ეროვნული ლიგა. პლეი-აუტი: "თელავმა" მოიგო, "სიონი" და "სამტრედია" ფრეზე შეთანხმდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
5 დეკემბერს ეროვნული ლიგის პლეი-აუტის ორი მატჩი გაიმართა.

"თელავისა" და "რუსთავს" შორის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ანგარიში მასპინძლებმა 54-ე წუთზე გახსნეს. ბაშელეიშვილმა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და მეკარის მარცხენა კუთხეში დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოოდ "თელავმა" 1:0 გაიმარჯვა.

"სიონისა" და "სამტრედიას" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.

საპასუხო მატჩები 11 დეკემბერს 13:30 საათზე გაიმართება.

გივი ჩოხელის სტ.
თელავი-რუსთავი 1:0
გოლი: 1:0 მიხეილ ბაშელეიშვილი (54)

თელავი. 4-3-2-1: ლუკა სანიკიძე, თორნიკე ძოწენიძე, ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, მიხეილ ბაშელეიშვილი, ირაკლი
რუხაძე, ლიონელ ენგუენე, მირიან ჯიქია, ალექსანდრე კოშკაძე, იაროსლავ კვასოვი

მთ. მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

რუსთავი. 5-4-1: გოგი კულუა, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, გიორგი ვასაძე, ლუკა სილაგაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, ბექა ქავთარაძე, კონსტანტინ პავლოვი, პაატა კიტეიშვილი, ოლეგ ტოლმასოვი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია


თამაზ სტეფანიას სტ.
სიონი-სამტრედია 0:0

სიონი. 3-5-2: ოთო გოშაძე, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ბექა გვარაძე, გიორგი ივანიშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

სამტრედია. 4-2-3-1: კონსტანტინე სეფიაშვილი, დავით საჯაია, ალიკო ჩაკვეტაძე, ვარლამ კილასონია, გიორგი ივანიაძე, ავთო ენდელაძე, გიორგი ახალაძე, ნიჯატ ყურბანოვი, სტრაჰინია პავიშიჩი, გურამ სამუშია, ვაჟა ქიქავა

მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ადმინ
ჩემი კომენტარი, გუშინ რომ დავტოვე სად არის?სინდისი არა გაქვთ? შეეშვით ამ გაუმართლებელ ცენზურას და შერჩევით პოსტებს. თუ კაცი არ იგინება, გაუშვით მისი აზრი!
jango
11:45 06-12-2019
0
თელავს დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. მეორე ტაიმი ძალიან აჯობა რუსთავს.
G.LA
21:04 05-12-2019
2

სიახლეები პოპულარული