როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...

AutoSharing Option
სამი დღე გავიდა საჩხერის "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩის შემდეგ. თითქმის ყველა მხარემ ისაუბრა ამ შეხვედრაზე და ვერცერთმა მხარემ ვერ დაინახა თავისი უარყოფითი მოქმედება. არადა, ყველა მხარე რაღაც დონეზე დამნაშავეა.

მინდვრის საფარი

წარმოიდგინეთ, თქვენ დაინტერესებული ხართ ეროვნულ ლიგაში კლუბის აყვანითა და თანხის ჩადებით, ან ლეგიონერი ხართ და გაქვთ საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთავაზება, გადაავლებთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს თვალს და ივანწმინდის სტადიონზე შეხვედრებს ნახავთ. გაგიჩნდებათ თუ არა სურვილი, განახორციელოთ რაიმე აქტივობა ეროვნულ ლიგაში?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ თვითონ საჩხერელებმა გადაწყვიტეს ამ
მოედანზე თამაში; ამავდროულად, სხვა კლუბებმაც, რომლებმაც უკვე ითამაშეს ივანწმინდაში, მათი მოთხოვნა იყო, კონკურენტებსაც იმავე პირობებში ეთამაშათ. ფედერაცია კი ვერ მიიღებდა კატეგორიულ გადაწყვეტილებას.

რომელ განვითარებაზეა საუბარი, როცა ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის მატჩი "ყანაში" ტარდება? დიახაც, ფედერაცია უნდა იყოს მკაცრი. თუ კლუბებს არ უნდათ პრემიერლიგის შექმნა და ლიგის მიხედვა, ეს უკვე ფედერაციის საქმეა. მათი ვალდებულებაა არათუ საჩხერეში, არამედ არცერთ სტადიონზე არ ჩატარდეს ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც მოცემულ მომენტში მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მსაჯები

რამდენიმე კვირით ადრე "საბურთალოს" ოფიციალურმა გვერდმა თბილისის "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე დიდი წერილიც მიუძღვნა. ასეთი რაღაცების წერა ოფიციალურ გვერდს არ შეშვენის. ამავდროულად, ევროტურნირების შემდეგ თბილისურ გუნდზე გაგულისებულმა ხალხმა ამ წერილის შემდეგ გუნდი კიდევ ერთხელ დააბულინგა და მალევე წაიშალა ეს ყველაფერიც საიტიდან.

საჩხერეში გოგა კიკაჩეიშვილმა ორივე შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ეკრანებიდან. ბათუმელებმა მისი გადაწყვეტილება გამიზნულად ჩათვალეს და საუბრობდნენ სხვა კლუბის გავლენაზე მის მიმართ. ეგ კი არა, არჩილ ბერიძემ მას არამზადაც უწოდა, რაც ნამდვილად არ იყო ლამაზი საქციელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს გოგა კიკაჩეიშვილი საუკეთესო სამ მსაჯს შორის დაასახელეს, ამავდროულად, მას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც უმსაჯია.

თუმცა სად არის გამოსავალი? თუ არ იხმაურე, შეიძლება შემდეგ შეხვედრაშიც იგივე მსაჯი დაგინიშნონ და კვლავ დაიჩაგრო. თუ იხმაურებ, რაღაც სკანდალური უნდა თქვა, რის შემდეგაც მსაჯსაც გააკრიტიკებენ, თუმცა არანაკლები კრიტიკა ისევ შენ გელის.

არც ის არის ნორმალური, ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში რომ ამბობდა, ბათუმის სასარგებლოდაც მოქმედებდნენ მსაჯები და ამიტომ აქვთ ყველაზე მეტი პენალტი დარტყმულიო. ნახსენები იყო "ვიტ ჯორჯიასთან" ბოლოს ჩატარებული მატჩი. ამაზე ფედერაცია კი არ უნდა აპელირებდეს, არამედ შესაბამისად უნდა დაისაჯონ ის მსაჯები, რომლებიც მატჩის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენენ.

ასლან ბალაძე

ბათუმელთა სპორტულმა დირექტორმა ისეთი რაღაცა თქვა, არ დაგრჩებოდა კარგი შთაბეჭდილება. ასლანმა თქვა, რომ კიკაჩეიშვილს ოჯახითაც ვიცნობ; პირველ ტაიმში, როდესაც პენალტი არ დაგვიდეს, შესვენების დროს მსაჯებთან შევედი და ველაპარაკეო.

ვერ წარმომიდგენია ასეთი რაღაცა რომელიმე წამყვან ჩემპიონატში კი არა, არამედ სადმე ხდებოდეს. რა უფლება აქვს კლუბის დირექტორს, შესვენებაზე მსაჯების ოთახში შევიდეს და რაიმეზე ესაუბროს?

არც ის გამოვრიცხოთ, ამ ორ პიროვნებას შორის უსიამოვნო საუბარი გაიმართა, ხოლო კიკაჩეიშვილის მაპროვოცირებელი შესაძლოა ისევ ბალაძე გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმში ჯარიმა არ/ვერ დაინახა.

არჩილ ბერიძე

ბატონო არჩილ, ბიზნესმენი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ თქვენ ფული დააბანდეთ "მკვდარ ბიზნესში", რომლისგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოგება არავის უნახავს. გისურვებდით, რომ იყოთ თქვენ ის პირველი მერცხალი, რომელიც ამ მხრივ რაიმე სახის სარგებელს მიიღებს.

მაგრამ თქვენი განცხადებები, ეს ცხელ გულზე იყო ნათქვამი თუ არა, არასერიოზულია. თუ გრძნობთ თავს დაჩაგრულად, თქვენი სიმართლისთვის უნდა იბრძოლოთ და არ გაგიჩნდეთ ფეხბურთში მოსვლიდან რამდენიმე კვირის თავზე კლუბიდან წასვლის სურვილი.

თუ გრძნობთ, რომ ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა, შეგიძლიათ შესაბამის ორგანოებს მოსთხოვოთ ამ ყველაფრის გამოძიება და თუ მათიც არ გჯერათ, ისევ თქვენ გახდეთ პირველი მერცხალი და მაქსიმუმი გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი ისევ თქვენ, კლუბებმა მართოთ და არა სხვებმა.

სხვა შემთხვევაში "არამზადების" ძახილით ვერც ვერაფერს მიაღწევთ და ისევ თქვენ დაისჯებით, რადგან ეს ფაქტების გარეშე არც სამართლიანია და არც ეთიკური.

მკითხველის კომენტარები / 32 /
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოდ და ვიმსჯელოდ, მაინც ფედერაციამ უნდა მოაგვაროს და დაალაგოს, უნდა შესწევდეს ამის ძალა, უფრო მეტი უნდა აიღონ თავზე, სანქცია იქნება თუ სხვადასხვა ჯარიმა, ფედერაცია უნდა წყვეტდეს სტადიონი სათამაშოდ ვარგა თუ არა! როგორც მსაჯი სჯის ფეხბურთელს ჯარიმისთვის, მსაჯიც ასევე უნდა ისჯებოდეს ფედერაციისგან იქნება თუ ვისგანაც, შემდეგში რო კარგად გამოიხედოს!
ბასკი
11:54 05-11-2019
2
არც ბათუმელი ვარ, არც თბილისელი, უბრალოდ ჩემს აზრს ვიტყვი. სტატია კარგია, მაგრამ ბოლოს "ინვესტორს" რომ ეუბნებით "ქართულ ფეხბურთში ფული რომ ჩადე, აბა რა გეგონაო" - ეგ ცუდად მომხვდა თვალში. ვთქვათ და, ჩადო და გათვალა ევროთასებზე გასვლაზე და თანხის ამოღებაზე, ეს სასარგებლო არ არის? ყველამ ამ მიზნით მაინც რომ ჩადოს ფული თითო კლუბში, ხომ ეშველება ჩემპიონატს?
მსაჯობა თუ არაკვალიფიციურია, ინვესტირების მსურველებს აფრთხობს და ამაზე ფედერაციამ უნდა იფიქროს. კომენტარებიდან ჩანს, არის ასეთი აღქმა, რომ "თბილისელები არასაფეხბურთო გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას". ფედერაციის დასალაგებელია.
მოკლედ, ყველა გზა ფედერაციამდე მიდის.
სტატიის ავტორს
08:33 05-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
34
21
6
7
36
69
34
20
7
7
26
67
34
11
11
12
5
44
34
11
9
18
1
42
34
11
8
15
-2
41
34
10
8
16
-37
38
34
9
10
15
-15
37
34
4
8
22
-31
20