გიორგი ჭიაბრიშვილი: როცა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევ, მომდევნო წელი უფრო რთულია

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" ეროვნული ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, ამავდროულად გავიდა საქართველოს თასის ფინალში და წლის ტიტულით დასრულებას გეგმავს.

სეზონის შესაფასებლად კლუბის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს დავუკავშირდით.

- როგორ შეაფასებდით ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონს? რამდენად კმაყოფილი ხართ? რა მოგეწონათ და რა არა?
- ჩემპიონობის შემდეგ ჩემპიონი, რომ ვერ ხდები კმაყოფილების გრძნობა არ გეუფლება. როცა უმაღლეს მწვერვალს მიაღწევ, მომდევნო წელი უფრო რთულია. შინაგანად გგონია, რომ რაღაცა ვერ გააკეთე და უკეთესის სურვილს ტოვებს. რეალურად კმაყოფილი ვარ ამ ჩემპიონატის, პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ევროტურნირებზე
გავედით.

რეალურად მთელი წელი შეუსვენებლად თამაში გამოგვივიდა. ევროტურნირებზეც, თასსა და ეროვნულ ლიგაშიც ბევრი მატჩები მოგვიწია, ამან განსაზღვრა ჩვენი საბოლოო ადგილი. მე ვფიქრობ ჩემპიონატში კარგად გამოვედით და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავდა, უბრალოდ არ ვიყავით არც ემოციურად და არც ფიზიკურად ამ ყველაფრისთვის მზად.

ევროპა ლიგის შემდეგ არასტაბილური მატჩები გამოგვივიდა, რადგან ამ ტურნირისთვის ვემზადებოდით, რაც ჩვენს თამაშს დაეტყო.

- მიუხედავად ამისა " საბურთალოს" ეროვნული ლიგის ბოლო წრეშიც ჰქონდა ჩემპიონობის მოპოვების შანსი, რის ხარჯზე შეძლო ეს კლუბმა და რამ შეუშალა ხელი?
- მეტოქეები საკმაოდ ძლიერი გვყავდა, არცერთი გუნდთან არ შეგეძლო თავისუფლად თამაში. რეალურად სუსტი მოწინააღმდეგე არცერთ მატჩში არ გვყოლია.

წლებია ეს გუნდი მოგვყავს და ვაშენებთ, ამ გუნდს შეუძლია ყველაფრისთვის გადაეწყოს და მოახდინოს ყველაფერზე ადაპტირება. გუნდს შესაძლოა უფრო ცუდი სეზონიც ჰქონოდა. ჩემპიონობისთვის რძოლის შანსი ბოლომდე გვქონდა და ამავდროულად გავედით თასის ფინალში და ეს მხოლოდ კარგ გუნდებს შეუძლია.

ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ამით შევძელით ყველა ტიტულისთვის გვებრძოლა, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრეც გვქონდა ჩემპიონობის მოპოვების შანსი.

- როგორი იქნება კლუბის მომავალი, "საბურთალოში" ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა თამაშობს: გიორგი კოხრეიძე, ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი და ა.შ. გუნდი ახერხებს მათ შენარჩუნებას, თუ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს?
- სიამაყე მეუფლება ყოველთვის, როცა "საბურთალოში" ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ეს არის გუნდის კოზირი. ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს. მაგალითად ბოლო მატჩებში გვყავდა მეორე გუნდიდან დაწინაურებული ფეხბურთელი, რომელსაც სულ ორი თამაში მოუწია და მან ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

მე როგორც მთავარ მწვრთნელს ეს კომფორტი ყოველთვის მქონდა, რომ შემეძლო მეორე გუნდიდან ამომეწია ფეხბურთელი და მას ძირითადში კარგად ეთამაშა.

სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, პირადად ჩემი მომავალიც გადაწყვეტილი არ არის, მეც კონტრაქტი მიმთავრდება. კლუბი როგორ დაალაგებს ფეხბურთელებთან ურთიერთობას და პირადად ჩემთანაც, ეს დღის წესრიგში დგას.

ერთი ვიცი, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ყველა ლეგიონერს სჯობს. ჩვენ საქართველოში კარგი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მათ დრო სჭირდება და შემდეგ მოთხოვნადები ხდებიან. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფეხბურთელები, ბევრად უფრო კარგი ბაზა კეთდება, ვიდრე უცხოელების ჩამოყვანით.

- წინ თასის ფინალი გელოდებათ, როგორ ემზადებით ამ მატჩისთვის და რა მოლოდინები გაქვთ?
- ტიტულის მოგებით ძალიან ბევრი რამ იცვლება ადამიანთა ცხოვრებაში. ყველა ფეხბურთელი რომ ასრულებს კარიერას, მათ რა რჩებათ ან თუნდაც მწვრთნელებს? შენი ცხოვრება წარმატებული იყო თუ არა იზომება ტიტულებით. ეს არის ერთ-ერთი, ტიტული რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ჩაიწერება.

სერიოზულად და მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. "საბურთალოსთვის" ყველა ტიტული წარმატებაა. ჩვენ გვაქვს ამის შანსი და ყველაფერს გავაკეთებთ, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მოწინააღმდეგეზეც არის დამოკიდებული. ჩვენ ვიცით რომ არ დავიშურებთ ძალებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
არარატ არმენიამ რომ აგიყვანათ მწვერვალზე ალბათ იმას გულისხმობთ, პატივცემულო.Dდდდ
1
ისე, არარატი მთაც არის და ალბათ მაგას გულისხმობთ მწვერვალს მივაღწიოთო რომ ბრძანებთ?! როდის ჩამოირეცხავს ქართული ფეხბურთი იმ სირცხვილს და შეურაცხყოფას რაც არარატთან მარცხით მიადგა. თუ ვერ ხვდებით საერთოდ არარატთან წაგება ქართველი გულშემატკივრისთვის რას ნიშნავდა?!
...........
15:30 04-12-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული