კახა ჩხეტიანი: სეზონის შეფასება? ფეხბურთელებმა 7 თვის განმავლობაში ერთხელ აიღეს ხელფასი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" კვლავ მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ ვინ დააფინანსებს გუნდს და გააგრძელებს თუ არა კლუბი მონაწილეობას ეროვნულ ლიგაში.

ფეხბურთელები თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს. ამის მიუხედავად  მათ ეროვნული ლიგა ჩაამთავრეს, რის გამოც კახა ჩხეტიანი მათ გმირებს უწოდებს.

ჩვენ სწორედ "ტორპედოს" მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დავუკავშირდით და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- რა ხდება ახალი "ტორპედოსთან" დაკავშირებით, როგორ მიდის მოლაპარაკებები სპონსორთან?
- მე არაფერი ვიცი... ეგ კითხვა ალბათ მერიას უფრო უნდა დაუსვათ.

- გასულ სეზონზე რას იტყოდით? "ტორპედოს" ძალიან
რთული ვითარება ჰქონდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში...
- დაძაბულობა მთელი სეზონის განმავლობაში იყო. როდესაც დაძაბულობაა, ჩემპიონატის დონეც იმატებს.

უშუალოდ ჩემს გუნდზე რა შემიძლია ვთქვა... ბიჭებმა 7 თვის განმავლობაში ერთხელ აიღეს ხელფასი და მე მათ გმირებს ვუწოდებ.

საფეხბურთო თვალსაზრისით გუნდის თამაშის შეფასება გამიჭირდება. ფეხბურთელებს უბრალოდ შეეძლოთ წასულიყვნენ, რადგან კონტრაქტის პირობები დაირღვა, მაგრამ ისინი დარჩნენ და ჩემპიონატი ჩაამთავრეს. მე და მთლიანად ქალაქს მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

- თქვენ თუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვა გუნდთან და შესაძლებელია თუ არა მომდევნო სეზონში სხვა კლუბში გიხილოთ?
- ამაზე ახლა ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. "ტორპედოდან" წასვლაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ... დღეს თუ ხვალ ის ფეხბურთელებიც წავლენ, ვინც სეზონის ბოლომდე გუნდი მიიყვანეს, ვინმეს დამატებაზე კი საუბარიც ზედმეტია.

მე კი უგუნდოდ ძალიან გამიჭირდება...

- რამე შემოთავაზება თუ გაქვთ ამ ეტაპზე?
- რაღაცები არის, მაგრამ ვინმე, რომ კალთებს მახევდეს და მეხვეწებოდეს, ასე ნამდვილად არაა.

- მსაჯობასთან დაკავშირებით რას იტყოდით? ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე "ჩიხურასა" და დინამო "ბათუმის" მატჩი სკანდალურად დასრულდა...
- ვერაფერს ვიტყვი... კარგი და ცუდი მომენტი ყველას აქვს, ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსაც და მსაჯებსაც.

მსაჯებმაც მთელი სეზონის განმავლობაში იშრომეს და მე რაიმე შეცდომებზე საუბარი გამიჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
batumels, sad naxe ak zgaprebi, sizmari xoar ginaxia chvilo. getkodi rames mara chen donemde ar daval, chen titonac mixvdebi risi tkmac mindoda,
KUTAISELI
09:27 08-12-2019
0
Kutaiseli მაგარი მეზღაპრე ვიღაცა ხარ.მე მგონი შენ ნოშრევანივით ირბენ ცოტა ხანში(კინო ფილმ „ლონდრე“-დან)
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
08:19 06-12-2019
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
11
6
4
1
14
22
11
5
5
1
10
20
11
2
8
1
3
14
11
3
3
5
-7
12
11
0
5
6
-12
5
11
1
2
8
-18
5