ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ... - გია გეგუჩაძე ბათუმის "დინამოს" გამოსვლას აფასებს

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/DinamoBatumi1923/

ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ზღვისპირელები ჩემპიონატს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა ბოლოსკენ თამაში აერიათ და მათ თბილისის "დინამომ" გადაასწრო.

Sportall.ge ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და სეზონის შეფასება სთხოვა.

"ჩემპიონტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ბოლომდე გასარკვევი იყო თუ რომელი გუნდი მოიპოვებდა ჩემპიონობას და ა.შ...

სანახაობაც აშკარად კარგი იყო. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, შედეგი, რომელიც დავაფიქსირეთ, აუცილებლად მისაღები და დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.

შანსები გვქონდა ჩემპიონობისთვისაც მიგვეღწია, თუმცა ის, რომ
ბათუმის "დინამო" მომავალ წელს ევროთასებზე ითამაშებს უკვე მიღწევაა.

გვქონდა გარკვეული ჩავარდნები, რაც ბუნებრივიც არის. ძალიან რთულია მთელი სეზონი უდანაკარგოდ გაიარო და ძალიან დასანანი თამაშები ვერ მოვიგეთ.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ახალი გუნდის მშენებლობა მიდიოდა და პარარელურად მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოდით.

რაც შეეხება მომავალ სეზონს, ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვმუშაობთ ამ კუთხით და გაძლიერება ნამდვილად გვსურს.

ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდი აუცილებლად გაძლიერდება", - გვითხრა გეგუჩაძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მე რასაც უყურებ გია გეგუჩაძე არათუ ბათუმის დინამოში არამედ მთელ ბათუმში ერთად ერთი ადეკვატური ადამიანი აღმოჩნდა!!!
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
20:05 03-12-2019
3
რიგ თამაშებში მართლა ძალიან არეულები ჩანდნენ! თუმცა ერთ დონეზე გრანდები ვერ გამოდიან! ამიტომ სწორად უნდა შერჩევა ფორმის პიკს! იმედია მომავალ წელს ბათუმი იზეიმებს ჩემპიონობას თავის ახალ სტადიონზე! მისმა უერთგულესმა ფანებმა ნამდვილად დაიმსახურეს ეს!
ვაჟა
18:11 03-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
36
23
6
7
39
75
36
21
7
8
26
70
36
12
11
13
4
47
36
12
8
16
-1
44
36
11
10
19
0
43
36
9
11
16
-16
38
36
10
8
18
-42
38
36
4
8
24
-35
20