბათუმში უყვართ ფეხბურთი, ნამდვილად არ იმსახურებენ საყვარელი გუნდის ასეთ თამაშს. მსაჯები ჩვენთან კი არა ჩემპიონთა ლიგაზეც ცდებიან, მაგ თამაშის ბედი მსაჯებს ნამდვილად არ გადაუწყვეტიათ.
x.x
04 ნოემბერი 2019 13:42
3
გამიხარდა ამ სტატიის წაკითხვა რადგან ის აჩვენებს რომ ჩვენშიცაა შესაძლებელი მიუკერძოებელი და ანალიზის კარგი უნარით აღჭურვილი სტატიების არსებობა. სწორედ ასეთი, 'კრიტიკული სტატია', და არა ლანძღვა ან სადღეგრძელოს მიძღვნა, ადგება საქმეს--ამღვრეულ წყალში გამოსავალის გზებზე მიუთითებს ან სტიმულს გაძლევს მათ ძიებაში თავად ჩაერთო. სამწუხარო ისაა რომ იშვიათია ასეთი სტატიები ჩვენს ჟურნალისტიკაში.
გიორგი
04 ნოემბერი 2019 16:17
0
გულს მირევს ეს უმადური გულშემატკივრებიი .კობიაშვილის ნაირი არ გვყოლია ფედერაციაში არავინ მარა უკვე სისხლშიაქ ამ ხალხს სხვებზე ხელის გაშვერა არაფრის ღირსი არ არიან ეს ხალხი
Simartle
04 ნოემბერი 2019 14:00
25
რა გააკეთა კობიაშვილმა ისეთი,როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა რაც სხვას არ გაუკეთებია?
ავთო
04 ნოემბერი 2019 14:25
8
კაია რომ სიმართლის მოყვარული ჟურნალისტები დარჩნენ
ილია
04 ნოემბერი 2019 13:09
0
კობიაშვილი და ფედერაცია ისეა როგორც ვირი და ეკლესია. ვირი და ეკლესია უფრო ახლოა კიდევ ერთმანეთთან.
ზურა
04 ნოემბერი 2019 12:59
19
რა სისულელეებს წერ ვიღაცა ხარ. რა შენი სახსენებელია ეკლესია
vax-vax
04 ნოემბერი 2019 14:06
10
დინამო ბათუმი თელავზე ძლიერი გუნდი ნამდვილად არ არის.
....
04 ნოემბერი 2019 16:21
21
მე ვფიქრობ აქ ყველა მათშორის მსაჯი, ფეხბურთის ფედერაცია,სადისციპლინო საბჭო და ბევრი დაინტერესებული პირი ცდილობს ბათუმის დინამო დაადანაშაულა იმის სანაცვლოდ რომ სოლიდარობა გამოეთქვეს და დაეგმეს მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მაჩჩზე, ასეთი შეცდომები უძღვის წინ გუნდების გაკოტრებას არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. ერთსაც დავამატებ ქუთაისის ტორპედოს დავეხმაროთ ყველამ ერთად რადგან ბათუმში და ქუთაისში სტადიონზე 1 მაჩჩზე მაყურებელი რომ მიდის იმდენი მაყურებელი სხვა გუნდებს 36 თამაშზე არ ესწრება,
ასეთი გუნდი უნდა დარჩეს მთავარ ლიგაში
გოჩა აბულაძე
04 ნოემბერი 2019 21:09
2
ის, რომ ბათუმის "დინამოს" ბოლო თამაშებია შიდა პრობლემა შიდა აქვს, ფაქტია... თუმცა ეს ვარ ამართლებს მსაჯის მოქმედებას. გუნდს რაც ეკუთვნის, (ამ შემთხვევაში პენალტი) მსაჯმა უნდა მისცეს... მსაჯი დასასჯელია!!!
tngh
04 ნოემბერი 2019 14:30
2
კარგი სტატია არის,ობიექტური,მე ბათუმელი და ყოფილი დინამოელი ვარ,უარესი მსაჯობაც მინახავს,ასეთ შემთხვევაში ქმედება იყო გამიზნული,მსაჯის ჟესტი,იდაყვის ჩვენება,იმწუთას მივხვდი,რომ ყველაფერი კარგად დაინახა და უბრალოდ გაყიდულიაა რა ბოლო,ბოლო,დინამოს ქომაგი ვარ და მივმართავ დინამოს,მსაჯმა გაგვყიდა კი ბატონო,მაგრამ მესამე თამაშია ორი მეტრიდან ვაცილებთ კარებს,ამ თამაშშიც,მერე ჩემპიონობა თუ გვინდა მსაჯებიანად უნდა მოუგო გუნდს,ფედერაცია კი მეგონა უფრო სიღრმისეულად მიუდგებოდა ამ საკითხს,რომ დაერიენ ვიტჯორჯიას ფეხბურთელებს მეტი კიარაფერი უქნიათ,გაყიდეს თამაში,ამანაც გაიყიდა,მიმართონ სტრუქტურებს შესაბამის ან დინამომ მიმართოს და დაისაჯოს ყველა ვინც ასე იქცევა რას იცავს კობიაშვილი და რატომ უნდა ვითამაშოდ ყანაში,მითუმეტეს,რომ დინამო იხდიდა ყველა ხარჯს.
გოჩა
04 ნოემბერი 2019 14:08
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული