ეროვნული ლიგა. ბოლო ტური: 4-მა გუნდმა ასპარეზობა დაასრულა, ვინ როგორ განაწილდა

AutoSharing Option
30 ნოემბერს ეროვნული ლიგის ბოლო 36-ე ტურის 2 მატჩი გაიმართა.

თბილისის "საბურთალომ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "საბურთალოს" 70 ქულა დაუგროვდა და საბოლოოდ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩემპიონი სწორედ "საბურთალო" გახდა.

რაც შეეხება "სიონს", ბოლნისელებს 38 ქულა აქვთ და ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად "სიონი" პლეი-აუტში ითამაშებს. "სიონი" პლეი-აუტში "სამტრედიას" შეხვდება.

დღის მეორე შეხვედრაში "რუსთავმა" გორის "დილას" უმასპინძლა. რუსთაველები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ 2 გოლი
გაიტანეს და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

"რუსთავს 38 ქულა აქვს, რითაც მე-8 პოზიცია დაიკავა და ეროვნულ ლიგაში დარასარჩენა პლეი-აუტის მოგება დასჭირდება. პლეი-აუტში "რუსთავი" თელავს შეხვდება.

ხოლო გორის "დილა" 43 ქულით მე-7 პოზიცია და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მიხეილ მესხი
საბურთალო-სიონი 5:1
გოლები: 1:0, 2:1 ლაშა კოხრეიძე (2, 49), 1:1 დიმიტრი ტატანაშვილი (20), 3:1 გიორგი გაბედავა (57), 4:1 ნიკოლოზ მალი (60), 5:1 სანდრო ალთუნაშვილი (86)

საბურთალო. 4-2-3-1. ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი გაბედავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, ლაშა კოხრეიძე, ოგნიენ როლოვიჩი, თორნიკე გორგიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სიონი. 3-1-4-2. ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, თორნიკე თარხნიშვილი, კახა კახაბრიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე, რატი ცაცკრიალაშვილი, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, ბექა გვარაძე, გიორგი ივანიშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ტექნიკური ცენტრი
რუსთავი-დილა 2:2
გოლები: 0:1 ნუგზარ სპანდერაშვილი (1), 0:2 თენგიზ წიქარიძე (9), 1:2 ფუად ბაირამოვი (61), 2:2 დათა სიჭინავა (76)

რუსთავი. 4-1-4-1. გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ნოზაძე, ლუკა სილაგაძე, ბექა ქავთარაძე, დათა სიჭინავა, კონსტანტინ პავლოვი, პაატა კიტეიშვილი, გიორგი თევზაძე, ლაშა ლეჟავა, ფუად ბაირამოვი, გეორგი ბუგულოვი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დილა. 4-4-1-1. ლაშა ტიტვინიძე, ლევან ნონიკაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ალეფ სანტოსი, ზაურ კერელეიშვილი, ბალგუ იენდეუნტი, თენგიზ წიქარიძე, ნიკა გაგნიძე, მიკოლა კოვტალიუკი, ლევან ქურდაძე, ერიკს სანტოსი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბათუმელების კომენტარებს რო ვკითხულობ სულ მგონია რომ აფხაზების ან ოსების კომენტარებია ან თურქების...ასე რამ გაგაღვარძლიანათ ბათუმელებო,რას გავხართ ვერ ხედავთ? თუ ასე ძალიან გინდათ გუნდშიც სულ ბათუმელები ათამაშეთ და მერე დატკბით ბუმითა და საოცარი პროექტებით...
ლ.გიო
21:23 30-11-2019
3
რუსთავი არ იმსახურებს უმაღლესში დარჩენას,სეზონი იდიოტობებით დაიწყეს,ბოლოს ვითომ ჭკუაზე მოვიდნენ,კილასონიას და სიჭინავას დაბრუნებით,მაგრამ.... სინამდვილეში რუსი მწვრთნელის ჩამოყვანით,რომელიც ცარიელი სახელი და გვარია და რუსი ფეხბურთელების ჩამოყვანით აშკარად რუსთავის ბიუჟეტიდან მაყუთი მოიჭრა...
ფანი
20:50 30-11-2019
6

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
36
23
6
7
39
75
36
21
7
8
26
70
36
12
11
13
4
47
36
12
8
16
-1
44
36
11
10
19
0
43
36
9
11
16
-16
38
36
10
8
18
-42
38
36
4
8
24
-35
20