ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: ბათუმის "დინამომ" "სიონი" უპრობლემოდ დაამარცხა და გალიდერდა - დროებით? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "სიონს" 2:0 სძლია.

მასპინძლები 24-ე წუთზე მანჯგალაძემ დააწინაურა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს გოშაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ამის შემდეგ მსაჯმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა სტუმართა გუნდის მცველი აფაქიძე. "სიონი" კი ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ გოშაძემ არგასაშვები გოლი გაუშვა, ანგარიში ჯიღაურმა 2:0 გახადა და ყველაფერი დასრულდა.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა, აჭარულმა გუნდმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის "დინამო" 67 ქულით გალიდერდა, თუმცა თბილისის
"დინამოს" შეუძლია კვლავ პირველი ადგილი დაიკავოს, თუ 9 ნოემბერს სტუმრად "რუსთავს" დაამარცხებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო(ბთ) - სიონი 2:0
გოლები: 1:0 გიული მანჯგალაძე (24), 2:0 ჯამბულ ჯიღაური (48)
გაძევება: ნიკოლოზ აფაქიძე (34)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე (კ), მამუკა კობახიძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი (ლაშა ჩალაძე 79), ჯამბულ ჯიღაური, ვალერიან თევდორაძე (გიორგი ჯანელიძე 74), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 31), ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სიონი (5-3-2): ოთო გოშაძე, ლაშა უგრეხელიძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი (გულვერდ თომაშვილი 41), ლევან ხმალაძე (კ), დავით თარგამაძე, ბექა გვარაძე, გიორგი ივანიშვილი (არჩილ ტვილდიანი 56), ჯაბა უგულავა (დიმიტრი ტატანაშვილი 56)

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ველოდები სიონის მეპატრონის კომენტარს, რომ გუნდს აღარ დააფინანსებს, რადგან მსაჯი "კაი კაცი" არ არის და ფეხბურთელი გაუძევა.

დიდგორელი!
21:36 08-11-2019
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
36
23
6
7
39
75
36
21
7
8
26
70
36
12
11
13
4
47
36
12
8
16
-1
44
36
11
10
19
0
43
36
9
11
16
-16
38
36
10
8
18
-42
38
36
4
8
24
-35
20