სოსო ფრუიძე: როდესაც ფინანსურად ჩვენზე ძლიერი გუნდები დაკომპლექტებიან, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმატებთ ფეხბურთელებს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროსაგზურის მფლობელი ვერ გახდა.

გუნდმა ბევრი კარგი თამაში ჩაატარა და ლიდერებიც გაამწარა. საჩხერელები განსაკუთრებით ცუდად ბათუმელებს დაამახსოვრდებათ, რადგან "ჩიხურამ" ზღვისპირელებს მოუგო, სწორედ ამ მატჩმა მომავალი ჩემპიონის ბედზე დიდი გავლენა იქონია.

ჩვენ "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დავუკავშირდით და განვლილ სეზონზე, სამომავლო გეგმებზე და მსაჯობაზე ვესაუბრეთ.

- გასულ სეზონში თქვენი გუნდის თამაშს როგორ შეაფასებდით?
- შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი შევეძლო და ევროსარბიელზე გასვლაც შეიძლებოდა, თუმცა ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები
ჰქონდა.

პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ პატარა სათადარიგოთა სკამი გვქონდა და 2-3 თვის განმავლობაში 4-5 ფეხბურთელი გვაკლდა.

მთლიანი შემადგენლობით მხოლოდ სეზონის დასაწყისსა და დასასრულში ვიყავით და კარგი თამაშებიც ჩავატარეთ.

- ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდით... როგორ ფიქრობთ, დონემ აიწია?
- ვფიქრობ, ბათუმის "დინამოს" გადმოსვლით ეროვნული ლიგის დონემ აიწია და მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დონე უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი ქვეყნის ჩემპიონატში ასეთი დაძაბულობა არ იქნებოდა.

- "ჩიხურამ" ევრო საგზური ვერ მოიპოვა... რას გეგმავს მომავალი სეზონისთვის კლუბი?
- ჯერ ცნობილი არაფერია. რაიმე შევსებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ფინანსურად ძლიერები არ ვართ და როდესაც ფინანსურად ჩვენზე ძლიერი გუნდები დაკომპლექტებიან, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმატებთ ფეხბურთელებს.

იანვრის შუა რიცხვებში შევიკრიბებით, ხელმძღვანელობასაც დაველაპარაკები და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

- მომავალ სეზონში თქვენ ისევ "ჩიხურაში" იმუშავებთ?
- არ ვიცი, ვნახოთ რა იქნება...

- სეზონის ბოლოს მსაჯობასთან დაკავშირებით სკანდალი მოხდა თქვენი გუნდისა და ბათუმის "დინამოს" მატჩში.
- ამ შეხვედრის შემდეგ ყველა საუბრობდა, რომ მსაჯმა "დინამო" დაჩაგრა, მაგრამ ჩვენს საკამათო ეპიზოდებზე ხმას არავინ იღებდა.

იმ თამაშში პენალტს ჩვენც ვითხოვდით. არის ეპიზოდი, სადაც ჩვენს ფეხბურთელს საჯარიმოში ხელის კვრით აგდებენ და მსაჯს არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

აქამდე ეს განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ დღესაც ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს კარში არცერთი პენალტი არ იყო დასანიშნი.

პირველ შემთხვევაზე უშუალოდ ვიტყოდი, რომ ფეხბურთელს ხელი წაღებული აქვს უკან და პენალტი იდება მაშინ, როდესაც მას ხელი გაშლილი აქვს. მაისაშვილს ხელი უკან აქვს წაღებული და იდაყვსა და მხარს შორის ხვდება...

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არცერთი პენალტი არ ყოფილა!

მკითხველის კომენტარები / 15 /
სოსო, ჩემზე კარგად უნდა იცოდე, რომ ახალი წედების მიხედვით მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ სადა გაქვს ხელი, ყველა ვარიანტში იდება პენალტი!!!
გიორგი
12:36 06-12-2019
10
რას ვერ ვხვდები იცით? რო გამოდის და წუწუნებს ჩვენი ბრალია ბიძინა რო არ უზრდის ბიუჯეტს? 2015 წელს ვისაც გახსოვთ 10 დღის შეკრებილი გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაამთავრა მაგრამ სეზონი მორჩა და ნახევარი ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა? რატომ? იმიტომ რო ზოგადად ფრუიძეა ვერავის ვერ ეწყობა და ყველა მაგას უნდა შეეწყოს! მაგიტომ ვერ დადებ ვერასდროს შედეგს მიზეზებს სულ სხვაში რო ეძებ!)))
gulshematkivari
13:42 06-12-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული