"ჩიხურამ" "ტორპედო" დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო:facebook.com/FCChikhura

საჩხერის "ჩხიხურამ" წყალტუბოში გასვლაზე დაამარცხა ქუთაისის "ტორპედო" და 2019 წლის ეროვნული ლიგის სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულა.

შეხვედრაში ანგარიში საჩხერელთა ნახევარმცველმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა გახსნა მე-15 წუთზე.

მარკოზაშვილის გატანილ გოლს 10 წუთში რაფაელ ჩუკვურამ უპასუხა "ტორპედოს" მხრიდან და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჩხერელთა ცენტრალურმა მცველმა დავით მაისაშვილმა მიშიკო სარდალიშვილის მოწოდებული კუთხურის დროს თავით ზუსტად დაარტყა და "ჩიხურას" გამარჯვება მოუტანა.

სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში 47 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გავიდა, რაც სეზონის მანძილზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ლოგიკური შედეგია.

ქუთაისის "ტორპედომ", კი რომელმაც გაცილებით მეტი პრობლემა ჰქონდა ეროვნული ლიგის მეორე წრიდან მოყოლებული, მოახერხა და ეროვნულ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა. ქუთაისელებმა მე-6 პოზიცია დაიკავეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული