თბილისის "დინამოს" "ვიტ ჯორჯიასთან" მოგების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა და ლიგის ბომბარდირმა ლევან კუტალიამ გააკეთეს.
"მადლობა მთელ გუნდს, ფეხბურთელებს, პერსონალს, გუნდის პრეზიდენტს - რომან ფიფიას. მძიმე წელი გამოდგა, თუმცა "დინამო" მუშაობს, "დინამო" იზრდება და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის. ემოციურად და სპორტულად მძიმე მატჩი იყო, მაგრამ მოგება შევძელით - ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს!", - აღნიშნა ჩისკომ.
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა, რომელმაც "ვიტ ჯორჯიასთან" ანგარიში გახსნა და საბოლოოდ ლიგის ბომბარდირი გახდა, ასევე ემოციურად დატვირთული კომენტარი გააკეთა.
"ყველას ძალიან გვიხარია
დღევანდელი გამარჯვება და მეჩვიდმეტე ტიტული. "ვიტ ჯორჯიას" მინდა მადლობა გადავუხადო, გუნდი, ფაქტობრივად, გავარდნილი იყო ჩემპიონატიდან და დღეს ბოლომდე იბრძოლა. მადლობა მათ ამისთვის. ორმაგად სასიხარულო იყო ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანა", - თქვა კუტალიამ.
ასე იზეიმა თბილისის "დინამომ" ჩემპიონობა [VIDEO]
თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]
მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით